imedi /  15 დეკემბერი 2019, 19:29 / სანდო წყარო

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია საგამოძიებო უწყებაში 16 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მან პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვა.

როგორც "იმედინიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, საქმე უშიშროების საბჭოს პერიოდში მუშაობას შეეხება. 

"გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. 

გიგა ბოკერიას თქმით, ის ხვალ 15:00 საათზეა დაბარებული გენპროკურატურაში, თუმცა მისვლას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარდგება. საქმე უშიშროების საბჭოს საქმიანობას ეხება, რომელზეც გამოძიება 2014 წელს დაიწყო. გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ ის სახსრების არამიზნობრივი ხანჯვის საქმეზე დაიბარა და არ გამორიცხავს, რომ შეიძლება დააკავონ. ამ საქმესთან დაკავშირებით გიგა ბოკერია მოწმის სახით მეორედ დაიკითხება. 

გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი 2010 წლის ნოემბრიდან იყო. მან ეს თანამდებობა 2013 წლის 15 ნოემბერს დატოვა. 

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 10:58

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4056-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 77343-მა მოქალაქემ გაიარა.

13 მაისი 2021, 10:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264 გარდაიცვალა 4 379 პაციენტი.

13 მაისი 2021, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264 გარდაიცვალა 4 379 პაციენტი.

13 მაისი 2021, 10:49

თავდაცვა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობს

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სწავლებაში მონაწილეობენ. მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

13 მაისი 2021, 10:43

ეკონომიკა

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდეს აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე შეძენილი ბიტკოინების გაყიდვას აპირებს.

13 მაისი 2021, 10:29

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 360,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID-19-მა 4,120 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 24 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. მედიის ცნობით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 362,727 შემთხვევა დაფიქსირდა. ინდოეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. სულ გარდაცვლილია 258,317 ათასი ადამიანი.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 10:22

COVID19

რომელი ვაქცინით აიცრა ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტოები ჯანმოს დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინით აიცრა.

13 მაისი 2021, 10:08

რეგიონი

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. დღესასწაული 30-დღიანი მარხვის შემდეგ დგება.

13 მაისი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,565,704 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,658 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ლაშა ჟვანია

13 მაისი 2021, 09:59

მსოფლიო

ლაშა ჟვანია: ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის

„დღეს არის 3 რეისი. ერთი ახლა სრულდება. სხვათა შორის, ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილია ჩამომსვლელი თვითმფრინავებისთვის, წუხელ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გასაფრენი თვითმფრინავებისთვის არ არის დაკეტილი. საშუალება აქვთ ადამიანებს, რომ შეიძინონ ბილეთები და გამოემგზავრონ. ევაკუაციის საჭიროება ისრაელში არ არის. მძიმე მდგომარეობა კი არის, მაგრამ არ არის იმდენად კატასტროფული და შეუქცევადი, რომ ისრაელმა მიიღოს გადაწყვეტილება განახორციელოს ევაკუაცია“, - განაცხადა ჟვანიამ.

13 მაისი 2021, 09:30

საზოგადოება

თელ-ავივიდან თბილისში გეგმური ავიარეისი შესრულდა

როგორც მგზავრები ჰყვებიან, გამოფრენამდე რაკეტსაწინააღმდეგო გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო, რის გამოც რეისი ნახევარი საათით შეაყოვნეს. თვითმფრინავი ღამის პირველ საათზე უსაფრთხოდ ჩამოფრინდა დანიშნულების ადგილზე. ისრაელიდან ჩამოსული მგზავრები ჟურნალისტებს იქ არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

რან გიდორი

13 მაისი 2021, 09:18

პოლიტიკა

ისრაელის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადლიერები ვართ ამ რთული კრიზისის დროს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის“, - წერს გიდორი.

ჯუანშერ ბურჭულაძე

13 მაისი 2021, 09:03

თავდაცვა

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საუბარი იქნება თავდაცვის უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

პარლამენტი

13 მაისი 2021, 08:45

პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

13 მაისი 2021, 08:35

საზოგადოება

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სკოლა ბავშვი პირბადე

13 მაისი 2021, 08:25

საზოგადოება

საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში დღეიდან განახლდა

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი თბილისი

13 მაისი 2021, 08:16

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.

13 მაისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.