imedi /  23 თებერვალი 2020, 20:50 / სანდო წყარო

დიდ ლილოში ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია

სახანძრო მანქანა

მეხანძრეები დიდ ლილოში ხანძარს აქრობენ. ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე სამი მანქანა მუშაობს. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილის გარშემო დასახლებული პუნქტი ან ტყე არ არის. 

ყველა სიახლე

26 მაისი 2022, 01:14

მსოფლიო

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან საქართველოს დროშის გამოსახულებით სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა.

ენტონი ბლინკენი

26 მაისი 2022, 01:10

მსოფლიო

აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება.

ირაკლი ქარსელაძე

26 მაისი 2022, 01:01

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე: ჩვენ ტენდერებში, საშუალოდ 3 მონაწილე გვყავს და ეს კარგი მაჩვენებელია

2021 წელს გაფორმდა 1127 ხელშეკრულება 695 კომპანიასთან. სატენდერო პროცესში მონაწილეობა მიიღო 3421 კომპანიამ და საშუალოდ, ტენდერში 3 მონაწილე გვყავს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც აღემატება 4 და 5 მონაწილესაც და ეს, მაშინ როდესაც საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით, ტენდერებში მონაწილეთა სტატისტიკური რაოდენობა 2.84-ია. ასეთი კონკურენციის პირობებში შეუძლებელია რაიმე დარღვევაზე საუბარი, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათზე, დეპუტატ არმაზ ახვლედიანის შეკითხვას ტენდერებთან დაკავშირებით.

ირაკლი ქარსელაძე

26 მაისი 2022, 00:56

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა სამტრედია-გრიგოლეთის გზის შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე მოვიგეთ

„პირველ მონაკვეთზე მეორე კონტრაქტორი, რომელთანაც ასევე მოგვიწია ხელშეკრულების შეწყვეტა აზერბაიჯანული კომპანია იყო. შესაბამისი საბანკო გარანტიები და მექანიზმები ყველგან ამოქმედებული გვაქვს. ზარალი, ანაზღაურებულია, მაგრამ ასევე დავებიც მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება ახლა დარჩენილი სამუშაოები, რომელიც წელს დასრულდება. ამჟამად ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა, მიჰყვება გეგმაზომიერად პროექტს და, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. მე-4 მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს იქაც ვადაგადაცილების ჯარიმა დაკისრებული გვაქვს , მაგრამ ასრულებს კონტრაქტორი პროექტს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 00:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლასა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რასაც ჩვენი ხალხი, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს

გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და იმ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რომელსაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს უსმენენ.

ნონა გაფრინდაშვილი

26 მაისი 2022, 00:34

პოლიტიკა

ნონა გაფრინდაშვილი: საქართველო უკრაინას ყველანაირად ეხმარება და ჩვენი ქვეყანა, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩართულია მხარდაჭერის გამოხატვაში ყველანაირი კუთხით

ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პატარა ქვეყანა ვართ და აქ მეორე ფრონტის გახსნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ დამღუპველი იქნება. რაც შეეხება დახმარებას, უკრაინის მიმართ ყოველნაირი დახმარება კეთდება საქართველოს მხრიდან და ჩვენი ქვეყანა, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩართულია მხარდაჭერის გამოხატვაში ყოველნაირი კუთხით, ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება თუ ა.შ., - ამის შესახებ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნონა გაფრინდაშვილი

26 მაისი 2022, 00:33

პოლიტიკა

ნონა გაფრინდაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს თან ახლავს დიდი ტკივილი ჩვენი დაკარგული ტერიტორიების გამო

დამოუკიდებლობის დღე არის ყველაზე დიდი დღესასწაული ქვეყნისთვის. თავად სიტყვა დამოუკიდებლობა ნიშნავს ყველაფერს და ყველაფერს ამბობს. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს შესანიშნავი დღე, - ამის შესახებ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნონა გაფრინდაშვილი

