imedi /  10 დეკემბერი 2019, 15:57 / სანდო წყარო

გარიგებულ მატჩებზე ბრალდებული ორი ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ დაუშვილი და ირაკლი ხუჭუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ხუჭუამ და დაუშვილმა ჩვენება მისცეს და საკუთარი დანაშაული აღიარეს.

პროცესის ბოლოს კი მათმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, აღკვეთი ღონისძიებად არსებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დააკმაყოფილა. ამ დროისთვის პატიმრობაში მხოლოდ ერთი ბრალდებული ვახტანგ ჯაყელი რჩება. მომდევნო სასამართლო სხდომა კი 23 დეკემბერს, 13:00 საათზე დაიწყება.

22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულების მიმართ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ოთხ მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, დანარჩენ შვიდს კი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობა, რომ გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიისა“და საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავეს 19-20 მაისს გავრცელდა.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2020, 11:36

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემოქმედებით-ლიტერატურული კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“ ცხადდება

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №2 სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორს შეხვდა, მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის ჟურნალ „იალქნის“ საიუბილეო ნომრები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მაიკლ ჯორდანი

01 ივნისი 2020, 11:33

მსოფლიო

მაიკლ ჯორდანი: ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ

NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველა ადამიანის ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გმობს რასიზმს და ძალადობას ფერადკანიანებზე. უკვე საკმარისია! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს კანონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“, - წერს ლეგენდარული კალათბურთელი Twitter-ის გვერდზე. მასშტაბური საპროტესტო აქციები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პოლიციელმა ის აკრძალული ილეთის გამოყენებით გაგუდა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ივნისი 2020, 11:23

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ დაინფიცირდა მიმტანისგან, რომელსაც ხელთათმანი არ ეკეთა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით, სავარაუდოდ, მიმტანისგან დაინფიცირდა, რომელმაც მას მთავრობის სხდომის დროს წყალი მიუტანა. ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ხრისტო იავშევი

01 ივნისი 2020, 11:22

კულტურა

მხატვარი ხრისტო იავაშევი გარდაიცვალა

ამერიკელი მხატვარი და მოქანდაკე ხრისტო იავაშევი 84 წლისა გარდაიცვალა. ქრისტოს სახელით ცნობილი ხელოვანი წარმოშობით ბულგარელი იყო. იავაშევი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მან პოპულარობა ცოლთან, ჟანა-კლოდ დე გიიებონთან ერთად მოიპოვა. ისინი ქმნიდნენ როგორც არქიტექტურის ძეგლებს, ასევე არტ-ინსტალაციებს.

სასამართლო

01 ივნისი 2020, 11:10

სამართალი

გიორგი რურუას საქმეზე დღეს ორი ექსპერტ-კრიმინალისტი და ერთი გამომძიებელი დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ორი ექსპერტ-კრიმინალისტი და ერთი გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი, რომელმაც საკანში ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუში აიღო.

დავით შერაზადიშვილი

01 ივნისი 2020, 11:07

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პატარების განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, არაერთ სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ.

01 ივნისი 2020, 11:04

საზოგადოება

გვენატრებოდით - წარწერა სავაჭრო ცენტრის შესასვლელში

72-დღიანი ლოდინის შემდეგ დღეიდან ყველა ტიპის მაღაზია, სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნა. „მართლაც ძალიან მოგვენატრეთ და გვიხარია, რომ გხედავთ დილიდან. რაც შეეხება წესებს, „ისთ ფოინთის“ შემთხვევაში ნიღბის გაკეთება დახურულ სივრცეში მოგიწევთ. დანარჩენ ტერიტორიაზე შეგიძლიათ ნიღბის გარეშე იაროთ“, - განაცხადა „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეა ლომინაძემ „იმედის დილასთან“ საუბარში. მისივე თქმით, მომხმარებლები, რომელთაც შემოწმებისას სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი დუფიქსირდებათ, სავაჭრო ცენტრში არ დაიშვებიან. ცენტრის წარმომადგენლები კი ასეთ შემთხვევაზე 112-ს დაუკავშირდებიან.

სიუზან რაისი

01 ივნისი 2020, 11:03

მსოფლიო

სიუზან რაისი: აშშ-ში განვითარებული არეულობა რუსული კონსპექტებიდან არის გადმოწერილი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა, სიუზან რაისმა განაცხადა, რომ აშშ-ში განვითარებული არეულობა შესაძლოა გარედან იყოს ორგანიზებული რუსული კონსპექტების მიხედვით. ამის შესახებ სიუზან რაისმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

01 ივნისი 2020, 11:02

თემა

რა არის კავასაკის დაავადება და იწვევს თუ არა ახალი კორონავირუსის გართულება ამ დაავადებას?

