imedi /  30 მარტი 2020, 13:58 / სანდო წყარო

შსს-ში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობენ

„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“- ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში განუცხადეს.

მანამდე ვებგვერდმა ZDNet დაწერა, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა.

საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი მისამართი, საიდენტიფიკაციო და ტელეფონის ნომრები.

ჰაკერული ფორუმის წევრის მტკიცებით, პირადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდიდანაა აღებული.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსლან აბაშიძე

21 იანვარი 2021, 19:21

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!

ნიკოლოზ სამხარაძე

21 იანვარი 2021, 19:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადგენილი, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია

ეს არის სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად არის დადგენილი ის, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დაარღვია საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება.

ანტონიუ კოშტა

21 იანვარი 2021, 19:08

COVID19

22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, 22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება. ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

კახა ბექაური

21 იანვარი 2021, 18:59

საზოგადოება

კახა ბექაური: უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე გააკეთა.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს

ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:57

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინის გაკეთება ადამიანის კეთილი ნებაა და მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რისკებისა და სარგებლის შეფასების საფუძელზე

ვაქცინაცია ყველასთვის რეკომენდირებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს, ვისაც დაავადება გადატანილი აქვს, მას არ სჭირდება ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე

ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მთელი რიგი მტკიცებულებები გამქრალი იყო.

ნიკოლას მადურო

21 იანვარი 2021, 18:51

მსოფლიო

ნიკოლას მადურო: დონალდ ტრამპი წავიდა, ეს ჩვენი ტრიუმფია

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებიდან წასვლა ვენესუელის ტრიუმფს ნიშნავს.

ალექსანდრე მოწერელია იგორ დოლგოვი

21 იანვარი 2021, 18:47

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია უკრაინის ელჩს შეხვდა

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მოწერელია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი ძირითად შეეხო საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობას, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, სოფლის მეურენობის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:47

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მივიღოთ

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ამოცანაა, ვაქცინაციამ წლის ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე: წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე

ყოველთვის ვამბობდით და ეჭვს გამოვთქვამდით, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი იმას, რომ საქართველოს საზიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არ იყო შემთხვევითი.

21 იანვარი 2021, 18:28

საზოგადოება

გენადი არველაძე: ვქმნით მექანიზმებს იმისთვის, რომ ავტომობილების ტექისპექტირების პროცესში უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის შესაძლებლობები გვქონდეს

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც, ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დეტალურად განიხილეს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შესაძლებლობები და მის წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დისკუსიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა.

ანგელა მერკელი

21 იანვარი 2021, 18:27

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის მუტაცია გაცილებით გადამდებია და პანდემიის კონტროლს ართულებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანელები კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ ვარიანტს სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს პროკურატურამ 2013 წლის შემდეგ ასობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელთა საფუძველზეც გადაწყვეტილება ლოგიკური იყო

„ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი ხელში გვიჭირავს და ამაში უდიდესი წვლილი აქვთ ქართველებს, იმ ადამიანებს, რომელბმაც გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა. წარადგინეს მტკიცებულებები. როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე მადლობას გადავუხდი პროკურატურას, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. უამრავი მტკიცებულება მოიპოვა. 2013 წლის შემდეგ არაერთი, ასეულობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელტა საფუძველზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკური იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Sputnik V-ვაქცინა

21 იანვარი 2021, 18:21

COVID19

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: ის არის დამარცხებული „მთავარსარდალი“, ომიდან გაქცეული, რომელმაც მიატოვა თავისი ჯარისკაცები

მქონდა ილუზია, რომ დღევნდელ დღეს მაინც ამ სპეკულაციებსა და სიგიჟეში არ შევიდოდნენ და ამ ისტორიული გამარჯვების დღეს გადადებდნენ ყველაფერს და უბრალოდ მიულოცავდნენ ქართველ ხალხს, თავიანთ სამშობლოს, თავიანთ თავს ისტორიულ, სამართლებრივ ომში გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

თეა ახვლედიანი

21 იანვარი 2021, 18:13

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ისტორიულია

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 18:01

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური კომუნიკაცია პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტთან.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველომ სამართლებრივი ომი მოიგო და ეს იყო ბეჭედი რომ - რუსეთი ოკუპანტია

დღეს არის მართლაც ისტორიული დღე, ჩვენ ეს თარიღი უნდა დავიმახსოვროთ და ბევრჯერ გამოგვადგება. სამართლებრივად ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების სხვადასხვა პუნქტი, საერთაშორისო ვალდებულებების აბსოლუტური იგნორირება გააკეთა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.