imedi /  01 ოქტომბერი 2019, 22:18 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახური ძმის მკვლელობაში ბრალდებულის თვითმკვლელობას ადასტურებს

ზუგდიდი თვითმკვლელობა

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ თავი მოიკლა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი სარეანიმაციო ღონისძიებებს ატარებდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). 

28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 09:45

COVID19

საბერძნეთმა ყატარიდან ავიარეისები შეაჩერა

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დოჰადან ათენში ჩასულ 12 მგზავრს COVID19 დაუდასტურდა. მათგან 9 საბერძნეთში ბინადრობის უფლების მქონე პაკისტანის მოქალაქეა, 2 ავსტრალიიდან ჩასული საბერძნეთის მოქალაქე, ერთი კი იაპონიის. სულ კორონავირუსზე ტესტი თვითმფრინავის ბორტზე მყოფ 91 მგზავრს ჩაუტარდა.

03 ივნისი 2020, 09:35

კულტურა

აივაზოვსკის ცნობილი ტილო Sotheby's აუქციონზე £2,9 მილიონად გაიყიდა

ცნობილი რუსი მარინისტის, ივან აივაზოვსკის ტილო „ნეაპოლის ყურე“ Sotheby's აუქციონის ტოპ-ლოტი გახდა. 1878 წელს შესრულებული პეიზაჟი 2 295 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ლოტის საწყისი ღირებულება ორჯერ ნაკლები იყო.

03 ივნისი 2020, 09:24

სპორტი

ესპანეთის საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს განიხილავენ

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის კოორდინატორმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 09:13

COVID19

რუსეთში კორონავირუსით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი

რუსეთში COVID19-ით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი, 500 კი ინფიცირებულია. ამის შესახებ კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ ალექსეი ვოლინმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 09:05

სპორტი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი 78 წლისა გარდაიცვალა

იანეზ კოჩიანჩიჩი 2010 წლიდან სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტად კი 2013 წელს აირჩიეს.

ჯო ბაიდენი

03 ივნისი 2020, 08:53

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

03 ივნისი 2020, 08:41

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი აშშ-ის მოვლენებზე: რასიზმი საძაგლობაა, რომელსაც ყველა ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს

48 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გაეროს გენერალური მდივანი ეხმაურება.

ნიკოლ ფაშინიანი

03 ივნისი 2020, 08:33

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში სომხეთს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება

​​​​​​​კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში ქვეყანას ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 08:21

პოლიტიკა

4 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გადაეცემა. მოქალაქეებს ონლაინ შეეძლებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.

03 ივნისი 2020, 08:15

COVID19

ამირან გამყრელიძე გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევას გამორიცხავს

გავრცელებულ ინფორმაციას რომ გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი აღმოჩნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ადასტურებენ.

03 ივნისი 2020, 08:02

პოლიტიკა

კორონავირუსის პანდემიისას მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, პროექტი უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი და მას დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას.

03 ივნისი 2020, 01:35

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან 83 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მათ შორის ერთი, მედიკოსების შეფასებით, უმძიმესი პაციენტი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, თუმცა, ექიმების დახმარებით, 83 წლის პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

დევიდ მაკბრაიდი ჰელენ უორდი

03 ივნისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დედის მიერ მიტოვებული ირლანდიელი და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა

დედის მიერ მიტოვებული ირლანდიელი და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს. 58 წლის დევიდ მაკბრაიდმა და მისმა 52 წლის დამ, ჰელენ უორდმა ერთმანეთი ტელეშოუს საშუალებით იპოვეს. დევიდ მაკბრაიდი დედამ ქუჩაში გაჩერებულ მანქანასთან 1962 წელს, ჰელენ უორდი კი სატელეფონო ჯიხურში 1968 წელს დატოვა.

03 ივნისი 2020, 00:52

COVID19

ორი დღეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი დღის მანძილზე ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქ კოვიდინფიცირების 185 დადასტურებული შემთხვევაა, მუნიციპალიტეტში 88 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დანარჩენი პაციენტები კი, შესაბამის დაწესებულებებში მკურნალობას მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობენ.

კოიტოი გოლფი

03 ივნისი 2020, 00:50

ტაბლოიდი

კალიფორნიაში კოიოტი საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიპარა და გოლფის ბურთით ითამაშა 🐺⛳

„დაახლოებით 23:45 საათზე კამერამ ჩვენს უკანა ეზოში კოიოტი დააფიქსირა, რომელიც გოლფის ბურთით თამაშობდა. გადავწყვიტეთ, რომ ეს საკმაოდ საყვარელი სანახაობაა და ვიდეო YouTube-ზე ავტვირთეთ. მისი ყურება სასაცილო და საინტერესო იყო“, - ყვებიან ვიდეოს ავტორები.

03 ივნისი 2020, 00:46

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 273 შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 273 შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 5 935 შემთხვევაა აღწერილი. გამოჯანმრთელდა 3 564 ადამიანი, 71 კი გარდაიცვალა.

ჯეიმს კემერონი და ჯონ ლანდაუ ავატარი 2

03 ივნისი 2020, 00:45

კულტურა

ჯეიმს კემერონი ახალ ზელანდიაში „ავატარის“ სიქველის გადასაღებად ჩავიდა

იმის მიუხედავად, რომ საზღვრები ოფიციალურად ჩაკეტილია, გადასაღებ ჯგუფს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს, რადგან პროექტს ახალი ზელანდიისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

რიანა

03 ივნისი 2020, 00:43

ტაბლოიდი

რიანამ ქალის თეთრეულის თავისი ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა

ამერიკელმა მომღერალმა რიანამ ქალის თეთრეულის თავისი ბრენდის, Savage x Fenty-ის ახალი კოლექცია წარადგინა. მომღერლის ფოტოები Instagram-ზე გამოქვეყნდა. ბრენდ Savage X Fenty-ს რიანა ამერიკულ კომპანია TechStyle Fashion Group-თან ერთად ფლობს. გასული წლის ივნისში გამოცემა Forbes-მა რიანა მუსიკის სამყაროში ყველაზე მდიდარ ქალად დაასახელა.

ალიგატორები ჩხუბი

03 ივნისი 2020, 00:35

ტაბლოიდი

ფლორიდაში ქალი თავისი სახლის კართან ორი ალიგატორის ჩხუბს შეესწრო. ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდის ქალაქ ფორტ მაიერსში მცხოვრები ქალი თავისი სახლის კართან ორი ალიგატორის ჩხუბს შეესწრო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სიუზან გეშელის თქმით, ერთი ალიგატორის მისი სახლის კართან, მეორე კი ცოტა მოშორებით იდგა, შემდეგ კი პირველს დაესხა თავს.

მაროდიორობა აშშ

03 ივნისი 2020, 00:30

მსოფლიო

მაროდიორობა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ფოტოგალერეა

აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. საპროტესტო აქციებს თან ახლავს არეულობა, პოლიციასთან შეტაკება და მაროდიორობა.