საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა განახლდა

ნიკა გვარამია
ფოტო: არქივი
თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა. პროცესი ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთი საათით გვიან დაიწყო. სხდომაზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით გამოვა და პროკურატურის მტკიცებულებების უსაფუძვლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ნიკა გვარამიასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი. გამოძიება გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.
ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 19:50
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრის გამართვა შესთავაზა
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 19:50
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ ერევნიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ
„პოსტკონფლიქტური სიტუაცია ძალიან მყიფეა. ზავი დაცულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, რაც კონფლიქტის შემდეგ უნდა გადაწყდეს. უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ ერევნიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. პირიქით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ისმის აგრესიული, აზერბაიჯანოფობიური, თურქოფობიური განცხადებები“ - ამბობს ალიევი.

13 აპრილი 2021, 19:37
მსოფლიო
რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა
რუსეთმა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გადაისროლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში სამხედრო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.

13 აპრილი 2021, 19:36
რეგიონი
თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა
თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების თაობაზე და ამ კუთხით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

13 აპრილი 2021, 19:29
ტაბლოიდი
ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი მამა გახდა
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი ჯერ კიდევ 5 აპრილს, ლოს-ანჯელესში დაიბადა, თუმცა ოფიციალური განცხადება მშობლებმა მხოლოდ ახლა გააკეთეს. 40 წლის კალკინმა და 33 წლის სონგმა ბიჭს დაკოტა დაარქვეს.

13 აპრილი 2021, 19:23
რეგიონი
„ენკას“ წარმომადგენელი უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი კომპანია კერძო ტერიტორიაზეა შეჭრილი
„ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენი კომპანია შეჭრილია კერძო ტერიტორიაზე, ძალიან ნათელი სურათია, რომელიც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2019 წელს კომპანიამ გამოისყიდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა მთავრობასთან პროექტის განხორციელების ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ნამახვანიდან“, პროექტის განხორციელების მიზნებისათვის“.

13 აპრილი 2021, 19:14
სპორტი
ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის „შუქურასთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რაც დღეს როგორც კორღალიძემ, ასევე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

13 აპრილი 2021, 19:01
COVID19
ინდოეთმა რუსული ვაქცინა დაამტკიცა
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანამ, ინდოეთმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ დაამტკიცა. „ინდოეთი გახდა მე -60 ქვეყანა, სადაც, კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დადებითი შედეგების შემდეგ, ვაქცინა „სპუტნიკი“ დაარეგისტრირეს“ - წერის ვაქცინის Twitter-გვერდზე.

13 აპრილი 2021, 18:42
COVID19
ლევან რატიანი: ვაქცინაცია ერთადერთია, რასაც სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია
„ვაქცინაცია პანდემიას დაამარცხებს. პანდემია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველამ ერთი მიზანი უნდა დაისახოს, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს. ვაქცინა არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

13 აპრილი 2021, 18:36
COVID19
საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
ბრაზილიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთმა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

13 აპრილი 2021, 18:33
სამართალი
პროკურორი: ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნიკანორ მელიასთან მიმართებით, შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე ან გამოყენებაზე არ ჩამოუყალიბებია
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მედიასთან განმარტება გააკეთა. „ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ჩამოუყალიბებია. ისევე როგორც მოსამართლის წინაშე ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია დაცვის მხარეს“, - განაცხადა გულუაშვილმა.

13 აპრილი 2021, 18:26
ეკონომიკა
თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად
თიბისისა და ვიზას ინიციატივით, ბიზნესისმხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამჯერად, ინიციატივა გამიზნულია სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი პლატფორმა kovzy.com-თან კოლაბორაციით, კვების ობიექტებს სთავაზობს საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი შექმნან, საიდანაც ეფექტურად მართავენ საკუთარ პროდუქციას და მარტივად მიწვდებიან მომხმარებლებს.

13 აპრილი 2021, 18:26
COVID19
როდის აიცრება ლევან რატიანი
„ჯერჯერობით ანტისხეულები ძალიან ჭარბად მაქვს, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ და მაქვს მატების ტენდენცია. პირველი ანტისხეულები აგვისტოს თვეში აღმომაჩნდა - 4 იყო, დღეს კი დაახლოებით 167 მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

13 აპრილი 2021, 18:19
მსოფლიო
ბლინკენი: დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა.

13 აპრილი 2021, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ რიშს შეხვდება
დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

13 აპრილი 2021, 18:11
COVID19
თამთა მეგრელიშვილი: ჩინური ვაქცინით აცრა 40 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია მილიონობით ადამიანი და არსად დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენა
საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. სიტუაცია საგანგაშოა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი წერს. ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ხალხი დამატებით შეზღუდვებს ვერ გაუძლებს, ჩვეული ცხოვრებისკენ დაბრუნების წინაპირობად კი რეგულაციების დაცვასა და მოსახლეობის ვაქცინაციას მიიჩნევს.

13 აპრილი 2021, 18:11
COVID19
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის.

13 აპრილი 2021, 18:10
მსოფლიო
16 აპრილს ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების ფონზე, 16 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 18:01
რეგიონი
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისთან გზის გადაკეტვას გეგმავენ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები გუმათჰესიდან დაიძრნენ და კომპანიის ოფისთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გეგმავენ.

13 აპრილი 2021, 18:01
COVID19
პაატა იმნაძე: სერბეთის შემთხვევაში, ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - სხვა ვაქცინებს
საინტერესოა სერბეთის გამოცდილება. ამ ქვეყანას ყველა ვაქცინა აქვს: „ფაიზერიც“, „ასტრაზენეკაც“, რუსული ვაქცინაც და ჩინური „სინოფარმიც“. ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - დანარჩენ სამს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.