09 თებერვალი 2020, 13:25 / სანდო წყარო

არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგოს კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.

ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ალეკო ელისაშვილი

28 ივნისი 2022, 20:14

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ნატოს სამიტზე: იმედი მაქვს, რომ იქნება არა ორაზროვანი ან ბუნდოვანი, არამედ უფრო მკაფიო ჩანაწერი

იმედი მაქვს, რომ იქნება არა ორაზროვანი ან ბუნდოვანი, არამედ უფრო მკაფიო ჩანაწერი, - ასეთია დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მოლოდინი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტისგან.

28 ივნისი 2022, 20:10

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ში, ნავთობის ტანკერი გააჩერეს, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნავთობის ტანკერი გააჩერა, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

28 ივნისი 2022, 19:44

მსოფლიო

ბულგარეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით 70 რუს დიპლომატს გააძევებენ

ბულგარეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით 70 რუს დიპლომატს გააძევებენ. ოფიციალური სოფიას შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ეცნობა რუსულ მხარეს.

იენს სტოლტენბერგი

28 ივნისი 2022, 19:43

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ მივიჩნევთ, თუმცა იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ჩინეთი და რუსეთი ახლა უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე ყოფილან

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განიხილავს, თუმცა შეშფოთებულია მოსკოვთან პეკინის მჭიდრო კავშირებით.

გენერალური პროკურატურა

28 ივნისი 2022, 19:33

სამართალი

პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 19:15

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: NATO-ს გაფართოება უკრაინით, საქართველოს ჩათვლით, რუსეთისთვის გაცილებით უფრო მტკივნეული თემაა

NATO-ს გაფართოება უკრაინით, სამხრეთ კავკასიით, საქართველოს ჩათვლით, რუსეთისთვის გაცილებით უფრო მტკივნეული თემაა, რადგან ეს არის უშუალოდ მის საზღვრებთან, მათი გაგებით მავნე გავლენების მიახლოების წინაპირობა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ივნისი 2022, 19:01

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ეფრემ ვათოპედელი

28 ივნისი 2022, 19:00

საზოგადოება

ეფრემ ვათოპედელი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა

„თქვენი პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა და ეს ჩვენც გვაიძულებს მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ არის მართლმადიდებლური ქვეყნის მმართველი, დიდ პატივს სცემს თავის ქვეყნის ტრადიციებს და არა მარტო სულიერ ტრადიციებს მიაგებს პატივს, არამედ უნდა, რომ, როგორც წმინდა სამების სახელით მონათლული ქრისტიანი, ამ ტრადიციას ცხოვრებისეულადაც განიცდიდეს. თუ მიგიწვდებათ ხმა ბატონ პრემიერთან, ჩვენი საუკეთესო სურვილები გადაეცით“, - განაცხადა ეფრემ ვათოპედელმა.

28 ივნისი 2022, 18:58

მსოფლიო

შოტლანდიის ლიდერს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა 2023 წლის 19 ოქტომბერს სურს

შოტლანდიის ლიდერს პირველ მინისტრს, ნიკოლა სტარჯონს სურს, რომ დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიამართოს. სტარჯონის თქმით, ის მზადაა იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებამ უზენაეს სასამართლოში იურიდიული შემოწმება გაიაროს, თუმცა დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში.

ბენ უოლესი

28 ივნისი 2022, 18:56

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: არსებობს ძალიან რეალური საფრთხე, რომ პუტინი უკრაინის ფარგლებს გარეთ განახორციელებს თავდასხმას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეიძლება არ შემოიფარგლოს მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმით.

ამირან გიგუაშვილი

28 ივნისი 2022, 18:53

პოლიტიკა

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: ვერავინ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებს უჩა მამაცაშვილის კავშირს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში

ვერავინ წარმოადგენს რაიმე რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებს ბატონი უჩა მამაცაშვილის კავშირს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში და ყველა მსგავსი განცხადება არის უბრალოდ ტყუილი და ცილისწამება,- ასე გამოეხმაურა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ ბათუმის პორტში რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის ტრანზიტს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

28 ივნისი 2022, 18:45

პოლიტიკა

საქართველოში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში მრგვალი მაგიდა გაიმართა

პარლამენტში თემაზე - „გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. გენდერული საბჭოს წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გენერალური დირექტორს კარინ იამტინს შეხვდნენ.

28 ივნისი 2022, 18:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

„შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ მრავალმხრივ პროგრესს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სააგენტოს 2021-2027 წლების პროგრამის ფარგლებში საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. კარინ იემტინმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოხატა“.

