Imedi.ge /  27 თებერვალი 2020, 13:26 / სანდო წყარო

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი მეორედ გაიტაცეს

სამხრეთ ოსეთი საზღვარი

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი გაიტაცეს. ელდარ გუნდიშვილის უკანონო დაკავებას სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე მეორედ დააკავეს.

70 წლის კაცი საკუთარი სახლიდან 800 მეტრში, მაშინ გაიტაცეს, როცა ის შეშას აგროვებდა. ინციდენტის ადგილას მავთულხლართები არ არის. ის ზემო არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი და სტუმრად მყოფი თბილისის მკვიდრი თეიმურაზ კაზიევი 7 აპრილს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მეორე დღეს გაათავისუფლეს.

ყველა სიახლე

მთვარე

07 აპრილი 2020, 17:42

მსოფლიო

რუსეთი აშშ-ს სხვა პლანეტების ტერიტორიების აგრესიული მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მთვარის და სხვა ციური სხეულების კომერციულ ათვისებას უჭერს მხარს. დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ, ქვეყნის პოლიტიკა კი კოსმოსის კომერციული ათვისების სტიმულირებას უნდა უწყობდეს ხელს.

კაილი ჯენერი

07 აპრილი 2020, 17:37

ეკონომიკა

Forbes-მა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა დაასახელა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, რომელთა ასაკიც 30 წელს არ აღემატება. პირველ ადგილზე ამერიკელი მოდელი და კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი კაილი ჯენერი აღმოჩნდა.

07 აპრილი 2020, 17:21

COVID19

პარიზში დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალა

პარიზის პრეფექტურამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა. კერძოდ, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალება. პარიზის მერიაში ასევე აღნიშნეს, მოსახლეობას ორ მილიონამდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს დაურიგებენ.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:19

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პური არ უნდა გაძვირდეს

„ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 17:11

რეგიონი

მაშველებმა ცაგერში, წყალში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პოლონეთი სეიმი

07 აპრილი 2020, 17:08

მსოფლიო

პოლონეთის სეიმმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემას დაუჭირა მხარი

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციურად, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:07

COVID19

ლევან დავითაშვილი: თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ს სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას

აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ს სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ამ სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აპრილი 2020, 16:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სახლში მკურნალობა პაციენტის ბედის ანაბარა დატოვებას არ ნიშნავს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულის სახლის პირობებში მკურნალობა განმარტა. მისივე თქმით, სახლში მკურნალობა არ ნიშნავს პაცინეტის ბინაზე დატოვებას და ოჯახის წევრებთან ყოფნას.

ნინო გუგუშვილი

07 აპრილი 2020, 16:54

COVID19

ნინო გუგუშვილი: ოჯახი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული სტუმრად იმყოფებოდა, თვითიზოლაციაშია

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

07 აპრილი 2020, 16:51

COVID19

იტალიაში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის ექიმთა ასოციაციაში განაცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:48

COVID19

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით 10 ახალშობილი დაინფიცირდა

რუმინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტიმიშოარას საავადმყოფოში 10 ახალშობილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ნელუ ტერატუს თქმით, ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედეცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ. მისივე თქმით, ახალშობილების დედებს ანალიზები აუღეს, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 16:46

სამართალი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაშია შესაძლებელი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30-დღიანი ვადა. ამასთან ერთად, გასაჩივრება ამ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:39

COVID19

პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი მოყვანილი ყვავილების თაიგულები ექიმებს გაუგზავნეს

N12 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი გამოყვანილი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგულები ახალ კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს გაუგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მედიკოსებს, პატიმრების მიერ გაკეთებული თაიგულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

07 აპრილი 2020, 16:37

COVID19

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე კორონავირუსით ინფიცირებულ სტიქაროსანზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს შემთხვევა არის ოჯახის დაუდევრობა არც ეკლესიის ბრალია და არც სასულიერო პირის. „ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის,“ - აცხადებს მამა სერაფიმე.

07 აპრილი 2020, 16:34

COVID19

NYT: „პლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას

„თუ ჰიდროქსიქლორინი აპრობირებული სამკურნალო საშუალება გახდება, გაიზრდება რამდენიმე ისეთი ფარმაცეტული კომპანიის მოგება, რომელთა მეწილეებსა და ხელმძღვანელ პირებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი. თავად ტრამპს აქვს მცირე პირადი ფინანსური ინტერესი ფრანგულ კომპანია Sanofi-ში, რომელიც პრეპარატ „პლაქვენილს“ (ჰიდროქსიქლორინის საწარმო დასახელება) აწარმოებს“, - წერს გამოცემა.

თალიბანი

07 აპრილი 2020, 16:33

მსოფლიო

„თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა

„სამწუხაროდ, პატიმრების გათავისუფლება სხვადასხვა მიზეზებით ჭიანურდება. შესაბამისად, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ხვალიდან ამ უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“, - დაწერა „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა Twitter-ზე.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აპრილი 2020, 16:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირებულთა რაოდენობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ეტაპზე პროცესი მართვადია

„არის პატარა მწვერვალები, როდესაც ჩვენ გვაქვს დღეში დაინფიცირებული და იდენტიფიცირებული პაციენტების რაოდენობა - 14,18,11, მაგრამ ასევე გვაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არავინ ფიქსირდება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი ჯერ კიდევ მართულია. თუმცა სიფხიზლე და მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად უფრო გაუმჯობესება - ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რადგან ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გაუარესდეს და ჩვენ პროცესის დინამიკაში მართვა შევძლოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 16:26

COVID19

გიორგი გახარია: გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს ოჯახსა და გმირ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.

მაიკლ გოუვი

07 აპრილი 2020, 16:23

COVID19

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი იზოლაციაშია

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი იზოლაციაში. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. როგორც გოუვი განმარტავს, ის თავს კარგად გრძნობს და არანაირი სიმპტომები არა აქვს. „წესების თანახმად, მე იზოლაციაში ვარ. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ“- წერს ჩინოსანი.

ჯანმო

07 აპრილი 2020, 16:22

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევი გაუქმება იგივეა, რაც ავად იყო, საწოლიდან წამოდგე და სირბილი დაიწყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, შესაძლო რისკების შსწავლის გათვალისწინებით. ამის შსახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.