imedi /  22 აპრილი 2020, 12:37 / სანდო წყარო

მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბაჩო ქათამაძე

ბაჩო ქათამაძე

მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებულ ბაჩო ქათამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

პროცესი დისტანციურ რეჟმში წარიმართა. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბაჩო ქათამაძე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხანძარი ბიბლიოთეკაში 19 აპრილს გაჩნდა.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 16:10

საზოგადოება

ზღვის უბნის IV მიკრორაიონში ახალი სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, შავი მიწა იშლება და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

გიგა ბოკერია

29 მაისი 2020, 16:10

პოლიტიკა

გიგა ბოკერია პრემიერს: ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება, მოგვისმინე, ტონი შეიცვალე და იქნებ რამე გაიგო

„ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? - „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთ“ - ვინ წაგახალისათ, ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის ცოტა პატივისცემა ისწავლოთ?! თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო?! პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდე და ორ ერზე ილაპარაკო ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან, თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ეს კრიზისი ოპოზიციას გადააბრალოთ?! დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხო? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოს ვერ უბედავთ, ხომ ეგრეა თქვენი მსოფლმხედველობა. ვინც სამოქალაქო წესრიგს ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდგულზე იყოთ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ?! თქვენი აზრით ეს არის რაც ქვეყანას გამოადგება? ჩვენი ინტერპელაცია რომ იქნება მოგვისმინე, ტონი შეიცვალე და იქნებ რამე გაიგო“, - მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს.

29 მაისი 2020, 16:09

ეკონომიკა

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები არ უქმდება

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა

ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბიზნესის მიერ გაკეთებულ შემოწირულობებზე განაცხადა. „როდესაც ბიზნესი ახორციელებს თანხის შეწირვას კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს არის ძალიან კარგი. ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, ბიზნესს ართმევდა, ოჯახებს აუბედურებდა, კლავდნენ, აწამებდნენ.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 15:50

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე 8 ტყუილზე ირაკლი კობახიძის რეპლიკას პასუხობს და აცხადებს, რომ სინამდვილეში 8 სიმართლე ისროლა. რომან გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

გიორგი კანდელაკი

29 მაისი 2020, 15:49

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი მთავრობას მოსახლეობის დასახმარებლად, ააიპ-ების გაუქმებას სთავაზობს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოების მოთხოვნებს არ პასუხობს და მთავრობას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა აიპ-ების გაუქმებით მოსახლეობას მეტი ფულადი თანხით დაეხმაროს.

29 მაისი 2020, 15:48

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ონლაინ შეხვედრა გამართა

2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აუდუნ ჰალვორსენთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და საერთაშორისო ფორმატებში ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები.

29 მაისი 2020, 15:47

COVID19

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სავაჭრო მოლებმა და ცენტრებმა

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში. არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

თორნიკე რიჟვაძე

29 მაისი 2020, 15:45

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს რეგიონში ტურისტული სეზონის უსაფრთხოების სტანდარტები და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს. აჭარის პრესის ინფორმაციით, სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მწვანე ზონის სტატუსის შენარჩუნებისა და ტურიზმის ინდუსტრიის მოსალოდნელ პოზიტიური დინამიკაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:44

პოლიტიკა

კახა კალაძე Gorbi-ის კვლევაზე: სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, ამას უნდა შენარჩუნება

მე სხვა შედეგს ნამდვილად არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ამას უნდა შენარჩუნება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა. „საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ დაინახა, როგორ ზრუნავს ხელისუფლება მათზე, როგორი დამოკიდებულება აქვს მთავრობას ადამიანების მიმართ.

ირმა ინაშვილი

29 მაისი 2020, 15:40

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის ხსენებისას პარტია დააკონკრეტონ

„ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები. მე ვთვლი, რომ რეალური ოპოზიცია პარლამენტში დღეს ვართ „საქართველოს პატრიოტები“.

29 მაისი 2020, 15:39

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით

„პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები, ტელეკომპანია „მთავარი“ და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები, განაგრძობენ ცრუ და სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის წინააღმდეგ“.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 15:36

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონმა რომანმა ბრძანა ტყუილი, 427 206 ადამიანს სახელმწიფომ სოციალური დახმარება უკვე ჩაურიცხა

ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 15:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია - თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, ლოგიკურია

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, 2012 წლამდე ბიზნესი იყო წნეხის ქვეშ, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია, რომ თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, აბსოლუტურად ლოგიკურია.

29 მაისი 2020, 15:34

მსოფლიო

მინეაპოლისში საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავა

აშშ-ში ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ჩართვისას დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად CNN-ი ავრცელებს.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 15:32

საზოგადოება

კახა კალაძე: მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ამისთვის გულწრფელი მადლობა საზოგადოებას

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამისთვის მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების მიმართულებით ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. კალაძე აცხადებს, რომ თუ დისტანციის დაცვის აუცილებლობა გახდება საჭირო, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

29 მაისი 2020, 15:26

ეკონომიკა

რა რეკომენდაციების დაცვით უნდა იმუშაონ კვების ობიექტებმა

ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდების ერთ მაგიდასთან განთავსება.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 15:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 5 წუთის განმავლობაში რომან გოცირიძემ 8 ტყუილის თქმა მოასწრო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, 5 წუთში 8 ტყუილი თქვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 15:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონი რომან გოცირიძე მთავაზობდა სამშენებლო კომპანიებისა და მოქალაქეების ისევე მიტოვებას, როგორც მათ მიატოვეს ისინი 2008 წლის კრიზისის შემდგომ

„ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი“.

29 მაისი 2020, 15:20

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 360 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 360 ათასს გადააჭარბა.