imedi /  14 იანვარი 2020, 21:02 / სანდო წყარო

რუსეთი იაროსლავ სუმბაევზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის თბილისისგან თანხმობას ითხოვს

იაროსლავ სუმბაევი

იაროსლავ სუმბაევი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, იაროსლავ სუმბაევზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქართველოსგან თანხმობას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, რუსეთმა სუმბაევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქართველოსგან თანხმობა უნდა მიიღოს, "ამის გამო საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას შესაბამისი დოკუმენტები მიაწოდა თანხმობის მისაღებად", - თქვა ბასტრიკინმა.

საქართველოდან რუსეთში იარლოსლავ სუმბაევის ექსტრადირება 2019 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა. 

სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემას საქართველო 2019 წლის მაისში აპირებდა, თუმცა მაშინ ექსტრადიციის პროცესი დროებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა. როგორც მაშინ imedinews-ს გენერალურ პროკურატურაში უთხრეს, ამის მიზეზი ის იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს სუმბაევისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე უნდა ემსჯელა.

ასტრახანის მკვიდრი იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც მან ტუროპერატორებს მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი  ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. 

რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

ყველა სიახლე

ბლოკპოსტი

31 მარტი 2020, 20:51

COVID19

მთავრობა ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

31 მარტი 2020, 20:41

COVID19

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 15 729-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 15 729-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხიბულა

31 მარტი 2020, 20:36

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სოფელ ხიბულაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სოფელ ხიბულაში სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მისივე ინიციატივით, სოფელში აშენდა საბავშვო ბაღი და მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა. სოფელში კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება.

31 მარტი 2020, 20:28

COVID19

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის კონტაქტებს ზუგდიდში მკურნალობას სთავაზობს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები დადგენილია. საქართველოს ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა 45 წლის ქალთან კონტაქტში მყოფ პირებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმკურნალონ.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2020, 20:25

COVID19

დონალდ ტრამპი: რუსეთმა და ჩინეთმა სამედიცინო დახმარება გამოგვიგზავნეს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა აშშ-ს სამედიცინო დახმარება გამოუგზავნეს.„რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ალბერ II

31 მარტი 2020, 20:23

COVID19

მონაკოს პრინცი ალბერ II კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მონაკოს პრინცი ალბერ II კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმებმა მონაკოს პრინცს კარანტინიდან გამოსვლის ნებართვა დართეს. 19 მარტს მონაკოს პრინცს ალბერ II-ს კორონავირუსი დაუდგინდა. პრინცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მუშაობას სასახლიდან განაგრძობდა.

ირაკლი ჩიქოვანი

31 მარტი 2020, 20:07

COVID19

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას ე.წ. კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა

„ზუსტად ერთ საათში, 21 საათზე საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ასეთი არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარგანსაზღვრული სასწრაფო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელე და სხვა ამდაგვარი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გადაადგილების შეზღუდვა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გალი

31 მარტი 2020, 20:01

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.

Backstreet Boys

31 მარტი 2020, 19:38

COVID19

თვითიზოლაციაში მყოფმა Backstreet Boys-ის წევრებმა თავიანთი ცნობილი ჰიტი შეასრულეს. ვიდეო

მუსიკოსები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ამიტომ სიმღერა ყველამ საკუთარი სახლიდან შეასრულა. ზოგს კი ამაში შვილებიც კი დაეხმარნენ.

მაიკ პომპეო

31 მარტი 2020, 19:30

მსოფლიო

აშშ ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის ხელისუფლება წინადადებით გამოდის ვენესუელაში გარდამავალი მთავრობა შეიქმნას, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიციაც აღიარებს, რის შემდეგაც არჩევნები გაიმართება და ქვეყანას სანქციები მოეხსნება. „დღეს წარმოვადგენთ ახალ მექანიზმს, „გზა დემოკრატიისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ვენესუელაში შექმნილი კრიზისის დარეგულირებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ფული

31 მარტი 2020, 19:18

COVID19

ბოლო 24 საათში StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

31 მარტი 2020, 19:18

COVID19

უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების მეთოდის ასარჩევად 5-დღიანი ვადა ეძლევათ

დოკუმენტის თანახმად, სასწავლებლებმა, სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების შესახებ ინფორმაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ წერილობითი ფორმით 6 აპრილამდე უნდა მიაწოდონ.

