imedi /  01 ივნისი 2020, 14:31 / სანდო წყარო

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო

მიხეილ კალანდია

მიხეილ კალანდია

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევისა და 150 მოწმის თავიდან გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.

უფლებადამცველის განცხადებით, გაურკვეველი მიზეზით, სასჯელაღსრულების ორგანომ პროცესზე მსჯავდებულის დასწრებისგან თავი შეიკავა.

მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

მეი მასკი

02 ივლისი 2020, 15:51

კულტურა

ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს

წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ყვება როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.

02 ივლისი 2020, 15:48

სამართალი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ​ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. გასათვალისწინებელია, რომ

ენტონი ფაუჩი

02 ივლისი 2020, 15:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: თუ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება, აშშ უფრო დიდი ეპიდაფეთქების რისკის წინაშე აღმოჩნდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.

ენრიკე

02 ივლისი 2020, 15:34

სპორტი

ბრაზილიელი ფეხბურთელი ენრიკე ავტომანქანით კლდიდან გადავარდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი ენრიკე უმძიმეს ავარიაში მოყვა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას Globoesporte ავრცელებს. „კრუზეიროს“ ნახევარმცველის მანქანა კლდიდან გადავარდა და მის გადასარჩენად ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანის მისვლა გახდა საჭირო. ფეხბურთელს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა და გადარჩა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ენრიკე „კრუზეიროს“ ძირითადი შემადგენლობის წევრია და გასულ სეზონში 33 შეხვედრაში ითამაშა.

02 ივლისი 2020, 15:32

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მახათას მთის ფერდობის მწვანე ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 15:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: ეს ჩვენთვის ყოველთვის გამოწვევაა

„ეს ჩვენთვის ყოველთვის გამოწვევაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე განაცხადა. „ეს ჩვენთვის ყოველთვის გამოწვევაა. ამის რისკი ყოველთვის არსებობს. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. მათ შორის, ბუნებრივია, ეს სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაა.

02 ივლისი 2020, 15:12

პოლიტიკა

პარლამენტმა ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 27 წლის წინ ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ ქვეყნის თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მეომრები გაიხსენა.

შარუნას იასიკიავიჩუსი

02 ივლისი 2020, 15:10

სპორტი

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სვეტისლავ პეშიჩი შარუნას იასიკიავიჩუსმა შეცვალა. 44 წლის ლიეტუველმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. იასიკიავიჩუსის სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო, როცა ის „ჟალგირისში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. 2016 წელს კი ყოფილი გამთამაშებელი ლიეტუვური გრანდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 15:09

სამართალი

ირაკლი კობახიძე: მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც სამართალი მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება „ეს არ არის ერთადერთი და პირველი ფაქტი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ დროს წართმეული ქონება მესაკუთრეებს დაუბრუნდათ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც დავა წყდება ისე, როგორც ამას სამართალი მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც ასეა“, - განაცხადა კობახიძემ.

მიანმარი მეწყერი ნეფრიტი

02 ივლისი 2020, 15:01

მსოფლიო

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა, როცა ნეფრიტის შახტთან ასობით ადამიანი დიდი ფირმების მიერ დატოვებული მინერალის ნარჩენებს ეძებდა. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 50 დაღუპულის შესახებ

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 14:54

პოლიტიკა

ნათია თურნავა მარკუეინ მალინზე: კონგრესმენის კონკრეტული განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია

„როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენ, ჩვენ გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონგრესმენის ეს კონკრეტული განცხადება, არის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი და დისონანსში ზემოთნახსენებ შეფასებებთან“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოცემაში „The Hill“ დაბეჭდილ აშშ-ის კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას.

პარლამენტი

02 ივლისი 2020, 14:43

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, მეორე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი დაუჭირა 94 დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდნენ - ალექსანდრე ერქვანია,ირმა ინაშვილი, გელა მიქაძე, ბიძინა გეგიძე.

ალექსანდრ ლუკაშენკო

02 ივლისი 2020, 14:40

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსმა კორონავირუსი დაამარცხა

„ჩვენმა ჯანდაცვის სისტემას გაუძლო. მაგრამ ბრძოლის გრადუსს დაბლა არ ვწევთ, იმის მიუხედავად, რომ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეს.

რატი იონათამიშვილი

02 ივლისი 2020, 14:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით უზრუნველვყოფთ რუსული საფრთხეების განეიტრალებასა და პრევენციას

რუსეთი აქტიურად იყენებს დეზინფორმაციის ინსტრუმენტებს, რაც წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, ესაა ფაქტი და არაერთი საერთაშორისო ანგარიშით დასტურდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ეს საფრთხე და რისკები იზრდება, რადგან რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში არ იყოს სტაბილურობა.

ვენესუელის პარლამენტი

02 ივლისი 2020, 14:39

მსოფლიო

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 დეკემბერს გაიმართება

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა რიცხვი 167-დან 227-მდე გაიზრდება.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 14:35

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში გარედან ჩარევის ნებისმიერ მცდელობას აღვკვეთთ

საქართველოს აქვს მჭიდრო ურთიერთობა თავის პარტნიორებთან, რომ ოქტომბრის არჩევნების დროს, გარედან რაიმე სახის ჩარევის მცდელობაც კი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და აღკვეცილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

რონამ გოცირიძე

02 ივლისი 2020, 14:32

სამართალი

რომან გოცირიძე მაკა ასათიანის განცხადებაზე: თუ 8 წელი არ დააბრუნეს, მაშინ ამ პროცესში ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე

არ ვარ საქმის კურსში, თუ დასაბრუნებელი იყო და 8 წელი არ დააბრუნეს, მაშინ ამ პროცესში ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას გამოეხმაურა.

ამირან სალუქვაძე

02 ივლისი 2020, 14:20

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: 500-მეტრიან რადიუსში ხალხის კონტროლს რომ ითხოვთ, იცით რამდენია? არჩევნებია თუ კარანტინი?

500 მეტრიან რადიუსში ხალხის კონტროლს რომ ითხოვთ, იცით რამდენია?, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ Facebook-ში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს არჩევნების ჩატარებაძე სალუქვაძე მისი სიტყვების დასადასტურებლად რუკასაც აქვეყნებს.

02 ივლისი 2020, 14:06

სამართალი

პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. შედეგად საქართველომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო.

02 ივლისი 2020, 13:59

სამართალი

რატი იონათამიშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი უნდა იყოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება. „როდესაც მომჩივან მხარეს აქვს იმის განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა და ამ სამართლიანობის აღდგენა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი და ძალიან კარგი პრაქტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ.