imedi /  08 ივნისი 2020, 16:29 / სანდო წყარო

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

პროკურორი ვასილ სამხარაძე

პროკურორი ვასილ სამხარაძე

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა პროკურატურამ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.

პროკურორ ვასილ სამხარაძის განმარტებით, საუბარია ცეცხლსასროლ იარაღსა და ვაზნებზე, რომელებიც გიორგი რურუას ჩხრეკის დროს ამოიღეს.

„დღეს გამოვიკვლიეთ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. რაც შეეხება მოწმეების დაკითხვას, პროცესი 10 ივნისს განახლდება“, - განაცხადა ვასილ სამხარაძემ.

ადვოკატის თქმით, კი ბრალდებულმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველად ნახა და აღნიშნული მოსამართლის წინაშეც დაადასტურა.

მისივე განმარტებით, ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას აჭიანურებს, რადგან მათი დაკითხვის შემდეგ აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, რაც პროკურატურისთვის მიუღებელია. სახელმწიფო ბრალდება მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველა სიახლე

02 ივლისი 2020, 20:21

COVID19

ანკარაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი ღონისძიებები აიკრძალება

ანკარას გუბერნატორის განცხადებით, დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი შეხვედრები და თავყრილობები აიკრძალება.

02 ივლისი 2020, 20:06

პოლიტიკა

ბიურომ უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის გრაფიკი განსაზღვრა

პლენარულ სხდომის დღის წესრიგს დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

აშრაფ ჰაკიმი

02 ივლისი 2020, 20:04

სპორტი

აშრაფ ჰაკიმი „ინტერში“ გადავიდა

ჰაკიმი სამეფო კლუბის აკადემიაში 2006 წლიდან ჩაირიცხა და „რეალის“ ძირითად გუნდში მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა. ბოლო ორი წელი კი იჯარის წესით დორტმუნდის „ბორუსიაში“ გამოდიოდა და გასული სეზონი 32 შეხვედრაში გატანილი 5 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა.

02 ივლისი 2020, 19:58

საზოგადოება

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება, რომელიც 3 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 19:57

სპორტი

ლევან მჭედლიძემ თბილისის „დინამო“ დატოვა

30 წლის ფორვარდი „დინამოში“ 2019 წლის სექტემბერში ჩაირიცხა და 5 შეხვედრაში ერთადერთი ბურთი 6 ოქტომბერს, ბათუმის „დინამოსთან“ პრინციპულ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართულ 32 შეხვედრაში მჭედლიძის ანგარიშზე 2 გოლია.

დონალდ ტრამპი

02 ივლისი 2020, 19:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს.

გედევან ფოფხაძე

02 ივლისი 2020, 19:49

პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: ერთადერთი გარიგება უნდა შედგეს პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის

„ეს იქნება სწორი პოლიტიკური გზავნილი ამ არჩევნებზე, სხვანაირად არჩევნები არ უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ირაკლი შენგელია

02 ივლისი 2020, 19:48

რეგიონი

ირაკლი შენგელია: საკრებულოს ხარჯების გამჭვირვალობა და დასაბუთებულობა უზრუნველყოფილია

ირაკლი შენგელია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ანგარიშს ეხმიანება. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის, საკრებულოს, დეკლარირებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ღია მმართველობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

02 ივლისი 2020, 19:42

საზოგადოება

რამდენი აივ ინფიცირებული ბავშვია საქართველოში - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 19:38

პოლიტიკა

დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროსაბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების მინისტრების წერილი გადასცეს

შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცეს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი, რომელიც ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.

02 ივლისი 2020, 19:30

COVID19

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 324-მდე გაიზარდა.

02 ივლისი 2020, 19:27

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

გორში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა. მას პროკურატურა 109-ე მუხლით ედავება. ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია გუშინ ღამით მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა,ის მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 19:13

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი უკავშირდება

„სტრასბურგმა პირდაპირი ვერდიქტი გამოიტანა და ისინი ამხილა რეჟიმი, რომელიც კლავდა. ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რეჟიმს შეეწირნენ. ამ დახოცილი ოჯახების სისხლს, როგორც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოიწმენდს. ამ ადამიანების გაცოცხლება ვეღარ მოხერხება და სახელმწიფოს ყოველ წაგებულ ქეისზე საერთაშორისო დონეზე კომპესაციების გადახდა უწევს. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ მათი ხელწერა არ იცვლება და რეალურად ისინი ცდილობენ, რომ იგივე გიორგი შაქარაშვილის საქმე რომ ავიღოთ, პოლიტიკურ ბმაში იყოს კონკრეტული დანაშაულებები“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 19:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დესტრუქციული ჯგუფები ეცდებიან სიძულვილის ენით აწარმოონ საარჩევნო კამპანია

გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები სიძულვილის ენით ეცდებიან აწარმოონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ დავცალოთ საარჩევნო პროცესი სიძულვილის ენისგან და მეტად პოზიტივზე, საარჩევნო საკითხებზე, პარტიის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე და კონკურენციაზე დაფუძნებით წარვმართოთ საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

02 ივლისი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიგი წერეთელი სომხეთის პარლამენტის წევრებს ონლაინ ფორმატში ესაუბრა

საუბრის თემა შეეხებოდა ეუთოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს. ასევე, სომხეთში არსებულ ვითარებას კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ სამუშაოს, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებს ეპიდემიის ჯანდაცვითი და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად.

თბილისის მერია

02 ივლისი 2020, 18:58

საზოგადოება

თბილისის მერია რამდენიმე პიროვნების ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, ასევე, კონკურსი ცხადდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

ვიქტორ ბაბარიკო ედუარდ ბაბარიკო

02 ივლისი 2020, 18:56

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საპრეზიდენტო კანდიდატის შვილს, ედუარდ ბაბარიკოს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება. ბაბარიკო და მისი შვილი ბრალს არ აღიარებენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 ივლისი 2020, 18:49

COVID19

ნოვაკ ჯოკოვიჩმა COVID-19 დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა. სპორტსმენის და მისი მეუღლის ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგ ჩოგბურთელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყვილის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 18:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გენდერულ კვოტირებაზე: ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

მივესალმები გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს არა იმიტომ რომ ქალი ვარ, ვფიქრობ რომ ქალებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩელსი“

02 ივლისი 2020, 18:40

სპორტი

„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემთან“ ლონდონის დერბიში დაასრულა. ფრენკ ლამპარდის მომზადებული გუნდი ოლიმპიურ სტადიონზე 2:3 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში დუბლი ვილიანმა შეასრულა, რასაც მასპინძლებმა ტომაშ შუცეკის, მაიკლ ანტონიოსა და ანდრეი იარმოლენკოს გატანილი ბურთით უპასუხეს.