26 მაისი 2022, 00:23

პოლიტიკა

ნონა გაფრინდაშვილი: 26 მაისის დარბევა შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, რადგან იქ სასაკლაო გამართეს

„26 მაისი, როდესაც დარბევა მოხდა, იყო საშინელება. ეს შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, იმიტომ, რომ იქ უბრალოდ სასაკლაო გამართეს. მშვიდობიანი აქცია გვქონდა. არავინ არსად შეჭრას არ აპირებდა, არც ხმაურიანი სიტყვები ყოფილა გადატრიალებაზე. უბრალოდ ჩვენს აზრებს გამოვხატავდით. 12 საათზე გვინდოდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და კინაღამ შეეწირა ამ ამბავს „უცნობი“, რომელიც ჩვენი თხოვნით მოვიდა და მზად იყო კონცერტის დასაწყებად. ამ დროს მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს ტერიტორიის დატოვება. ჩვენ ვუთხარით, რომ გვინდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ცუდს არაფერს ვაკეთებდით. ჩავატარებდით კონცერტს და დავიშლებოდით. მაგრამ თურმე ჩვენ ირგვლივ 3 კორდონი იყო შემორტყმული და გასასვლელი არ იყო. შეუძლებელია იმის აღწერა, რაც ხდებოდა“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ირაკლი ქარსელაძე

26 მაისი 2022, 00:21

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ზუგდიდს ექნება უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონი

გარკვეული ხარვეზი იყო შესრულებულ სამუშაოებში, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდს უკვე ექნება უეფას მე-3 კატეგორიის სტადიონი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისად და აბსოლუტურად ყველა საინჟინრო ელემენტი იქნება სრულად გათვალისწინებული, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის შეკითხვას ზუგდიდის სტადიონის გაჭიანურებული სამუშაოების და ვადაგადაცილებული დასრულების შესახებ.

ნონა გაფრინდაშვილი

26 მაისი 2022, 00:16

პოლიტიკა

ნონა გაფრინდაშვილი: როდესაც რთული სიტუაციაა, როდესაც საომარი მოქმედებაა მეზობელ ქვეყანაში, არ შეიძლება პარტიული ინტერესების გამო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა

მე არ მესმის პოლიტიკოსების, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ. როდესაც რთული სიტუაციაა, როდესაც საომარი მოქმედებაა მეზობელ ქვეყანაში, არ შეიძლება პარტიული ინტერესების გამო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა. ბევრი პოლიტიკოსი ვერ აცნობიერებ, რომ მას როგორ პოლიტიკოსს გაცილებით მეტი ევალება თავის მოქმედებებში, - ამის შესახებ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 მაისი 2022, 00:13

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის შიგნითაც კი ისეთი დეზორგანიზებულია, რომ პასუხს ვერავის მოსთხოვ

„ნაციონალურ მოძრაობა“ პარტიის შიგნითაც კი ისეთი დეზორგანიზებულია, რომ პასუხს ვერავის მოსთხოვ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სერგეი გაიდაი

25 მაისი 2022, 23:57

მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 95% ამჟამად ოკუპირებულია - დონბასში ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიის 95% ამჟამად ოკუპირებულია. მისი თქმით, დონბასში ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 მაისი 2022, 23:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ევროპელი პარტნიორები პოზიტიურად გაკვირვებულები დარჩნენ, რომ საქართველომ ამ მცირე ვადაში, ყოველგვარი დახმარების გარეშე მოახერხა კითხვარის შევსება

ევროკავშირის კითხვარების შევსებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს წლები ამზადებდნენ. ევროკავშირი მათ ეხმარებოდა სერიოზული პროგრამებით, რომ კითხვარები შეევსოთ. შემდგომ თვეები, თუ წელი არა, ავსებდნენ ამ კითხვარებს. ჩვენ მოგვეცა საკმაოდ მცირე დრო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი რესურსებით გაგვეკეთებინა. საქართველომ ეს გააკეთა აბსოლუტურად საკუთარი რესურსით. მართლაც საოცარი პროფესიონალიზმი აჩვენეს იმ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კითხვარის შევსებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 მაისი 2022, 23:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: მათ ევროპის მხრიდან წამოსული კრიტიკა მხოლოდ ცალმხრივად ესმით, ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების ან მმართველი გუნდის მისამართით არის ნათქვამი

