Imedi /  23 ოქტომბერი 2019, 15:21 / სანდო წყარო

ზუგდიდში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ვოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ოპელის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ გამყრელიძე

01 აპრილი 2020, 10:21

COVID19

ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა

მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა.

01 აპრილი 2020, 10:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა

კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 10:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 860 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

01 აპრილი 2020, 10:07

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ახალციხესთან იყო, სიმძლავრემ კი 3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:48 საათზე დაფიქსირდა.

01 აპრილი 2020, 09:53

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტია. 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ აქვთ სუნთქვის უკმარისობა და საჭიროებენ ბოქსიგენურ თერაპიას. , - ამის შესახებ ტელეკომოანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმაა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

01 აპრილი 2020, 09:38

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი, კრიტიკულ მდგომარეობაშია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს შორის 19 კორონავირუსი დაუდასტურდა და მათი მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება, ამ კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილ ორ ქალს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

01 აპრილი 2020, 09:26

სამართალი

შსს: საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა

ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა პოლიიცის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ.

01 აპრილი 2020, 09:16

COVID19

საყოველთაო კარანტინის რეჟიმში საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელებთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოქმედებს

საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდი ქალაქის შესასვლელთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოქმედებს. გამკაცრებულია ზომები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

01 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის ინფექციურ კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული რვა პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 76 წლის კაცს ორმხრივი პნევმონია და გულის დაავადება აქვს, ის რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზეა.

01 აპრილი 2020, 08:55

COVID19

კახეთის საკარანტინო ზონიდან ორი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს

კახეთის საკარანტინო ზონიდან ორი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შუახნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტემპერატურით და საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს.

01 აპრილი 2020, 08:45

ეკონომიკა

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩქაროსნული ავტო-მაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, ხაშურს 13 კილომეტრიანი ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

01 აპრილი 2020, 08:40

საზოგადოება

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18-წლამდე მოზარდები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18- წლამდე ასაკის მოზარდები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

01 აპრილი 2020, 08:30

COVID19

ბოლო 24 საათში StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა

ბოლო 24 საათში, „სტოპ კოვ ფონდში“ ჩარიცხული თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა. ფონდში უკვე 19 მილიონ 935 ათასი ლარია ჩარიცხული. ფონდი COVID19-ის წინააღმდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

01 აპრილი 2020, 08:20

COVID19

დღეს ბულგარეთიდან სამშობლოში სპეციალური ავიარეისით საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად, დღეს ბულგარეთიდან სპეციალური რეისი შესრულდება. ქალაქ ბურგასიდან, საქართველოში ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარი ავტომანქანებით გამომგზავრების უფლება არ მისცა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 -წუთზე დაეშვება.

01 აპრილი 2020, 08:12

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან წალენჯიხის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანეს

წალენჯიხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთის ფახულანი-საბერიოს ეგრეთ წოდებული საზღვრიდან, კიდევ ერთ პაციენტი გადაიყვანეს. „ქრონიკის “ინფორმაციით, შუახნის ქალს მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნება. ის ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიის გამყიდველია.

01 აპრილი 2020, 08:05

COVID19

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსულები თერმოსკრინინგს გაივლიან. ექიმები შემოწმების შემდეგ განსაზღვრავენ, მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ, თუ სამედიცინო დაწესებულებაში.

01 აპრილი 2020, 04:14

COVID19

დონალდ ტრამპი: რომ არა მკაცრი ზომები, აშშ-ში კორონავირუსით დაახლოებით 2.2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა

რომ არა მკაცრი ზომები, აშშ-ში კორონავირუსით დაახლოებით 2.2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ენტონი ფაუჩი

01 აპრილი 2020, 03:34

COVID19

ენტონი ფაუჩი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა 100 ათასს მიაღწიოს, - განაცხადა ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 02:58

COVID19

დონალდ ტრამპი ამერიკელებს: მომდევნო ორი კვირა ძალიან რთული და მტკივნეული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ მომდევნო ორი კვირა ყველაზე რთული და მტკივნეული იქნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორანგუტანგი წავები

01 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ბელგიის ზოოპარკში ორანგუტანგები და წავები დამეგობრდნენ. ფოტო

ზოოპარკ Pairi Daiza-ში ცხოველები ერთად ცხოვრობენ. ეს პროგრამა იმისთვის შეიქმნა, რომ დატყვევებულმა პრიმატებმა თავი კარგად იგრძნონ. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მათ მუდმივი გართობა და საქმიანობა სჭირდებათ, რადგან ამას დადებითი გავლენა აქვს მათ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.