imedi /  24 მაისი 2020, 14:32 / სანდო წყარო

ბასილაშვილის ადვოკატი: არასრულწლოვნის ჩვენებაში არსად წერია, რომ მამამ დედაზე იძალადა

მალხაზ სალაყაია

მალხაზ სალაყაია

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს არც არასრულწლოვნის ჩვენებით დასტურდება.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბასილაშვილი შვილთან ერთად თავის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მივიდა, ბავშვს მოჰკიდა ხელი და მამას გააცილა. არავითარი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. არასრულწლოვნის ჩვენებაში არსად წერია, რომ მამამ დედაზე იძალადა“, - აცხადებს მალხაზ სალაყაია.

პროკურატურამ ნიკოლოს ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. შემდეგი სხდომა საქმეზე 16 ივლიის ჩაინიშნა.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2021, 13:52

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, უმეტეს შემთხვევაში, ფაქტებს ზედაპირულად, მშრალად აფასებს და ვერ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს აღწერს, ხასიათდება გარკვეული ტენდენციურობითა და ატარებს მიკერძოებულ ხასიათს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

17 სექტემბერი 2021, 13:52

სამართალი

ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. არიან დაშავებულები

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამუცხადეს, ავარიის შედეგად 4 მგზავრია დაშავებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

17 სექტემბერი 2021, 13:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: ISFED-ის ანგარიშში აღწერილი შემთხვევები მოკლებულია მტკიცებულებით გამყარებულ დასაბუთებას

ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ეს ანგარიში შეიცავს მთელ რიგ სახეცვლილ და მტკიცებულებების გარეშე არსებულ ინფორმაციას, ამასთანავე, ანგარიშში აღწერილი შემთხვევები მოკლებულია მტკიცებულებით გამყარებულ დასაბუთებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

17 სექტემბერი 2021, 13:44

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: ბოლო თვეებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნების პირობას წარმოადგენს ხელისუფლების ცალსახა მხარდაჭერა ბიზნესისადმი

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის ეროვნული პროდუქტი, რეალურ ფასებში, ორნიშნა მაჩვენებლით აღემატება არა მხოლოდ წინა წლის მაჩვენებელს, არამედ პანდემიამდელი 2019 წლის აბსოლუტურ მოცულობასაც (+13.9%). ორნიშნა ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან ფიქსირდება 2021 წლის პირველ ნახევარშიც (+12.5%) და იანვარ-ივლისშიც (+12.2%).

17 სექტემბერი 2021, 13:37

პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

სამართალი

მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ: ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა

„პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი არჩევნების შემდეგ მიიღებს

„დღეს კომიტეტი განიხილავს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იცით, რომ ეს ფორმალური ნაწილია, რომელიც ავალდებულებს კომიტეტს, რომ განიხილოს ეს საკითხი. საბოლოო ჯამში ეს გახლავთ პარლამენტის გადასაწყვეტი და ვნახოთ. იცით, რომ არჩევნებამდე არ ვაპირებთ შეკრებას, იქნება შემდეგ სხდომა და პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 13:27

სპორტი

თეა წულუკიანი: ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ქართული სპორტის მუზეუმი

ვინაიდან სპორტის მუზეუმს აღარ გააჩნია საკუთარი ფართი, ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული. მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც, სამინისტრო გეგმავს სამუშაო პროცესის წამოწყებას, რომლის მიზანიც სპორტის მუზეუმის აღდგენა და მისთვის შესაბამისი ფართის გამონახვაა.

17 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

ისრაელში ჩატარებული კვლევა: ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან

ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ის პირები, რომლებმაც ვაქცინის მესამე დოზა მიიღეს, თითქმის 20-ჯერ მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და 10-ჯერ მეტად - ინფიცირებისგან იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მეორე დოზა, სულ მცირე, ხუთი თვის წინ მიიღეს.

მაია რჩეულიშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:17

სამართალი

მაია რჩეულიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაგზავნის შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. მაია რჩეულიშვილი 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.

17 სექტემბერი 2021, 13:16

ეკონომიკა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, საქართველოს მასშტაბით 12 976 გადამხდელს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჩივრა ოზურგეთის მოქმედი მერის ქმედება - სამსახურეობრივი ნიშნით შეხვედრა თანამშრომლებთან

არსებობს ორი მუნიციპალიტეტი, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მერი არ იყო, მათ შორის ოზურგეთი, სადაც იცით რომ იქ მოქმედი მერი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, - ასე უპასუხა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის შეკითხვას, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს.

17 სექტემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საია-ს შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ, მონიტორინგის მიმდინარეობისას, რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა

საია-ს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის I შუალედური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზაციამ მონიტორინგის მიმდინარეობისას ვერ აღმოაჩინა რაიმე სახის დადასტურებული კანონდარღვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანალიზში ვკითხულობთ.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის შს მინისტრი და პრემიერი იყო, ცდილობს ძირი გამოუთხაროს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობას

„მან ყველაზე კარგად იცის როგორც შს მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, რა ნიშნავს ეს ბიურო, რა როლი აქვს ამ ბიუროს, მათ შორის ამ ქვეყანაში გამოძიების წარმოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა და რამდენად არასახელმწიფოებრივია, როცა ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობას. დანარჩენი მნიშვნელოვანიც აღარაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ

„ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

იაგო ხვიჩია

17 სექტემბერი 2021, 12:48

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ

„ადამიანის იძულება არ შეიძლება. არ შეიძლება, ადამიანი იძულებით მუშაობდეს, მათ შორის პარლამენტში. ნების გამოხატვაა ხომ მთავარი? ნების ნამდვილობაში უნდა დარწმუნდეს პარლამენტი. უფლებამოსილების შეწყვეტა ნიკა მელიას თუ ნამდვილად უნდა, მონა ხომ არ არის, პარლამენტში ძალით ვამუშაოთ. არ მგონია, მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის ჩემი ხმა გახდეს საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნიკას დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალეკო ელისაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ნიკა მელიას ასე ძალიან თუ უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, დეპუტატი იყავიო

„როცა პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას უჩერებდნენ, მაშინ ამის წინააღმდეგ ხმა მივეცით და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. ვინაიდან, ახლა თავად ითხოვს, კი ბატონი, შეუწყდეს. თუ ასე ძალიან უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

17 სექტემბერი 2021, 12:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო კანონმდებლობისა და ორგანიზაციიების შიდა სტანდარტების დარღვევები ერთმანეთისგან გამიჯნონ

„სამი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშებში, ზოგადი ტენდენციაა იმის ხშირად მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო.

17 სექტემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ

აშშ და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონში აშშ-ისა და ავსტრალიის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

17 სექტემბერი 2021, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას - ვის აწყობს ის, რაც ახლა ხდება და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობამდე“

ჩვენ თუ დავსვამთ კითხვას - ვის აწყობს ის, რაც ახლა ხდება და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობამდე“, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სავარაუდო ფარული ჩანაწერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.