imedi /  26 თებერვალი 2020, 08:35 / სანდო წყარო

საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

მარინა ჩოლოიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. შესაძლოა, წინასასამართლო სხდომის მსგავსად, მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში ამჯერადაც ვერ გამოცხადდეს, რადგან გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

26 თებერვალს დაგეგმილია მისთვის მუცლის ღრუს კტ გამოკვლევის ჩატარება.

მარინა ჩოლოიანის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა. „გადმოყვანილია ღუდუშაურში, ნიშნავს რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხის ადმინისტრაცია არ მიიღებდა მისი გადმოყვანის გადაწყვეტილებას, ვინაიდან პენიტენციური დეპარტამენტი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო სამსახურით.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დამძიმდა მისი მდგომარეობა. მას უტარდება სამედიცინო გამოკვლევები. დღეს ის კლინიკაში დარჩება. ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის დაკავებამდეც მძიმე იყო, ის გადიოდა სხვადასხვა სახის მკურნალობას. კონკრეტულად რა აწუხებს ჩოლოიანს, ეს პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და ვერ მოგაწვდით ინფორმაციას თანხმობის გარეშე. ფაქტი არის ის, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა“, - განაცხადა ადვოკატმა. 

ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 2019 წლის 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული. 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს. საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2021, 01:42

მსოფლიო

მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა

მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შსახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა.

ლინდა ევანჯელისტა

25 სექტემბერი 2021, 00:56

ტაბლოიდი

ლინდა ევანჯელისტა ესთეტიკური მედიცინის ცენტრისგან $50 მილიონის გადახდას ითხოვს

მოდელი კომპანიისგან 50 მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს, იმ ზარალისთვის რასაც ის თავისი პროფესიით გამოიმუშავებდა და ასევე ემოციური სტრესისთვის რასაც ის წლებია განიცდის. სუპერმოდელი 2016 წლიდან ფულს თავისი პროფესიით ვეღარ გამოიმუშავებს.

25 სექტემბერი 2021, 00:46

ტექნოლოგიები

Nokia-მ უახლესი სმარტფონი, G50 წარმოადგინა

Nokia-მ უახლესი სმარტფონი, G50 წარმოადგინა. Nokia-ს ახალი მოდელი $299 ეღირება და ის 6.82-დუიმიანი HD+ დისპლეითა და გამძლე ბატარეით არის აღჭურვილი. მას კომპლექტში 18-ვატიანი სწრაფი დამტენიც მოჰყვება.

გრაიმსი 
ილონ მასკი

25 სექტემბერი 2021, 00:35

ტაბლოიდი

მედია: ილონ მასკი და გრაიმსი შორდებიან

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი შორდებიან, - ამის შესახებ the sun Page Six-ზე დაყრდნობით წერს. მასკი გამოცემასთან ინტერვიუში აზუსტებს, რომ წყვილი დაშორების პროცესშია. მან მედიასთან გრაიმსთან დაშორების მიზეზებზეც ილაპარაკა.

25 სექტემბერი 2021, 00:21

კულტურა

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის Spencer-ის ოფიციალური ტრეილერი კინოკომპანია Neon-ის YouTube-არხზე გამოქვეყნდა. ორწუთიან ვიდეოში პრინცესასთან ერთად ჩნდებიან ელისაბედ მეორე, პრინცი ჩარლზი და მცირეწლოვანი უილიამი და ჰარი.

25 სექტემბერი 2021, 00:10

კულტურა

ჯენიფერ ლოპესი Netflix-ის ახალ ფილმში მკვლელის როლს შეასრულებს

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი Netflix-ის ახალ კინოპროექტში მკვლელის როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

24 სექტემბერი 2021, 23:44

საზოგადოება

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში

ბიზნესდაჯილდოება — მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ბიზნესსექტორის გაუმჯობესებასა და მცირე თუ საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ემსახურება, დაიწყო. წელს თიბისი პარტნიორებთან ერთად გამორჩეულ ბიზნესებს ხუთ ნომინაციაში გამოავლენს. ისინი დაჯილდოვდებიან საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის, გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

24 სექტემბერი 2021, 23:42

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენს პარტნიორებს ჩვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, ხოლო კონკურენტებმა ანგარიში უნდა გაგვიწიონ

გერმანიის მოკავშირეებს არჩევნების შემდეგაც შეუძლიათ გერმანიის იმედი ჰქონდეთ, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

24 სექტემბერი 2021, 23:35

ეკონომიკა

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. ვებინარზე მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებული სამომავლო მოლოდინები.

24 სექტემბერი 2021, 22:59

ეკონომიკა

ევროპაში ნახშირის ფასი 13 წლის მაქსიმუმზეა

2022 წლის ფიუჩერსების ფასი ნახშირზე 2008 წლის მაქსიმუმზეა და ტონაზე $137 შეადგინა, - ამის შესახებ bloomberg წერს. სააგენტოს ცნობით, ნახშირზე მოთხოვნა გაზზე ფასის ზრდამ გამოიწვია, შედეგად ნახშირის მარაგები შემცირდა. ამასთან ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან მიწოდება გართულებულია, ხოლო რუსეთიდან ექსპორტი საკმარისი არაა.

ნიკოლ ფაშინიანი

24 სექტემბერი 2021, 22:33

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს

სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანგელა მერკელი

24 სექტემბერი 2021, 22:25

ტაბლოიდი

ანგელა მერკელი მარლოუს ფრინველების პარკს ეწვია. ფოტო

გერმანიის კანცლერი მეკლენბურგის მხარეში (ჩრდილოეთ გერმანია) ვიზიტისას მარლოუს ფრინველების პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ Spiegel წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

24 სექტემბერი 2021, 21:57

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

24 სექტემბერი 2021, 21:52

ეკონომიკა

ჩინეთში კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა

დღეიდან ჩინეთში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია უკანონოა. ამის შესახებ DW (დოიჩე ველე) წერს. გამოცემა ჩინეთის სახალხო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვინც კრიპტოვალუტით ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

24 სექტემბერი 2021, 21:25

ტექნოლოგიები

კომპანია MAD Architects-ი ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს

კომპანია MAD Architects-ი ახალ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ techcult წერს. კომპანია ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, ეს შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან გუშინ მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 20:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო

სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია , თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 20:35

COVID19

ჯო ბაიდენი: არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია და რომ არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 20:25

კულტურა

ილია ჭავჭავაძის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

24 სექტემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირი: რუსეთს მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები დაიცვას

ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.