imedi /  10 იანვარი 2020, 17:20 / სანდო წყარო

ზუგდიდთან სოფელ ოდიშში მიკროავტობუსი ამობრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში. ზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს სავარაუდოდ საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

19 მარტი 2026, 11:50

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს.

დონალდ ტრამპი

19 მარტი 2026, 11:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ მიმდინარეობდა BBC-ის წინააღმდეგ მისი სასამართლო პროცესი.

მატარებელი

19 მარტი 2026, 11:30

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს დაამატებს. განრიგი დეტალურად

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საჰიბა გაფაროვა

19 მარტი 2026, 10:48

საზოგადოება

საჰიბა გაფაროვა პაპუაშვილს: ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

ალენ სიმონიანი

19 მარტი 2026, 10:47

პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს

„სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი“, - ნათქვამია წერილში.

19 მარტი 2026, 10:39

მსოფლიო

აშშ-მა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები შეამსუბუქა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

19 მარტი 2026, 10:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 მარტი 2026, 09:39

საზოგადოება

„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“ - პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.

მარტა კოსი

19 მარტი 2026, 09:26

მსოფლიო

POLITICO: ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა ევროკომისარი მარტა კოსი ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის საკითხზე დაკითხონ

ევროკავშირის კონსერვატორებს სურთ ევროკომისარს, მარტა კოსს დაუსვან მწვავე შეკითხვები იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

19 მარტი 2026, 09:22

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ტულსი გაბარდზე: ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს. მისი პოზიცია დასუსტდა

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ ის ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს.

19 მარტი 2026, 09:16

მსოფლიო

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს

“რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს.

დეკანოზი იოანე ხეცურიანი

19 მარტი 2026, 09:06

საზოგადოება

დეკანოზი იოანე ხეცურიანი: პატრიარქმა ახალი ეპოქა შექმნა. მან საქართველოს აჩუქა კეთილი, ღვთის დიდებით აღსავსე მომავალი

სრულიად საქართველო არის დაობლებული, დიდი ტკივილია, - განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა „ქრონიკასთან“.

მარკ რუტე ურსულა ფონ დერ ლაიენი

19 მარტი 2026, 08:57

მსოფლიო

El País-მა ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მარკ რუტე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად მოიხსენია

გავლენიანმა მედიასაშუალებამ El País-მა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კაია კალასი და ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ბრიუსელის ყველაზე ცუდ ლიდერებად დაასახელა.

მეუფე გერასიმე

19 მარტი 2026, 08:51

საზოგადოება

მეუფე გერასიმე: ეს არის ძალიან დიდი ტკივილი არამხოლოდ ჩვენი ეკლესიისთვის, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

ეს არის ძალიან დიდი ტკივილი არამხოლოდ ჩვენი ეკლესიისთვის, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, - განაცხადა დეკანოზმა იოანე ხეცურიამა პატრიარქზე საუბრისას „ქრონიკასთან“.

მეუფე დანიელი

19 მარტი 2026, 08:40

საზოგადოება

მეუფე დანიელი პატრიარქზე: ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა, მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „ქრონიკასთან“.

იოვანე მჭედლიშვილი

19 მარტი 2026, 08:30

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: საქართველოს მინდა მივუსამძიმრო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება, ეპოქალური ადამიანისა, რომელიც ათასწლეულებში ერთი მიემადლება ხოლმე ღვთისგან ადამიანებს

მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება, ეპოქალური ადამიანისა, რომელიც ათასწლეულებში ერთი მიემადლება ხოლმე ღვთისგან ადამიანებს, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

19 მარტი 2026, 08:23

საზოგადოება

ზურა ხაჩიძე: ილია მეორე ძალიან დიდსულოვანი ადამიანი იყო, მინდა ყველას მივუსამძიმრო

ძალიან გული მწყდება და მინდა ყველას მივუსამძიმრო, - განაცხადა მომღერალმა ხურა ხაჩიძემ პატრიარქზე საუბრისას.

კახა მიქიაშვილი

19 მარტი 2026, 08:10

საზოგადოება

კახა მიქიაშვილი პატრიარქზე: ათასობით ადამიანი ტირის, როგორც საკუთარ მშობელს და განცდაა, რომ ხალხი დაობლდა

ათასობით ადამიანი ტირის, როგორც საკუთარ მშობელს და განცდაა, რომ ხალხი დაობლდა, - განაცხადა მსახიობმა კახა მიქიაშვილმა პატრიარქზე საუბრისას „ქრონიკასთან“.

19 მარტი 2026, 08:02

საზოგადოება

საქართველოში გლოვაა - ქვეყანა პატრიარქს ემშვიდობება

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული - ქვეყანა პატრიარქს ემშვიდობება. გლოვის დღეები კათალიკოსის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ, რაც თავად კათალიკოსის სურვილი იყო.

19 მარტი 2026, 08:00

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.