აშშ საელჩო

31 მარტი 2020, 19:12

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს ხვდება

მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ქალი ტელეფონი

31 მარტი 2020, 19:06

ტაბლოიდი

ფრანგმა ქალმა პოლიციას კარანტინის მიუხედავად ქმრის საყვარელთან გაშვების ნებართვა სთხოვა

„შეიძლება, რომ ჩემმა მეუღლემ უქმეები მის საყვარელთან გაატაროს?“, „უცნობი პირი ჩემს ცხენს მოეფერა, შეიძლება თუ არა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდეს?“ - ფრანგული პოლიციისათვის დასმული ამ და სხვა აბსურდული კითხვების შესახებ Euronews-ი წერს.

კორონავირუსი ბრიტანეთი

31 მარტი 2020, 19:01

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ 400 ადამიანი დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID 19-მა გაერთიანებულ სამეფოში კიდევ 400 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 22 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მხოლოდ 135-ია.

31 მარტი 2020, 18:59

COVID19

თბილისის მერის მოადგილემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა

„ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტი გადავეცით. მინდა, მადლობა გადავუხადო „აი ჯგუფს“, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა აიღო და სხვადასხვა პროდუქტით გვეხმარება. მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ხუნწარიამ.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

31 მარტი 2020, 18:56

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ის ხალხი, ვინც იძულებულია ყოველდღიურად იმუშაოს ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.

სოზარ სუბარი

31 მარტი 2020, 18:50

COVID19

სოზარ სუბარი: ახლა ეპიდემიის გავრცელების იმ ეტაპზე ვართ, როცა შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი იყოს კორონავირუსის მატარებელი და არ იცოდეს

თერმოსკრინინგმა ჩვენ მოგვცა საშუალება, იგივე ბოლნისსა და მარნეულში მინიმუმ 3-4 ადამიანი გამოგვევლინა, რომლებმაც თავად აც არ იცოდნენ, რომ ვირუსის მატარებლები იყვნენ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც დაწესებულ შეზღუდვებზე, ბლოკ-პოსტებსა და თერმოკონტროლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბლოკ-პოსტების დადგმა ქვეყნის მასშტაბით, ყველგან დღის ბოლომდე დასრულდება და თუ საჭირო იქნება, დამატებითი პოსტები, ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების სრულად არიდება, შეუძლებელი იყო.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

31 მარტი 2020, 18:50

ტაბლოიდი

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წარმომადგენლების სტატუსით ბოლო წერილი გამოაქვეყნეს

„იმის მიუხედავად, რომ აქ ვერ გვნახავთ, სამუშაო გაგრძელდება. მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა კვლავ თქვენთან ვიქნებით. არაჩვეულებრივები იყავით! მანამდე კი გთხოვთ გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ერთმანეთს“, - დაწერა წყვილმა Instagram-ზე.

მამუკა ბოკუჩავა

31 მარტი 2020, 18:24

COVID19

კარდიოქირურგი: ახალი გაიდლაინებით, სისხლძარღვთა ქირურგიაში ყველა გეგმური ჩარევა გადატანილი უნდა იყოს

„თუ ამ ჩარევების აუცილებლობა არ არის განპირობებული პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. მაგალითად გამსკდარი ანევრიზმა, საძილე არტერიის სიმპტომური შევიწროება. ყველა სხვა გეგმიური ჩარევა შეიძლება გადავადდეს. ეს გადავადება განპირობებულია ერთადერთი მიზეზით - ჰოსპიტალი ნაკლებად იყოს გადატვირთული, რომ პაციენტის შემოყვანის შემთხვევაში საწოლები და სასუნთქი აპარატები თავისუფალი იყოს. საბედნიეროდ ჯერ ჩვენთან არ არის პაციენტების დიდი ნაკადი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.