imedi /  12 დეკემბერი 2019, 12:41 / სანდო წყარო

ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ავღანეთი

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქართველი მშვიდობისმყოფელები პერიმეტრის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. მათი ნაწილი კოშკურებიდან უზრუნველყოფდა ბაზის დაცვას, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა. მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზანი ბოლომდე ვერ განახორციელა. 

კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია. ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

საქართველოს თავდაცვის ძალების  მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს.

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 10:29

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 360,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID-19-მა 4,120 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 24 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. მედიის ცნობით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 362,727 შემთხვევა დაფიქსირდა. ინდოეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. სულ გარდაცვლილია 258,317 ათასი ადამიანი.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 10:22

COVID19

რომელი ვაქცინით აიცრა ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტოები ჯანმოს დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინით აიცრა.

13 მაისი 2021, 10:08

რეგიონი

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. დღესასწაული 30-დღიანი მარხვის შემდეგ დგება.

13 მაისი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,565,704 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,658 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ლაშა ჟვანია

13 მაისი 2021, 09:59

მსოფლიო

ლაშა ჟვანია: ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის

„დღეს არის 3 რეისი. ერთი ახლა სრულდება. სხვათა შორის, ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილია ჩამომსვლელი თვითმფრინავებისთვის, წუხელ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გასაფრენი თვითმფრინავებისთვის არ არის დაკეტილი. საშუალება აქვთ ადამიანებს, რომ შეიძინონ ბილეთები და გამოემგზავრონ. ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის. მძიმე მდგომარეობა კი არის, მაგრამ არ არის იმდენად კატასტროფული და შეუქცევადი, რომ ისრაელმა მიიღოს გადაწყვეტილება განახორციელოს ევაკუაცია“, - განაცხადა ჟვანიამ.

13 მაისი 2021, 09:30

საზოგადოება

თელ-ავივიდან თბილისში გეგმური ავიარეისი შესრულდა

როგორც მგზავრები ჰყვებიან, გამოფრენამდე რაკეტსაწინააღმდეგო გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო, რის გამოც რეისი ნახევარი საათით შეაყოვნეს. თვითმფრინავი ღამის პირველ საათზე უსაფრთხოდ ჩამოფრინდა დანიშნულების ადგილზე. ისრაელიდან ჩამოსული მგზავრები ჟურნალისტებს იქ არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

რან გიდორი

13 მაისი 2021, 09:18

პოლიტიკა

ისრაელის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადლიერები ვართ ამ რთული კრიზისის დროს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის“, - წერს გიდორი.

ჯუანშერ ბურჭულაძე

13 მაისი 2021, 09:03

თავდაცვა

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საუბარი იქნება თავდაცვის უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

პარლამენტი

13 მაისი 2021, 08:45

პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

13 მაისი 2021, 08:35

საზოგადოება

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სკოლა ბავშვი პირბადე

13 მაისი 2021, 08:25

საზოგადოება

საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში დღეიდან განახლდა

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი თბილისი

13 მაისი 2021, 08:16

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.

13 მაისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

13 მაისი 2021, 01:03

ტაბლოიდი

კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს. თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.

13 მაისი 2021, 00:46

მსოფლიო

ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

13 მაისი 2021, 00:41

საზოგადოება

როდის დასრუდება დედაენის ბაღის რეაბილიტაცია

დედა-ენის ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მთელი ტერიტორია - ყველაფერი შეიცვალა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:29

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება

წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება

13 მაისი 2021, 00:26

მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.