შს სამინისტრო გუკა რჩეულიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გუკა რჩეულიშვილი
ფოტო: Facebook
„ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პოლიციამ თბილისში შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.რ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცავებმა მისი ცოლის - ლ. კ. - ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს.
ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, მიმდინარე წლის 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად, გ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, შესაბამისად, პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გ.რ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა გ.რ. თბილისში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“ - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. გუკა რჩეულიშვილის მიმართ გამოძიება ნარკოდანაშაულის ფაქტზეც დაიწყო.
ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2023, 21:28
საზოგადოება
ბაბი კირკიტაძე მის შესახებ ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო სასამართლოს მიმართავს
ბაბი კირკიტაძე მის შესახებ სოციალურ ქსელებში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

07 დეკემბერი 2023, 21:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

07 დეკემბერი 2023, 21:16
პოლიტიკა
ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრობა“ დატოვა. „მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში, - განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე.

07 დეკემბერი 2023, 21:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბარნა სჟიგმონდს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბარნა სჟიგმონდს შეხვდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07 დეკემბერი 2023, 20:40
პოლიტიკა
ბარნა პალ ჟიგმონდის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საკითხი დამოუკიდებელი პროცესია
უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ გვჭირდება ახალი სტრატეგია, რადგან ქვეყანა ომია, - ამის შესახებ უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბარნა პალ ჟიგმონდიმ ჟურნალისტებს უკრაინის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

07 დეკემბერი 2023, 20:38
LIVE ისრაელი
ისრაელის მთავრობის მინისტრის, გადი აიზენკოტის შვილი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა
ისრაელის მთავრობის მინისტრისა და ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გადი აიზენკოტის შვილი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 20:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უკრაინის გარშემო დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის კავშირი არ არსებობს, სტატუსთან დაკავშირებით განხილვა წელსაც განცალკევებულად მოხდება
შარშან უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა. მაშინ განცალკევებულად განიხილებოდა ეს საკითხი და რა თქმა უნდა, წელსაც სამივე ქვეყნის საკითხი განცალკევებულად განიხილება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 20:24
საზოგადოება
კახა კალაძე: დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო, მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს
თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. „დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო.

07 დეკემბერი 2023, 20:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება - ყველა სფეროში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა და ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს
უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მყარი მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 20:19
LIVE ისრაელი
ნეთანიაჰუ: თუ „ჰეზბოლა“ ფართოსმასშტაბურ ომს დაიწყებს, ბეირუთს ღაზად გადააქცევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ლიბანური რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ფართოსმასშტაბურ ომს დაიწყებს, ბეირუთს ღაზად გადააქცევს.

07 დეკემბერი 2023, 20:17
პოლიტიკა
ბარნა პალ ჟიგმონდი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. მხარს ვუჭერთ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. მხარს ვუჭერთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბარნა პალ ჟიგმონდიმ ჟურნალისტებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

07 დეკემბერი 2023, 20:04
კულტურა
IMDb-მ 2023 წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები დაასახელა
ვებგვერდმა IMDb 2023 წლის საუკეთესო ფილმები, სერიალები და ასევე ცნობილი ადამიანები დაასახელა. პლატფორმამ რეიტინგი შოუებისა თუ ფილმების მნახველთა რაოდენობას მიხედვით შეადგინა.

07 დეკემბერი 2023, 19:51
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთს სურს ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და მეგობრობის ზღვად აქციოს
ათენში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთს სურს ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და მეგობრობის ზღვად აქციოს.

07 დეკემბერი 2023, 19:44
საზოგადოება
ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ჰაიდელბერგის სოციო-სამართლებრივი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

07 დეკემბერი 2023, 19:18
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო.

07 დეკემბერი 2023, 19:15
მსოფლიო
სი ძინპინი: ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში განსხვავებული პოლიტიკური სისტემების გამო.

07 დეკემბერი 2023, 18:57
საზოგადოება
უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 18:46
საზოგადოება
TAV Georgia-მ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა
TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტრადიციულად, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს TAV-ის სახელობითი სტიპენდია გადასცა.

07 დეკემბერი 2023, 18:34
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ს სია ოდნავ ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად მამამისი, გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს
„ელენე ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება.” - წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

07 დეკემბერი 2023, 18:30
ეკონომიკა
Eurowings-ი მოლდოვის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს
ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს დამატებით ახალ მიმართულებებზე. Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. რეგულარულ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინეუ, ტაშკენტი, ბაქო, აქტაუ, ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.