imedi /  10 მარტი 2020, 16:01 / სანდო წყარო

ნაზი ჯანეზაშვილი: ეს არის კლანის სტანდარტის კონსულტაციები და ჰგონიათ, რომ ამით გამჭვირვალობას შესძენენ ამ პროცესს

ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

ეს არის კლანის სტანდარტის კონსულტაციები და ჰგონიათ, რომ ამით გამჭვირვალობას, ან რამე ტიპის ვალდებულებას შეძენენ ამ პროცესს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა რამდენად კანონიერად მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად გასაუბრების პროცესი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაახლოები წელიწადნახევარზე მეტია არ დაუსახელებია კანდიდატურა, თუმცა უცებ გადაწყდა, რომ ამ მიზნით საბჭოში მოსამართლე წევრების ერთსაათიანი კონსულტაციები დღეს გაიმართებოდა.

„გუშინ ასე უცებ მოვისმინეთ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისგან და უშუალოდ გიორგი მიქაუტაძის მხრიდან, რომ დღეს კონსულტაციები უნდა გაიმართოს ჯერ უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებთან. ერთსაათიანი კონსულტაციების დასრულების შემდეგ კი გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, კონსულტაციები რეალირ მიზანს რომ ემსახურებოდეს, გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ საჭირო იქნებოდა შესაბამისი დრო.

„ეს კონსულტაციები არის ფორმალური ხასიათის. ეს არ არის მაღალი სტანდარტის, ეს არის ე.წ. მაღალი სტანდარტი. ეს არის კლანის სტანდარტის კონსულტაციები და მათ ჰგონიათ, რომ ამით გამჭვირვალობას, ან რაიმე ტიპის ვალდებულებას შეძენენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ მოხდება, რადგან არ ვიცი, რატომ იმართება კონსულტაციები, რის შემდეგაც ის გადაწყვეტილება გაფორმდება, რომელიც ამ ჯგუფმა სადღაც უკვე მიიღო. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით უნდა იყოს არჩეული და იგი უნდა იყოს სასამარლოს სახე, სამართლიანობის სიმბოლო, თუმცა, როგორც ჩანს საბჭო აპირებს რაც შეიძლება სწრაფად, მათი ინტერესების შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება. წარადგინონ კანდიდატი საქართველოს პარლამენტში და ამით გაიმყარონ თავიანთი თანამდებობები“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭში არის კიდევ ერთი, საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში უზენაესის თავმჯდომარე ასევე იყო საბჭოს წევრი. მომავალში კი ეს ასე არ იქნება. „უზენაესი სასამართლოს თვმჯდომარე იქნება ერთ-ერთი რიგითი წევრი და საბჭოს მოუწევს ახალი თავმჯდომარის არჩევა. ეს საბჭოს შიდა პროცედურაა და ამაში პარლამენტი არ ერევა“, - დასძინა ჯანეზაშვილმა.

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა დაასახელა.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2026, 09:31

მსოფლიო

The Telegraph: რუსეთმა კარის ზარის კამერებზე კიბერთავდასხმა განახორციელა, რათა ნატოს ბაზებისთვის ეთვალთვალა

ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურების განცხადებით, რუსეთი ნატოს სამხედრო ბაზებსა და სამხედრო მარშრუტებზე მეთვალყურეობას ინტერნეტთან დაკავშირებული სამოქალაქო კამერების, მათ შორის კარის ზარის კამერების, გატეხის გზით ახორციელებდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 09:12

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს საქართველოში

11 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

შალვა პაპუაშვილი

11 ივლისი 2026, 09:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს

ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

11 ივლისი 2026, 08:59

სპორტი

დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - ღონისძიებას პირდაპირ ეთერში 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ

დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

11 ივლისი 2026, 08:21

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის ხელისუფლება საწვავის კრიზისის ფონზე მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე, ციმბირის რეგიონების ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

11 ივლისი 2026, 08:01

მსოფლიო

ტრამპი იმუქრება, რომ ირანს პირისაგან მიწისა აღგვის, თუ ისლამური რესპუბლიკა მის მკვლელობას შეეცდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1 000 რაკეტა უკვე დამიზნებულია ირანზე და მზადაა გასაშვებად, თუ ისლამური რესპუბლიკა მას მოკლავს ან მკვლელობის მცდელობას შეეცდება.

11 ივლისი 2026, 01:09

სპორტი

ესპანეთი 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ბელგია დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

ტემი ბრიუსი

11 ივლისი 2026, 01:04

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილე: აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამავდროულად, მზადაა, პასუხი მოთხოვოს ირანს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს

აშშ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამავდროულად, მზადაა, პასუხი მოთხოვოს ირანს იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, - განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა.

მოჰამად ბაღერ ყალიბაფი

11 ივლისი 2026, 00:51

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ჩვენ არ ვენდობით ამერიკელებს - როგორც კი ამერიკელები დაარღვევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით საყოველთაო თავდაცვისთვის

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა და პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის „საყოველთაო თავდაცვისთვის“, იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაარღვევს გასულ თვეს ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

11 ივლისი 2026, 00:19

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რაც მოჰყვა მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებს.

ალექსანდრე წივწივაძე

10 ივლისი 2026, 23:11

სპორტი

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია

კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზობაში 200-მეტრიანი დისტანცია 41,09 წამში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

10 ივლისი 2026, 23:01

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც

უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

10 ივლისი 2026, 22:23

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება დღეს ვერ შედგა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით დღეს შეთანხმება ვერ შედგა.

ლინდსი გრემი

10 ივლისი 2026, 22:04

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი: კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია

აშშ-ის კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია. მოსალოდნელია, რომ კონგრესი მას უახლოეს ხანში დაამტკიცებს, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, სენატორმა ლინდსი გრემმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

ბექა ჭულუხაძე

10 ივლისი 2026, 21:53

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძეა

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა.

მერაბ დვალიშვილი

10 ივლისი 2026, 21:51

სპორტი

მერაბ დვალიშვილი: სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ

ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვემზადები ჩემი ტრილოგიისთვის. ერთი კვირის წინ ჩამოვედი თბილისში და მგონია, რომ საკმაოდ მოვემზადე ამ პერიოდში, რომ ღირსეულად ვიჭიდაო, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ მერაბ დვალიშვილმა.

10 ივლისი 2026, 21:50

კულტურა

ბაქოში, საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე განხილული იყო ელექტრონული სისტემების დანერგვის პროცესი. აღინიშნა, რომ სისტემა აერთიანებს როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე სახელოვნებო განათლების და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროს და უზრუნველყოფს მათი მართვისა და ადმინისტრირების თანამედროვე, ციფრულ მექანიზმებს.

10 ივლისი 2026, 21:43

რეგიონი

პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გამოცდების ჩატარებისთვის გამოყოფილი სივრცეები, ვიდეო მეთვალყურეობის კაბინეტი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ოთახი დაათვალიერეს.

10 ივლისი 2026, 21:30

სამართალი

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გენო პეტრიაშვილი

10 ივლისი 2026, 21:06

სპორტი

გენო პეტრიაშვილი: RAF Georgia-ს ტურნირზე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ისიამოვნებს

ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ისიამოვნებს, რომ მსოფლიო დონის ბევრი ათლეტი იასპარეზებს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ გენო პეტრიაშვილმა. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაღელვებელია, რომ ამ ორგანიზაციის და შეჯიბრების ნაწილი ვარ“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.