აპრილის ბოლოს, რომის პაპის, იოანე XXIII-ის ჰოსპიტლის (ბოლონია) სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ბავშვებში კავასაკის დაავადების სიმპტომები უჩვეულოდ მაღალი იყო. ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში იტალიაში ახალი კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიამ იფეთქა. მცირეწლოვან ბავშვებში გავრცელებული სისხლძარღვების ამ იშვიათი დაავადებისა და COVID-19- ის ეპიდემიის კავშირის ალბათობა სავსებით ლოგიკური იყო, მითუმეტეს, რომ გამოკვლეული პაციენტების უმრავლესობამ ვირუსის გენეტიკურ მასალაზე ჩატარებულ ტესტში უარყოფითი შედეგი აჩვენა. ასეა თუ ისე, იმის გამო, რომ დაავადების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი ზუსტად იმ დროს დაფიქსირდა, როდესაც COVID-19 ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ რეგიონში პიკს მიაღწია, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ახალ კორონავირუსულ ინფექციას სავარაუდოდ, შეუძლია კავასაკის დაავადების პროვოცირება იმ ბავშვებში, რომლებიც ამისკენ მიდრეკილი არიან. მოგვიანებით მსგავსი დაკვირვებები ბრიტანელმა, ესპანელმა, პორტუგალიელმა და ამერიკელმა პედიატრებმაც გამოაქვეყნეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საუბარი იყო კავასაკის დაავადების სიმპტომების მქონე 15 ბავშვზე, რომლებიც 17 აპრილიდან 1-ელ მაისამდე ნიუ იორკის საავადმყოფოებში მოხვდნენ. ექიმების პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ პრობლემას ყურადღება ჯერ კიდევ 28 აპრილს მიაქცია, მაგრამ რეალური სტატისტიკის შესახებ პირველი სანდო დეტალები მხოლოდ 4 მაისს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიულეტენიდან გახდა ცნობილი. იტალიის მსგავსად ნიუ-იორკშიც კავასაკის დაავადების სიმპტომების მქონე ბავშვების უმეტესობამ PCR ტესტზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა (15-დან 11 ბავშვი), თუმცა ამასთან ერთად ზოგი მათგანის შემთხვევაში ანტისხეულების ტესტი დადებითი იყო. კავასაკის დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაცია ბოლო დრომდე ძალიან მწირი იყო. არსებული მასალები მხოლოდ მედიაში პედიატრების პირადი მოსაზრებებითა და სამედიცინო განყოფილებების ხელმძღვანელების ინდივიდუალური განცხადებებით შემოიფარგლებოდა. მხოლოდ 13 მაისს სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში დაიბეჭდა პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელშიც ბერგამოს იტალიელი ექიმები დაავადების კლინიკურ სურათსა და მისი გავრცელების სხვა დეტალებს აღწერენ. მეორე დღეს, MedRxive-ის პრეპრინტების არქივში გამოჩნდა კიდევ ერთი (ჯერჯერობით რეცენზირება ვერ გაიარა) პუბლიკაცია, რომელიც ფრანგ ავტორებს ეკუთვნით. ამ ნაშრომში აღწერილია ანალოგიური აფეთქება, ოღონდ ამჯერად პარიზში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. ამ პერიოდში საფრანგეთის დედაქალაქის საავადმყოფოებში მოხვდა 17 ბავშვი, რომლებსაც კავასაკის დაავადების მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ.

ინდოეთი

01 ივნისი 2020, 11:00

COVID19

ინდოეთში დღე-ღამეში ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 8 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. წინა რეკორდული მაჩვენებელი ქვეყანაში გუშინ დაფიქსირდა, როდესაც 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 8 380 ადამიანს დაუდასტურდა.

მარინა ეზუგბაია

01 ივნისი 2020, 10:50

COVID19

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე - მარინა ეზუგბაიას განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას აზრით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე.

01 ივნისი 2020, 10:46

COVID19

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალლი შემთხვევა დადასტურდა. როგორც Deutsche Welle წერს, თითქმის 3 კვირის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთავრობის განცხადებით, ახალი შემთხვევები საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.

არჩილ ჯაფარიძე

01 ივნისი 2020, 10:46

საზოგადოება

არჩილ ჯაფარიძემ რეგიონის პედაგოგებთან და საჯარო სკოლების დირექტორებთან დისტანციური შეხვედრა გამართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ რეგიონის პედაგოგებთან და საჯარო სკოლების დირექტორებთან დისტანციური შეხვედრა გამართა. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას, ხვანჭკარის,ნიკორწმინდის, ღების, ზუბის, ონის, ლენტეხის, რხმელურისა და ლასურიაშის სკოლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

01 ივნისი 2020, 10:41

მსოფლიო

აშშ-ში 103 წლის ქალმა კორონავირუსის დამარცხება ცივი ლუდით აღნიშნა

მასაჩუსეტსში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულმა 103 წლის ქალმა ვირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯენი სტენას კორონავირუსის დიაგნოზი აპრილში დაუსვეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 8 მაისს 103 წლის ჯენი სტენასთვის ჩატარებული ტესტის პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა.

მარინა ეზუგბაია

01 ივნისი 2020, 10:38

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება

11 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 3 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ახალი წყარო ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

01 ივნისი 2020, 10:37

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საბურთალოს კლასტერს ეკუთვნის

დღეს დილით 43 პაციენტია ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში, 29 პირს დადასტურებული აქვს კორონავირუსი და მათგან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო 4 ბოლნისის კლასტერიდან.

01 ივნისი 2020, 10:29

მსოფლიო

ნიუ-იორკში საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის შვილი დააკავეს

ნიუ-იორკში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის, ბილ დე ბლაზიოს შვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 ივნისი 2020, 10:29

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტების ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, კულტურისა და სპორტის ობიექტებს, უმჯობესდება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

01 ივნისი 2020, 10:21

მსოფლიო

მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება

მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსახლეობას დღეიდან გარეთ სასეირნოდ გასვლის ნებას დართავენ, თუმცა პირბადეების გამოყენება სავალდებული იქნება. გარდა ამისა, დღეიდან დედაქალაქში იხსნება მაღაზიები და ავტოსალონები, თუმცა სოციალური დისტანციისა და დეზინფექციის რეჟიმის მკაცრი დაცვით. როგორც მომხმარებელმა, ასევე პერსონალმა პირბადეები და ხელთათმანები უნდა გამოიყენოს.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ივნისი 2020, 10:19

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. არანაირი სიმპტომები არ მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი, ტესტის გაკეთება გადავწყვიტე. დადებითი პასუხი აქვს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. როგორც ჩანს, ისინი ჩემგან დაინფიცირდნენ“,- განაცხადა ფაშინიანმა.