imedi /  10 ივნისი 2020, 21:39 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესთან დაკავშირებით სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესთან დაკავშირებით სარჩელი, რითაც დადასტურდა გასაჩივრებული ნორმატიული აქტების, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანების კონსტიტუციურობა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ეს ნორმატიული აქტები, რომლითაც დადგენილია საქართველოს მოქალაქის მიერ პირადობის დადასტურების უნიფიცირებული წესის სახით პირადობის ელექტრონული მოწმობის არსებობა, საჩივრდებოდა მოსარჩელეების – ნანა სეფაშვილის და ია რეხვიაშვილის – მიერ, რომლებიც, რელიგიური რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობით სარგებლობაზე.

უწყების ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ნორმები „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-11 და მე-16 მუხლებთან მიმართებით კონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა იმ საკითხების ირგვლივ, როდესაც ცალკეული მოქალაქე რწმენის გამო უარს აცხადებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე. საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვისას, სხვა მნიშვნელოვან არგუმენტებთან ერთად, დაეყრდნო წმიდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“.

საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, გაითვალისწინა, რომ სახელმწიფოს მიერ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით არის განპირობებული, კერძოდ: სახელმწიფო დაინტერესებულია, გაიცემოდეს პირადობის დამადასტურებელი ისეთი უნიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც მაქსიმალურადაა დაცული გაყალბებისგან. სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, რომ ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა და ამ გზით აღნიშნული დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის გეგმის ნაწილს“- აცახდებენ იუსტიციის სამინისტროში.

მიუხედავად იმისა, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის არსებობა არ იქნა შეფასებული აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვად, გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა არსებული რეალობის შესახებ და მიუთითა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი რეაგირება და მოქალაქეებისთვის, რომლებიც უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოიძებნოს გამოსავალი. სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამონახონ გზა, რომელიც ამ პირებს დაეხმარება, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო და საჯარო ცხოვრებაში, გადადგან ის ნაბიჯები, რასაც აუცილებლად მიიჩნევენ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და სხვა სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფისათვის“. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანია მიჩნეული, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც, ნორმის ამოქმედების შედეგად, ოფიციალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე დარჩნენ, რადგან ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე უარი მათ არ აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეობას და ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღებისა და მფარველობის უფლებას.

შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებში რჩება საკითხი, დაუშვებს თუ არა იგი გაყალბებისაგან მაღალი ხარისხით დაცული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე პირთა მონაწილეობას იმგვარ ურთიერთობებში, რომლებიც საჯარო, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, მთელი საზოგადოების ინტერესებს (როგორიცაა, მაგალითად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება) ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება და არა ამ პირთა მხოლოდ ყოველდღიური სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა სასამართლომ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოსათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სიკეთეების დაცვას, როგორიცაა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, პირადობის ელექტრონული მოწმობის უსაფრთხოება და გაუყალბებელი მონაცემები, სანდო მონაცემებისაგან შემდგარი საარჩევნო სია, და, მეორე მხრივ, აუცილებელ გამოსავალს შესთავაზებს კონკრეტულ პირთა ჯგუფს, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა მითითებული.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 2019 წლის 26 დეკემბერს დაიწყო და პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა შეაჩერა. ამ დროის განმავლობაში რწმენის გამო გაცემული არაელექტრონული პირადობის (ე.წ. ლამინირებული) მოწმობა სულ 251 პირზე გაიცა და მათგან დღეს მხოლოდ 43 არის მოქმედი“ - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია ორი ადამიანი. მათი დაპატიმრება იმ დროს მოხდა, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

11 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

კაციშვილს არ ახსოვდა რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

11 სექტემბერი 2026, 20:48

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.

11 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.

11 სექტემბერი 2026, 20:44

პოლიტიკა

უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტა კოსი

11 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს

28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 20:13

რეგიონი

ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ

„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.

11 სექტემბერი 2026, 20:10

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.

რიკარდ იოზვიაკი

11 სექტემბერი 2026, 19:51

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.

11 სექტემბერი 2026, 19:41

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამირან გულუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 19:38

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა

გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.

ირაკლი ლექვინაძე

11 სექტემბერი 2026, 19:23

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.

11 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

11 სექტემბერი 2026, 18:45

რეგიონი

ლევან დარსალია: 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

ზამთრის სეზონისთვის აუცილებელია მომზადება ბევრად ადრე დაიწყოს და შესაბამისად, ჩვენც წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

11 სექტემბერი 2026, 18:35

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ილაპარაკა.

11 სექტემბერი 2026, 18:31

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება

ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რომლითაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.