ხელისუფლების ერთ-ერთი შტო არის პარლამენტში, სადაც ისევე როგორც მე და „ქართული ოცნების“ სხვა მრავალი დეპუტატი, ასევე არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ნებისმიერ რეფორმასა და კანონზე მათაც იგივე პასუხისმგებლობა აკისრიათ, როგორიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

25 მაისი 2022, 23:45

ტაბლოიდი

ვახტანგ მეგრელიშვილმა განმარტა რატომ თამაშობდა საპარლამენტო დებატების დროს

„ეს ამბავი გუშინ დაიწყო, როცა ჟურნალისტებმა პირველად გაავრცელეს [თამაშის კადრები]. ისეთი რეაქცია მოჰყვა, რომ წავიკითხე უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო ადამიანების ასეთი რეაქცია ასეთ ჩვეულებრივ ამბავზე. დღეს უკვე სპეციალურად გავაკეთე, თუმცა განსხვავებული შედეგი იყო. გუშინ კომენტარების 99% შეურაცხმყოფელი იყო. უამრავი კომენტარი დაიწერა. რაში დახარჯეს ადამიანებმა დრო?“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

იბრაჰიმ კალინი

25 მაისი 2022, 23:42

მსოფლიო

ოფიციალური ანკარა: შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი წინ არ წავა, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს არ გადაჭრიან

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი წინ არ წავა, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს არ გადაჭრიან.

მაკა ბოჭორიშვილი

25 მაისი 2022, 23:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დებატებზე: ​ვიხილეთ საოცრება - ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველაფერზე ევროკავშირში გაწევრიანების გარდა

„ვიხილეთ საოცრება. მართლაც გაოცებული ვიყავი. ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველაფერზე ევროკავშირში გაწევრიანების გარდა და იმ საკითხებს გარდა, რომლებიც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მეორე მხრივ, გამოჩნდა „ქართული ოცნება“ იმ პასუხისმგებლობით და იმ ტვირთით, რასაც საქართველოს ხელისუფლება ზიდავს, იმისთვის რომ მაქსიმალურად პოზიტიურად წარმოაჩინოს საქართველო, რომ კანდიდატი ქვეყნის დამსახურებული სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

25 მაისი 2022, 22:49

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების იძულებით პასპორტიზაციას გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც გზას უხსნის რუსეთის არმიის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებლებს, რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ.

25 მაისი 2022, 22:28

პოლიტიკა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა თავდაცვის უწყების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქმიანობას აქტიურად აგრძელებს. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ და ნდობის ჯგუფის წევრებმა, ალექსანდრე ტაბატაძემ და ანრი ოხანაშვილმა თავდაცვის უწყების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს.

ისააკ ჰერცოგი

25 მაისი 2022, 22:00

პოლიტიკა

ისრაელის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„მრავალფეროვან ტურიზმთან ერთად, კულტურის, ეკონომიკის და ბევრ სხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით თქვენ, საქართველოს ელჩო ლაშა ჟვანია, მხარდაჭერისთვის და რეაგირებისთვის ყველა მგრძნობიარე საკითხში. ჩვენ ვთხოვთ და გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება სხვა სფეროებში, როგორიცაა საქართველოს კულტურული ცენტრის გახსნა იერუსალიმში. და მე სიხარულით ელოდები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია, ვისაც მრავალი წელია იცნობ და დიდ პატივს ვცემ. ვლოცულობ, რომ ჩვენი საერთო გზა გაგრძელდება, განვითარდება და წარმატებული იქნება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც შეცვლის მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას გადაგვიხდიან“, - აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.