კელი დეგნანი

28 ივნისი 2022, 18:35

პოლიტიკა

კელი დეგნანი არახამიას განცხადებებზე: საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საკითხები, რომლებზეც უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით არახამიამ ისაუბრა, არა მედიის მეშვეობით, არამედ უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:31

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სასანქციო თემას შემდგომი გაგრძელება არ ჰქონია, რაც ნიშანდობლივია

ვისმენთ ბრალდებებს, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად მოკლებული ვართ საშუალებას, რომ ამ ბრალდებებს არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, რადგან ბრალდებები არის თავად არგუმენტებს გამოცლილი. ერთია ის რეჟიმი, რომელშიც გვიწვეს ამ საქმეზე მუშაობა, მეორეა, რამ განაპირობა ასეთი მიდგომა, რა იდგა ამის უკან, ვინ იყო ამის ინიციატორი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონკრეტული ადამიანების, მათ შორის დავით არახამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:29

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ასეთი განცხადებები არ არის მხოლოდ ერთი და ორი დღის შედეგი, საკითხავია რამ განაპირობა ასეთი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი შეფასებების გაკეთება - რა, ვინ და როგორ დგას ამის უკან?!

„როდესაც ჩვენ შეგვეზღუდა წვდომა გარკვეულ ფინანსურ აქტივებზე, ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში. ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია თვალი გავუსწორეთ და რომლის დალაგებასაც ვცდილობთ გარკვეული სამართლებრივი პროცედურებით. ამდენად ეს სავალალო ჩანაწერი ჩვენთვის რაღაც განწყობებში რაიმე რადიკალური ტრანსფორმაციის მომხდენი არ იყო, თუმცა ვიმეორებ - დასანანია, როდესაც ასეთი ჩანაწერი ხდება“.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:25

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: თუ ნატო ზედმეტად თეთრი ხელთათმანებით გააგრძელებს ამ დაპირისპირებისადმი მიდგომას, შედეგი არცთუ სასიკეთო იქნება

დღევანდელი სამყარო დადგა ერთი დილემის წინაშე, ჩვენ ევროკავშირთან დაკავშირებით იგივე დილემის წინაშე ვიდექით, რა აქვს პოლიტიკაში, იდეალიზმი თუ გეოპოლიტიკა. ნატოსთან მიმართებაშიც ალბათ იგივე კითხვა უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 18:20

მსოფლიო

ზელენსკი: ღმერთი ჩვენს მხარესაა - ღმერთი ამბობს, რომ შენი სახლის ბოროტებისგან დაცვა ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არდაცვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:12

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ალბათ 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ ნატოს პერსპექტივა

„თავისთავად ცხადია, ჩვენი მოლოდინია, რომ უკეთ დავინახოთ ჩვენი თავი კომუნიკეში თუ დეკლარაციაში. ბუნებრივია, ის მოლოდინი, რომ რაიმე არსებითი, ფუნდამენტური გადაწყეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, წინა ჯერზეც ვისაუბრეთ, რომ ამის ნიშანწყალი არ იყო და, შესაბამისად, ამ 2-3 დღეში ჩვენ ამას ვერ დავინახავთ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ახალ კომპოზიციაში, ახალ კონფიგურაციაში (მით უმეტეს, გავიხსენოთ, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ უკრაინა დროებით აჩერებს თავის მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებაზე), როგორ დალაგდება, როგორი ფორმულირება იქნება საქართველოსთან მიმართებაში? როდესაც ვსაუბრობთ [ნატოს] ბუქარესტის სამიტზე, ახლა შეგიძლია დღევანდელი ტერმინოლოგია გამოვიყენოთ - თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ალბათ 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ ნატოს პერსპექტივა. ახლა შეგვიძლია ამ ტერმინოლოგიის გამოყენება. ახლა გვაქვს ევროპული პერსპექტივა, მაშინ როდესაც 2008 წელს მივიღეთ ნატოს პერსპექტივა. მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია [ჰაერში] გამოეკიდა გაურკვეველი სტატუსით. როგორი იქნება თვისობრივად ეს ახალი „ვორდინგი“, რომელიც ამ თანამშრომლობას წინ წაწევს, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა ყიფიანმა.

კელი დეგნანი

28 ივნისი 2022, 18:10

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: მთავრობისა და საზოგადოებისთვის ეს არის მომენტი, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის - იმედია, მომავალ თვეებში ამას ვიხილავთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.