imedi /  31 მაისი 2020, 12:09 / სანდო წყარო

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10 თანამშრომელი მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ მშვიდობის პირობებში, იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს პროფესიული დღე, პოლიციის დღე, არამარტო თქვენ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან - ხელმძღვანელით დამთავრებული. ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს - სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი. ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენს ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი გააკეთეთ, არ მინდა, რომელიმე გამოვყო, ყველა დანაყოფი იყო ჩართული და მე მინდა, მადლობა გითხრათ, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ, წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა. ვიცით, თუ რა სამსახურია - წლებია, მეც დიდი ხანია უკვე ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში ვარ, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ" - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა. II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი - ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ - ავთანდილ ჩიტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მანუჩარ მარგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - ალექსანდრე ბირთველიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი - რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი - ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი - ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი - ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:20

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:08

მსოფლიო

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ

აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 სექტემბერი 2026, 23:39

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

01 სექტემბერი 2026, 23:01

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2026, 22:32

მსოფლიო

ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

01 სექტემბერი 2026, 22:07

სამართალი

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

01 სექტემბერი 2026, 21:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:21

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

01 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.

თამარ იოსელიანი

01 სექტემბერი 2026, 20:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

01 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:47

საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

01 სექტემბერი 2026, 20:42

საზოგადოება

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:38

საზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.