imedi /  15 ოქტომბერი 2019, 20:47 / სანდო წყარო

ლილუაშვილი: რუსული რბილი ძალა რამდენჯერმე გავანეიტრალეთ

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

კვირის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი ოფიციალურად დაიკავებს. მანამდე ის მოვალეობის შემსრულებელია და დეპუტატებთან შესახვედრად ემზადება. გრიგოლ ლილუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი თავდაცვის კომიტეტში ხვალ მოუსმენენ. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომლის დასმასაც ხვალ ოპოზიცია გეგმავს რუსი ჯაშუშებია, ოპოზიციას აინტერესებს რატო არ გამოავლინა სუსმა 7 წლის განმავლობაში არცერთი რუსი ჯაშუში. პარლამენტში მისვლამდე მან "ქრონიკას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

როგორც ლილუაშვილი ინტერვიუში აცხადებს, მისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საზღვარზევე ხდება შეკავება იმ დესტრუქციულად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების, რომლებსაც საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სურთ. მისი თქმით, რამდენჯერმე მოხდა ასევე რუსული რბილი ძალის ქმედებების განეიტრალება.

"ყოველდღიურ რეჟიმში ხდება არასასურველი პირებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა, იმის მიუხედავად რუსეთის მოქალაქეა ის თუ ნებისმიერი სხვა მეზობელი ქვეყნის მოქალაქე... რა თქმა უნდა, ეს არ არის აფიშირებული პროცესი. ჩვენ შევაკავეთ უამრავი პირი, მათ შორის დესტრუქციულად განწყობილი პირები, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ რუსეთის მოქალაქეებს... ჩვენ გავანეიტრალეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც რუსული ფარული რბილი ძალის საფარქვეშ უნდა განხორციელებულიყო ქვეყანაში, მათ შორის არ შემოვუშვით ორგანიზატორები", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ტერორიზმია:

"ისლამური სახელმწიფო დღეს არ არის საუკეთესო ფორმაში, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, ვინაიდან ნებისმიერი არეულობა და დესტაბილიზაცია, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, კარგად არ იმოქმედებს სირიაში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე. დიდი ვარაუდით, თურქეთის ბანაკებში უზარმაზარი რაოდენობა ყოფილი მებრძოლებისა და მათი ოჯახის წევრებისა. ძალიან რთულია ივარაუდო ვინ რას მოიმოქმედებს იმ ბანაკიდან გასულები. ამიტომ ჩვენ ვისურვებდით რომ ეს ბანაკები უფრო მეტი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

"სისტემაში დასაქმებული დაახლოებით 4000-მდე ადამიანი, დღისა და ღამის განმავლობაში ვცდილობთ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისთვის... მაქსიმალურად ვცდილობთ შორს ვიყოთ პოლიტიკური პროცესებისგან", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.