imedi /  09 მაისი 2017, 14:47 / სანდო წყარო

აზარტული თამაშის მოყვარულებს შემოსავლების სამსახური აღრიცხავს

2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რეგისტრირებულად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელსაც შემოსავლების სამსახური აღრიცხავს. შემოსავლების სამსახური მოთამაშეთა რეესტრსაც გაუწევს კოორდინირებას. ონლაინ კაზინოებში თამაშის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ, როგორც ელექტრონულად, ისე - შემოსავლების სამსახურში გამოცხადებით.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ, ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეებისთვის ახალ რეგულაციებზე რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდა. ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადებულია.

ყველა სიახლე

აშშ-ის საელჩო თბილისში

22 სექტემბერი 2021, 20:52

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში, - ამის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს.

22 სექტემბერი 2021, 20:50

მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონები გადააგდონ და თავი შეიკავონ მათი შეძენისგან

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონები გადააგდონ და თავი შეიკავონ მათი შეძენისგან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 20:25

მსოფლიო

ისრაელის საგარეო უწყება: ირანელი აიათოლების რეჟიმი აშკარა და უშუალო საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მშვიდობისათვის

ირანელი აიათოლების რეჟიმი აშკარა და უშუალო საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მშვიდობისათვის, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

22 სექტემბერი 2021, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, დადასტურდა ორმხრივი მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.

ირაკლი ღარიბაშვილი
ეგილს ლევიტსი

22 სექტემბერი 2021, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ

ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ლატვიას და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს და საქართველოს მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 20:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 20:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება არა კახა კალაძის, არამედ თბილისის გამარჯვება

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები - განაცხადა გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფლორანს პარლი

22 სექტემბერი 2021, 19:57

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: დღეს ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგის არარსებობას ცხადყოფს.

22 სექტემბერი 2021, 19:44

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 19:41

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

22 სექტემბერი 2021, 19:38

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ამბროლაურში შეხვედრით დასრულდა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებთან.

22 სექტემბერი 2021, 19:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ხელოვნების სასახლისთვის ისტორიული შენობა შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუზეუმის - საქართველოს ხელოვნების სასახლის განვითარების მიზნით, 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა შეიძინა.

22 სექტემბერი 2021, 19:23

რეგიონი

აჭარაში დამეწყრილი გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2021, 19:05

მსოფლიო

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

22 სექტემბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მეათე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მე-10 მინისტერიალზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, კოალიციის რუმინეთის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 18:58

სამართალი

შსს კაფე-ბარებში გამოვლენილი თაღლითური სქემების საქმეზე მოპოვებულ აუდიო და ვიდეომასალას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. უწყებამ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული აუდიო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2021, 18:49

რეგიონი

ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

გიორგი პერტაია
ფაიგ გულიევი

22 სექტემბერი 2021, 18:42

ეკონომიკა

გიორგი პერტაიამ და აზერბაიჯანის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების კუთხით ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ჩატარების აუცილებლობაზე.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:33

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დებატებში კახა კალაძის უპირატესობაზე: ეს იყო გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში

მერობის კანდიდატების დებატებმა ყველაფერი ძალიან მარტივად აჩვენა. კახა კალაძე საუბრობდა კონკრეტულად, დანარჩენებს, რომც ჰქონდეთ შანსი გამარჯვების, რას გაუკეთებენ ამ ქალაქს, არ უთქვამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის მზად ამ ქალაქის მერობისთვის, გარდა კახა კალაძისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 18:32

მსოფლიო

საფრანგეთი უარყოფს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მანდატზე უარის თქმას აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობაზე უარის თქმას აპირებს.