imedi /  18 ოქტომბერი 2019, 13:58 / სანდო წყარო

პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ

ირაკლი მირცხულავა

ირაკლი მირცხულავა

მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა. მირცხულავამ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს კონფერენციისგან და გახდება საპროკურორო საბჭოს წევრი.

„53-მა თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი, რომ მე წარმომედგინა მათი ინტერესები საპროკურორო საბჭოში. ბუნებრივია, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომელიც ამავდროულად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ვთვლი, რომ ჩემი ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია, ჩემი განვლილი გზა პროკურატურაში მაძლევს იმის უფლებას, რომ ღირსეულად წარმოვაჩინო პროკურატურის თითოეული თანამშრომელი, ვიყო მათი ინტერესების დამცველი, მაქსიმალურად ვეცადო მათი ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებას და ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და მისი ეფექტიანობის ზრდაში. იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამის მხარდაჭერას მივიღებ კონფერენციისგან და გავხდები საპროკურორო საბჭოს წევრი“, - აღნიშნა ირაკლი მირცხულავამ.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჰყავს გენერალური პროკურორი. 

„საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთ ფუნქცია გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაა პარლამენტში წარსადგენად. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრავს 6 წელს, საპროკურორო საბჭოს წევრები კი აირჩევიან 4 წლის ვადით, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჰყავს გენერალური პროკურორი. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ალბათ, სწორი იქნება თუ დაველოდებით ამ პროცედურების დასრულებას და შემდგომში უკვე არჩეული საბჭო იმსჯელებს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე“, - განაცხადა ირაკლი მირცხულავამ.

საპროკურორო საბჭოს კიდევ ერთი კანდიდატის ამირან გულუაშვილის განცხადებით, ის თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის პრობლემატიკას საქართველოს გენერალურ პროკურორამდე მიიტანს.

„ჩემი მოტივაცია გახლავთ ის, რომ, პირველ რიგში, ვიყო თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში, მივიტანო თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის პრობლემატიკა საქართველოს გენერალურ პროკურორამდე და დავსვა ეს საკითხები. გამოწვევა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე შეიძლება ძალიან ბევრი საუბარი, მათ შორის, ძირითადი მიმართულებები პრიორიტეტებად რომ დავყოთ, ამ შემთხვევაში, პროკურორების რანგირების საკითხი, შეფასების სისტემის შემოღება და სხვა მრავალი საკითხი, რაზეც შეიძლება საუბარი საპროკურორო საბჭოში. საქართველოს ჰყავს არჩეული გენერალური პროკურორი, შესაბამისად, ჯერ ამ საკითხზე საუბარი აბსოლუტურად ​არარელევანტურად მიმაჩნია. ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში სრულად არის გაწერილი, ზოგადად ვის აქვს გენერალური პროკურორის წარმოდგენის შესაძლებლობა და უფლებამოსილება და როდესაც ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები არჩეული, მაშინ ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. 

პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ყველა წარმოდგენილი კანდიდატი არის ღირსეული და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საპროკურორო საბჭოს წევრობას ყველა ღირსეულად გასწევს.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ტარდება პროკურორთა კონფერენცია, უნდა ავირჩიოთ საპროკურორო საბჭოს 6 წევრი და წარმოდგენილია 12 კანდიდატი. მე მიმაჩნია, რომ ყველა ეს კანდიდატი არის ღირსეული კანდიდატი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანმა არჩევანი გავაკეთეთ 6-6 კანდიდატზე, და ვთვლი, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საპროკურორო საბჭოს წევრობას ყველა ღირსეულად გასწევს. ვერ გეტყვით, ვინ არის ჩემი ფავორიტი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა კანდიდატი არის ღირსეული“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.

ყველა სიახლე

თაკო ჩარკვიანი

28 აგვისტო 2026, 22:46

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.

ეთერ ლიპარტელიანი

28 აგვისტო 2026, 22:37

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.

28 აგვისტო 2026, 22:32

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.