Imedi /  01 ნოემბერი 2019, 12:00 / სანდო წყარო

გიორგი ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გიორგი ონიანი

გიორგი ონიანი

ადვოკატი გიორგი ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ონიანს სასჯელის მოხდის ვადა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს უსრულდება.

„შესაბამისად, ამოწურა თავისუფლების აღკვეთის სახით მისჯილი სასჯელი, გიორგი ონიანი პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს“, მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს გათავისუფლდა საპატიმროდან. ონიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“, - წერია უწყების ინფორმაციაში. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით, პროკურორსა და მსჯავრდებულ გიორგი ონიანს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილება შევიდა და გიორგი ონიანს საბოლოოდ სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიორგი ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და იმავე დღეს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ონიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე  მუხლის მესამე ნაწილით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ყველა სიახლე

30 მარტი 2020, 09:18

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

სამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, რეგიონის შესასვლელებში კი, ბლოკ -პოსტები განთავსდა. საპოლიციო ძალები მკაცრად აკონტროლებენ სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია. ცნობილია ასევე, რომ გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი.

30 მარტი 2020, 09:11

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულ 15 პაციენტს მკურნალობენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს. მათ შორისაა ორსული პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, იქ კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტია მოთავსებულ, კლინიკაში კიდევ ხუთი ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

30 მარტი 2020, 08:48

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვერაგი ინფექციის საფრთხეებსა და მასშტაბზე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დონალდ ტრამპმა შინ დარჩენის რეჟიმი აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოქალაქეები გარეთ გამოსვლისგან, ქვეყნის მასშტაბით, თავს 30 აპრილამდე შეიკავებენ, რაც გავრცელების მასშტაბის შეფერხებისთვის უმნიშვნელოვანესია.

30 მარტი 2020, 08:36

COVID19

რუსეთი კორონავირუსის პრევენციისთვის შავი ზღვის სანაპიროზე კურორტებს ხურავს

მოსკოვში საგანგებო მდგომარეობა დღეიდან გამოაცხადეს. დროებით გაუქმდა ყველა საერთაშორისო ავიარეისი, ჩაიკეტა საზღვრები და ეს კვირა არასამუშაოდ გამოცხადდა. დედაქალაქის მოსახლეობას გარეთ გასვლა მხოლოდ სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, შინაური ცხოველების გასასეირნებლად და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად შეუძლიათ. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 9 პაციენტი.

30 მარტი 2020, 08:25

საზოგადოება

დღეიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებელებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

30 მარტი 2020, 08:14

COVID19

დღეიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი „ტელესკოლა“ იწყება

დღეიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ტელესკოლა“ იწყება. პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

30 მარტი 2020, 07:59

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს მიაღწია

ინფიცირებულთაგან უკვე 151 766 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ ინიცირებულთა რიცხვი, 722 000 აჭარბებს. ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, უკვე გავრცელების თავდაპირველ კერას, ჩინეთსაც კი გაუსწრო 142 ათასზე მეტი შემთხვევით.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2020, 00:52

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპი აშშ-ში ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაფინანსებას არ აპირებს

„დედოფლისა და გაერთიანებული სამეფოს დიდი მეგობარი და თაყვანისმცემელი ვარ. ცნობილი იყო, რომ ჰარი და მეგანი, რომლებმაც სამეფო დატოვეს კანადაში იცხოვრებდნენ. ახლა მათ კანადა დატოვეს და აშშ-ში ჩამოვიდნენ. მაგრამ აშშ მათი დაცვის ხარჯებს არ გადაიხდის. მათ უნდა გადაიხადონ“! - დაწერა ტრამპმა.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 00:42

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში კორონავირუსის სიმპტომების მქონე ქალი გადმოიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. ის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული.

30 მარტი 2020, 00:39

COVID19

აშშ-ში კარანტინში მყოფებისთვის გაცნობის აპლიკაცია გამოუშვეს

ყოველდღე, საღამოს 6 საათზე აპლიკაცია მომხმარებლებს ეკითხება დაიბანეს თუ არა მათ ხელები. თუ პასუხი დადებითია, მათ ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სხვა მომხმარებლებთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. შეტყობინების გაცვლიდან 15 წუთში კი მომხმარებლებს ვიდეოჩატის ფორმატში შეუძლიათ ურთიერთობის გაგრძლება.

ტაილანდის მეფე

30 მარტი 2020, 00:20

COVID19

ტაილანდის მეფე თვითიზოლაციას გერმანიის ერთ-ერთი უძვირეს სასტუმროში, 20 ქალთან ერთად გადის

მეფე რამა მე-10 ბავარიის Grand Hotel Sonnenbichl-ში დასახლდა. 67 წლის მონარქმა სასტუმრო მთლიანად იქირავა. მასთან ერთად მისი ცოლიც არის, სამეფო კარის 119 წარმომადგენელი კი ტაილანდში დაბრუნდა, რადგან ეჭვობდნენ, რომ Covid 19 აქვთ.

30 მარტი 2020, 00:01

სპორტი

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ინგლისის პრემიერ ლიგა სავარაუდოდ ივლისში განახლდება

ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო მარტის დასაწყისში შეწყდა. ამ დროისთვის 29-ე ტურის შემდეგ გათამაშების სატურნირო ცხრილში 82 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს.

ნარენდრა მოდი

29 მარტი 2020, 23:47

COVID19

ინდოეთის პრემიერი მოსახლეობას კარანტინის დაწესების გამო პატიებას სთხოვს

„როცა ჩემს ღარიბ ძმებს და დებს ვუყურებ, ვხვდები რასაც უნდა ფიქრობდნენ: როგორ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაგვაგდო? პატიებას მათ განსაკუთრებით ვთხოვ, მაგრამ ვირუსის შეჩერების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა მოდიმ.

29 მარტი 2020, 23:34

რეგიონი

რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით აქტიურად მიმდინარეობს

სამუშაოები დაწყებულია საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახვნა აქტიურ ფაზაშია. გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს მუნიციპალიტეტში, მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაც განხორციელდა, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 23:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მსოფლიოში ხარისხიანი სწრაფი ტესტები არ მოიპოვება

„გაცილებით მეტი ფული გამოიყება თუნდაც ეკიპირებაზე. ტყუილად ჰგონია ვიღაცას რომ სახელმწიფომ ფული დაზოგა ან არ მოინდომა. მთავრი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოში არ მოიპოვება ხარისხიანი სწრაფი ტესტები. ნუ იტყუებთ თავს. მე პირადად, ჩემი საავადმყოფო, მიუხედავად იმისა რომ არ მევალება, დავინტერესდით და 5 სწრაფი ტესტი შემოვიტანეთ გასასინჯად. ზოგი ვიყიდეთ. არც ერთმა არ გაამართლა. 30% აქვს ყველას მგრძნობელობა. 30%-იანი მგრძნობელობიანი ტესტი რომ გქონდეს, ჯობია სულ არ გქონდეს, იმიტომ რომ ის შეცდომაში შეგიყვანს“, - განმარტა ცერცვაძე.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

29 მარტი 2020, 23:08

COVID19

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში 1 ახალი პაციენტი მიიღეს, რომელსაც უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი. კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტია მოთავსებული. ისინი კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიანდა აგრძელებენ მკურნალობას.

გიორგი მაკარიძე

29 მარტი 2020, 23:06

ეკონომიკა

გიორგი მაკარიძე: ბარათი, რომელზეც პენსია არის ჩარიცხული არის გადახდის საშუალება

„ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ ბარათი, რომელზეც პენსია არის ჩარიცხული არის გადახდის საშუალება. თანხის გამოტანა განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით არ არის საჭირო. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროექტების სააფთიაქო ქსელებთან „ფარმადეპოსთან“, „პსპ“-სთან, ასევე სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორასთან“, სადაც გარდა იმისა რომ უბრალოდ ბარათით შესაძლებელია ყიდვა, ამ ბარათით ყიდვას მოჰყვება სხვადასხვა პრივილეგიები, ფასდაკლებები და ა.შ. ამიტომ, მინდა გავაგებინო ჩვენს უფროს თაობას და დავიხმარო ახალგაზრდები, რომ ყველამ ერთად ავუხსნათ - ბარათით ყიდვა ბევრად უკეთესი არის და ნაღდ ფულთან შეხება დავიყვანოთ მინიმუმამდე“, - განაცხადა მაკარიძე.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 22:47

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ბრალდებაზე, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა ორჯერ მეტია: ეს არის კლასიკური დემაგოგია!

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომ საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ორჯერ მეტია და ამას მალავენ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „იმედი კვირაში“ ეხმაურება. „ეს არის კლასიკური დემაგოგია. არ შეიძლება კარგზე ცუდი თქვა. მთელ მსოფლიოში, რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე დარეგისტერირებულია, თუ ამას გულისხმობდა ავტორი, მაშინ მართალია, რადგან ზოგადად მთელ მსოფლიოში ყველა ვერ დიაგნოსტირდება, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ენტონი ფაუჩი

29 მარტი 2020, 22:37

COVID19

ენტონი ფაუჩის პროგნოზით აშშ-ში კორონავირუსით 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება

„დღევანდელი ვითარებიდან გამომდივარე, ვფიქრობ, გვექნება 100-დან 200 ათასამდე ლეტალური შემთხვევა. კორონავირუსით სავარაუდოდ მილიონობით ადამიანი ინფიცირდება,“-აღნიშნა ფაუჩიმ.

ნუცა ბუზალაძე

29 მარტი 2020, 22:29

კულტურა

ნუცა ბუზალაძემ რუსული ვოკალური შოუს ფინალში იმღერა. ვიდეო

ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ რუსული ვოკალური შოუს „Ну-ка все вместе“ ფინალში იმღერა. პირველ ეტაპზე მან ჯგუფ Radiohead-ის ცნობილი სიმღერა Creep შეასრულა, რითაც ჟიურის ასივე წევრის მოწონება დაიმსახურა.