imedi /  28 იანვარი 2020, 17:18 / სანდო წყარო

პოლიციამ ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

როუან კემპბელი ველოსიპედი

როუან კემპბელი

პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელისთვის მოპარული ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს

უწყების ცნობით, 2020 წლის 25 იანვარს პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს სახლთან გაჩერებული ველოსიპედი მოჰპარეს.

პოლიციამ საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით აღძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლიეს და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს.

გამოძიება გრძელდება.

ყველა სიახლე

თამარ ივერი

07 აპრილი 2020, 11:26

COVID19

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის. სახალისო ვიდეო

როგორია თვითიზოლაცია შინაური ცხოველებისთვის, ამას „იმედის დილის“ ეთერში გასული ამ სიუჟეტიდან შეიტყობთ. კორონავირუსის პანდემიამ არა მარტო ადამიანების, მათი შინაური ცხოველების ცხოვრების სტილიც შეცვალა, რადგან მათ კარანტინის პერიოდის გავლა თავიანთ პატრონებთან ერთად მეტწილად შინ უწევთ. სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელი არა ერთი სახალისო ვიდო გამოქვეყნდა. ტომი საქართველოში პირველი ცუგაა, რომელიც თვითიზოლაციაში პატონთან ერთად იმყოფება. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი კი ვიდეოს თავისი დაუმორჩილებელი კატის შესახებ აქვეყნებს, რომელიც ქუჩაში გაპარვას მაინც ახერხებს.

07 აპრილი 2020, 11:17

COVID19

StopCov ფონდიდან დასაფინანსებელი საჭიროებები მიხეილ დაუშვილმა და სოზარ სუბარმა გუბერნატორებთან ერთად განიხილეს

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან კორონა ვირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის ინიციატივები განიხილეს.

07 აპრილი 2020, 11:04

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება.

07 აპრილი 2020, 11:04

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დადასტურებული COVID-19-ით ინფექციურში ამ ეტაპზე 6 პაციენტი მკურნალობს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ორის საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი პაციენტისათვის გამოჯანმრთელებაზე ჩატარებულმა საკონტროლო ტესტმა ვირუსის არსებობა კვლავ დაადასტურა, რის გამოც პაციენტები კლინიკაში დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ.

07 აპრილი 2020, 10:55

COVID19

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უცნობია პაციენტის დაინფიცირების წყარო და ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ბათუმსა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იკვლევენ.

მეუფე დანიელ დათუაშვილი

07 აპრილი 2020, 10:50

საზოგადოება

მეუფე დანიელ (დათუაშვილი): ყველა, ვინც რისკის ჯგუფშია და რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება

ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ (დათუაშვილმა) განუცხადა. სასულიერო პირის თქმით, კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა.

მარინა ეზუგბაია

07 აპრილი 2020, 10:45

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთი აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაინფიცირების წყარო კი აშშ-ში მოგზაურობაა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 79 პაციენტი მკურნალობს, 29 პაციენტი კი განიკურნა.

გიორგი ღვინჯილია

07 აპრილი 2020, 10:44

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი: ყოველდღე ვლოცულობ, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდეთ

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მისი კონტაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებს. ამის შესახებ მან „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

07 აპრილი 2020, 10:43

COVID19

„გორმედის“ ცხელების ცენტრებში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„გორმედის“ ქსელის ცხელების ცენტრებიდან კორონავირუსის ტესტირებაზე გაგზავნილი 3 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი გორის ცხელების ცენტრში, ორი პაციენტი კი ხაშურში იყო მოთავსებული. სამივე პაციენტი ბოქსირებულ პალატებში მოათავსეს. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. . ამ ეტაპზე ცხელების ცენტრებისთვის საეჭვო სიმპტომებით ჯერ არავის მიუმართავს.

07 აპრილი 2020, 10:38

COVID19

იანვრის შემდეგ პირველად, ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

6 აპრილს ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული კომისია ავრცელებს. კომისიის არქივის თანახმად, ჩინეთის მთავარობა 22 იანვრის შემდეგ კორონავირუსით დაღუპული ადამიანების რაოდენობას ყოველდღიურად აქვეყნებდა. ქვეყანაში პირველი პაციენტი 11 იანვარს გარდაიცვალა.

არქიმანდრიტი იოანე

07 აპრილი 2020, 10:33

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ვინც უძლურებაშია და ვისაც შიში აქვს, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი არ დაიხურება

როგორც აქამდე, ახლაც ყელაფერს ვასრულებთ იქნება ეს დისტანციის დაცვა, თუ ხატების ხშირი წმენდა. სტიქაროსნებიც ერთჯერადი ჭიქებით არიგებენ სიტკბოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა. სასულიერო პირის თქმით, ვინც უძლურებაშია და შიში აქვს ეკლესიაში მისვლის, შეუძლია სახლში დარჩეს.

ბოჭორიშვილის კლინიკა

07 აპრილი 2020, 10:32

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ინფექციონისტმა თამარ ბადურაშვილმა განუცხადა. „ბოჭორიშვილის კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 39 პაციენტი იმყოფება, მათგან 10 პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებულია. 10 შემთხვევიდან 2 დღეს დაემატა, ახალი პაციენტები არიან. ორივე ჩვენს კლინიკაში წინა დღეებში დადასტურებული პაციენტის ოჯახის წევრები არიან. ათივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ერთს გამოვყოფდი, რომელიც ამ პაციენტებთან შედარებით მძიმეა. თუმცა, სტაბილურ მდგომარეობას მასთანაც ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ბადურაშვილმა.

07 აპრილი 2020, 10:31

COVID19

გორში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მრევლი სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა

ხარების დღესასწაულს ზეიმობენ გორშიც. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში დილას ადრე დაიწყო, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კი წირვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

ალექსანდრე გოგინავა

07 აპრილი 2020, 10:21

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა

ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა, თუმცა იმუნურ სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, პაციენტის მდგომარეობის დამძიმება მხოლოდ იმუნიტეტზე არაა დამოკიდებული.

ნინო ლომჯარია

07 აპრილი 2020, 10:19

COVID19

სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარებას შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკარანტინო ზონებში შექმნილი ვითარების შესწავლას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სთხოვს ინფორმაცია მიაწოდონ.

ლევან გოფოძე

07 აპრილი 2020, 10:16

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ამის შესახებ ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სატელეფონო ჩართვისას განუცხადა „რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 50 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კორონავირუსით ინფიცირებულია. მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება“, - განაცხადა გოფოძემ.

ქუთაისის ხარების ეკლესია

07 აპრილი 2020, 10:09

რეგიონი

ქუთაისის ხარების ეკლესიის მრევლი მთავრობის რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავს

მორწმუნეების განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მრევლის ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში დაესწრება თუ სატელევიზიო ეთერით მოისმენენ.

07 აპრილი 2020, 09:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ალექსანდრე გოგინავა

07 აპრილი 2020, 09:50

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: განმეორებითი კვლევისას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ინფექციურიდან რამდენიმე პაციენტი გაეწერება

ამ ეტაპისთვის ჩვენთან 39 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 6 პაცენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი- კრიტიკულად მძიმე- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა, სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

07 აპრილი 2020, 09:38

საზოგადოება

ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დისტანციურად გამართა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციოს საბჭოს სხდომა დისტანციურად გაიმართა. საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა.