საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხეს
მირტაგი ასადოვი
ფოტო: Facebook
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხეს.
მირტაგ ასადოვმა გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტს მოაწერი ხელი.
მისი გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა.
30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა
ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი
უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.
26 თებერვალი 2026, 11:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში
ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერში”.
26 თებერვალი 2026, 11:37
მსოფლიო
ორბანი ზელენსკის ღია წერილით მიმართავს: 4 წლის განმავლობაში მუშაობთ იმისთვის, რომ აიძულოთ უნგრეთი ჩაებას ომში თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უნგრეთის ოპოზიციისგან
„ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვსურს ომის ძალისხმევის დაფინანსება და არ გვსურს ენერგიაში მეტის გადახდა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „მეგობრობა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან. მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, - წერს ორბანი.
26 თებერვალი 2026, 11:35
პოლიტიკა
მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს პასუხი კითხვებზე, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა
მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს კითხვებზე პასუხი, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 11:31
ჯანდაცვა
ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო - ქირურგებმა ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარეს
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევის შემდეგ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
26 თებერვალი 2026, 11:20
სამართალი
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში 10 ბრალდებულის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხებიან. მათ შორის, გამოიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ადგილი დაათვალიერა.
26 თებერვალი 2026, 11:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ამორფული მოცემულობაა. ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ
ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ, ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი პოლიტიკა გაამართლონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
26 თებერვალი 2026, 11:14
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება
ის დღის წესრიგი, რომელიც ბრიტანეთს შეეთავაზა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებებში, რაც „იმედთან“ ერთად „პოსტივისაც“ ეხება, არის მეხუთე კოლონის, ქართველი მოღალატეების დამსახურება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
26 თებერვალი 2026, 11:14
მსოფლიო
Transparency International Russia: ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარის ოდენობით ივაჭრეს
საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე სულ მცირე 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International Russia ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 11:01
მსოფლიო
Politico: თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს პირველი ისრაელი დაარტყამდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლები ფიქრობენ, უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს ჯერ ისრაელი დაარტყამდა, ხოლო შემდეგ ამერიკა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 11:00
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა⚽
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქი კარი 66-ე წუთზე აიღო. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ხვალ, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
26 თებერვალი 2026, 10:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
26 თებერვალი 2026, 10:44
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სტარმერი თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს ის სხვას ასანქცირებდეს
უკრაინასთან მიმართებაში ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილ რიტორიკას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან დიდი ხანია არ ისმის უკრაინასთან მიმართებაში ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი.“
26 თებერვალი 2026, 10:44
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი.
26 თებერვალი 2026, 10:40
სამართალი
საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 30 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
26 თებერვალი 2026, 10:39
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
26 თებერვალი 2026, 10:39
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
26 თებერვალი 2026, 10:38
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ სახელით უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანია "Postv-ის" და ტელეკომპანია „იმედს“ - ისინი აკეთებენ უზარმაზარ საქმეს და ამას აფასებს ქართველი ხალხი
ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად მიიჩნევს.
26 თებერვალი 2026, 10:38
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


