imedi /  10 მაისი 2020, 23:43 / სანდო წყარო

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალ კადრებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი ავრცელებს

გუდაურში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი Facebook-ში მკვლელობის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

როგორც Lead Consulting-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, საზოგადოებას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ, არასრული და არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება.

„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ უარყოფენ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტს, ისინი გრძნობენ მათ წილ პასუხისმგებლობას და თანამშრომლობენ გამოძიებასთან, თუმცა ცალკეული პირებისათვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვეთანხმებით კვალიფიკაციას, ვინაიდან აღნიშნულ პირთა ნაწილი მოქმედებდა მხოლოდ დამნაშვის განიარაღების მიზნით, ამავდროულად მათ საერთოდ არ მიუღიათ მონაწილოება გასროლამდე მერაბ კობიაშვილთან დაპირისპირებაში.

წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ:

1) კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო მერაბ კობიაშვილის მიერ მთვრალ მდგომარეობაში მიხეილ უნდილაშვილის უმიზეზოდ და განსაკუთრებული სისასტიკით ცემა. მოცემულ ვიდეომასალაში აღბეჭდილია, თუ როგორ გაყავს მერაბ კობიაშვილს მიხეილ უნდილაშვილი მოფარებულ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ მას ფიზიკურად უსწორდება (იხ. ჩანაწერი N1-2). აღსანიშნავია, სამის მასალებში აღწერილი ცემის ფორმა, კერძოდ კობიაშვილმა უნდილაშვილი დააგდო ძირს, არ აძლევდა მას ადგომის საშუალებას, არტყმევინებდა თავს ყინულით დაფარულ ზედაპირზე და ფეხით უსრესდა ხელებს (იხ. ვიდეოში ასახული ფოტოსურათები).

2) ვიდეო ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ უწმენდს თოვლით სახეს მიხეილ უნდილაშვილს მისი მეგობარი. მათთან მიდის მერაბ კობიაშვილი და მიხეილ უნდილაშვილს აგრესიულად ესაუბრება, რა დროსაც მიხეილ უნდილაშვილის თანმხლები პირი შუაში უდგება მერაბ კობიაშვილს და არ აძლევს შესაძლებლობას, რათა ეს უკანასკნელი, მიუახლოვდეს მიხეილ უნდილაშვილს, პარალელურად იგი მოუწოდებს კობიაშვილს, რომ დატოვოს ტერიტორია (იხ. ჩანაწერი N3). მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდებმა იციან მათი მეგობრის ცემის შესახებ, მერაბ კობიაშვილი მათ ორჯერ ჩააცილეს მის კუთვნილ ავტომანქანასთან, რათა ის წასულიყო სახლში (იხ. ჩანაწერი N6-7).

3) აღნიშნულის შემდგომ მიხეილ უნდილაშვილს და მის მეგობრებს გზად შემოხვდათ, მერაბ კობიაშვილი, რა დროსაც დამცირებულმა მიხეილ უნდილაშვილმა ვერ შეიკავა თავი და თანმხლებ 2 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის ერთი გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილი) ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მერაბ კობიაშვილს. გავრცელებული კადრების დეტალური ანალიზით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს ფიზიკურად უსწორდება მხოლოდ სამი ადამიანი. იქ მყოფი სხვა ორი ადამიანიდან ერთი ცდილობს მათ გაშველებს, ხოლო ერთი საერთოდ არ უახლოვდება კობიაშვილს. აღნიშნული კონფლიქტის იმწუთიერი გაგრძელებაა ვიდეო, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ საჯაროდ გავრცელდა, სადაც არ ჩანს თუ რა ხდება სინამდვილეში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მერაბ კობიაშვილს კვლავ რამდენიმე ადამიანი ურტყავს, რაც არ წარმოადგენს სინამდვილეს. მოცემულ ვიდეოში კი ჩანს, რომ კობიაშვილთან (იხ. ვიდეო ფაილი - ჩანაწერი N8), მიირბენს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ უნდილაშვილი, ხოლო სხვები გააშველებენ მათ.

4) ჩანაწერით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს აქვს წასვლის შესაძლებლობა, იგი ჯდება საკუთარ ავტომანქანაში და ქოქავს მას, მცირე დროის გასვლის შემდგომ იგი გადმოდის ავტომანქანიდან და მიემართება მანქანის მოპირდაპირედ არსებული გასასვლელისაკენ (იხ. ჩანაწერი N9). მას გზად შემოხვდებიან თამაზ გორთამაშვილი და ამჟამად დაზარალებული - დ.ს (რომელიც მანამდე განვითარებულ არცერთ კონფლიქტში არ მონაწილეობდა). ჩანაწერის მიხედვით, თამაზ გორთამაშვილის მოძრაობის ტრაექტორიის გათვალისწინებით ის ცდილობს გვერდი აუაროს მერაბ კობიაშვილს, რა დროსაც მერაბ კობიაშვილი პირველად ფეხში ესვრის თამაზ გორთამაშვილს, რამოდენიმე გასროლის შემდგომ ტყვია მუცლისა და ხელის არეში ხვდება დ.ს-ს, რომელიც მაშინვე ვარდება ძირს (იხ. ჩანაწერი N10). კონფლიქტი გრძელდება თამაზ გორთამაშვილსა და მერაბ კობიაშვილს შორის, სწორედ ამ დროს მერაბ კობიაშვილის განიარაღების მიზნით ადგილზე მორბის რამდენიმე პიროვნება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიაღებულ მერაბ კობიაშვილს მივარდება და რათა აღარ მოხდეს სხვა პირთა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაზიანება ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით ართმევენ მას ცეცსლსასროლ იარაღს.

იარაღის წართმევის შემდგომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით ცდილობენ მერაბ კობიაშვილის შებოჭვას და გაკავებას, ვინაიდან ის ამ დროს მათ წინააღმდეგობას უწევს (ი.ხ ჩანაწერი - N 11). აღსანიშნავია, რომ მერაბ კობიაშვილმა ფიზიკური დაზიანებების ძირითადი ნაწილი მიიღო სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დამნაშავის შეპყრობას ცდილობდნენ“ - ნათქვამია Lead Consulting-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

7 მაისს გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილს ბრალდება დაუზუსტდა, მის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 ადამიანს კი ბრალდება წარედგინა.

გუდაურში მკვლელობა 16 თებერვალს მოხდა. ერთი ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. საქმეზე ერთი კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს. მას პატიმრობა შეეფარდა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

25 სექტემბერი 2021, 21:54

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ძალიან საინტერესო ინიციატივები გაახმოვანა

„ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროში. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მან გაახმოვანა ძალიან საინტერესო ინიციატივები და შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ქვეყნის მთავარ ტკივილს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. პრემიერ-მინისტრმა მაღალი ტრიბუნიდან ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა კავკასიის რეგიონისთვის და მას გაეროში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 21:51

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდით, სადაც ნაჩვენებია თბილისში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, თბილისელებს ახალი ვებგვერდი- Tbilisistvis.ge წარუდგინა. საიტზე განთავსებულია დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული 4 300-ზე მეტი პროექტი და მიმდინარე 380-მდე პროექტი.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 21:46

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია. ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 21:23

პოლიტიკა

კახა იმნაძე: თანამეგობრობა კარგად არის განწყობილი პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მიმართ, რადგან იციან, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც

ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც პრემიერის მხრიდან გაჟღერდა თანამეგობრობისა და დაინტერესებული ქვეყნებიდან ძალიან კარგი განწყობა აქვს. მათ უკვე აქვთ იმის გამოცდილება, რომ საქართველო რასაც ამბობს აკეთებს კიდეც, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 სექტემბერი 2021, 21:23

საზოგადოება

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა ირაკლი ღარიბაშვილი კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამავე უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად მიიწვია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

25 სექტემბერი 2021, 21:13

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის ლექციით გაიხსნება

ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა, რაც საამაყოა ყველა ქართველისთვის. ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ქართველოლოგიის პროგრამა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას

ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო პლატფორმები, რათა მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერ-მინისტრის მიერ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან როცა ასე მკაფიოდ ჟღერდება დეოკუპაციის საკითხი, ეს მნიშვნელოვანია

დეოკუპაცია არაა მარტივი თემა. რა თქმა უნდა ესაა რთული საკითხი. ის, რომ ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ჟღერდება ასე მკაფიოდ ეს საკითხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა იმნაძე

25 სექტემბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

კახა იმნაძე: პრემიერმა გაეროში მკაფიოდ ისაუბრა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან აბსოლუტურად ყველაფერზე ისაუბრა. მან საქართველოს გამოწვევების გარდა ისაუბრა გაეროს პრობლემატიკაზეც. გლობალურ საკითხებზე, რომლებზეც უნდა იმუშაოს გენერალურმა ასამბლეამ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:31

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო სერიაში პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს

ეს არის დიდი სიბინძურე, - ასე შეაფასა კახა კალაძემ „მთავარი აქცენტების“ ეთერში მამის, კარლო კალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება. „ეს არის დიდი სიბინძურე. „სანტა ბარბარა“ მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“. მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოთ თავს დაიწვავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, მაგრამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ

მესმის რთულია, ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

უილიამ შეტნერი

25 სექტემბერი 2021, 19:56

ტექნოლოგიები

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

25 სექტემბერი 2021, 19:35

რეგიონი

ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

25 სექტემბერი 2021, 19:09

ტაბლოიდი

მონაკოს პრინცი Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა

მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, პრინცის ცოლი შარლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.

25 სექტემბერი 2021, 19:03

რეგიონი

პანკისის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

პანკისში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა, - ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგიის აღსადგენად, სამუშაოები მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის, სრულად დასრულებულია.

25 სექტემბერი 2021, 18:40

კულტურა

ერთი დღით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ჩამონათვალი სრულად

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 28 სექტემბერს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 18:27

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.

აბელ აბესაძე

25 სექტემბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

აბელ აბესაძე კასპში მომხდარ ინციდენტზე: კრიმინალი და პროვოკატორი მელიას დავალებაა, შეურაცხყოფითა და ხმაურით მოგვივარდნენ ოფისებში და ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სცადონ, რაც არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ხმაური იყო. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად,შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირებას.

ამირან გამყრელიძე

25 სექტემბერი 2021, 17:49

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

25 სექტემბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.