imedi /  23 ივნისი 2020, 19:55 / სანდო წყარო

გიორგი გაბუნიას საქმეზე სუსში გამოკითხვაზე ნოდარ მელაძე დაიბარეს

ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მელაძე უწყებაში გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია დაკავებული.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 13:46

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 132 010 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.200 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371 პროცენტით განისაზღვრა.

რატი იონათამიშვილი

07 ივლისი 2020, 13:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია დაცლილია საკითხებისგან და ხელოვნურად იგონებენ ნახევარდღიან ტყუილებს

„ფაქტია, რომ ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებლებს არამედ საუბარია მხოლოდ ელექტრონული უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად ამისა რადიკალური ოპოზიციისგან და მათი მხარდამჭერებისგან მოვისმინეთ უტიფარი ტყუილები ამასთან დაკავშირებით. დღეს მათ ფაქტობრივად აღიარეს კიდევაც და განაცხადეს აფსურდი , რომ მიუხედავად იმისა, რომ არ წერია მაუწყებელი უნდა დაკონკრეტდეს. მე ვფიქრობ , რომ ისინი დაცლილი არიან საკითხებისგან და ხელოვნურად იგონებენ ისეთ ნახევარდღიან ტყუილებს რითიც გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა და ფონს გასვლა უნდათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:42

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტიაციაზე უარყოფითი გავლენა. შესაბამისად ჩვენ დღესდღეობით ვმუშაობთ ინდივიდუალურად ამ ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დეტალური შეთანხმება, თუ რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით, თუ ევროპელი ჩამოვა საქართველოში“- აღნიშა ეკატერინე ტიკარაძემ.

07 ივლისი 2020, 13:41

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი: გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობისთვის, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. კანონპროექტში ასევეა საუბარი საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ოკუპაციაზე.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო მზადაა სომხეთს დაეხმაროს

რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, მეზობელ ქვეყანას დავეხმაროთ. სომხეთს მივაწოდებთ იმ საჭიროებებს, რომლიც შესახებაც სომხეთი განაცხადს გააკეთებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კუჭავა

07 ივლისი 2020, 13:36

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს ტყუილი და დეზინფორმაციაა

„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდი ამერიკიდან ან მეორე - მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითოს აშშ-ს კონგრესმა საქართველოს დახმარების ნაწილი გაუყინა.

07 ივლისი 2020, 13:34

საზოგადოება

ტყეების ხანძრისგან დასაცავად ეროვნული სატყეო სააგენტო საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება. ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.

ბათუმის პოლიცია

07 ივლისი 2020, 13:24

სამართალი

39 წლის ქალს, რომელიც შვილზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს, ბრალს დღეს წარუდგენენ

აღნიშნულის შემდეგ სასამართლო მის აღკეთ ღონისძიებაზე ისმჯელებს. ადვოკატისთვის ჯერჯერობით ბრალდებულის პოზიცია უცნობია. დაკავებული საიდახომ მაჰმედოვა უზბეკეთის მოქალაქეა. ის ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ოჯახში კიდევ ორი არასწრულოვანია. სოცმუშაკები მათ მდგომარეობას სწავლობენ.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:24

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: 14 ივნისის შემდეგ COVID19-ის შიდა გადაცემის ფაქტი არ ყოფილა, რის შედეგადაც დღეს იხსნება აუზები და ფიტნეს დარბაზები

14 ივნისის შემდეგ COVID19-ის შიდა გადაცემის ფაქტი არ ყოფილა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გარკევულ შეღავათებს ვაწესებთ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 13:20

საზოგადოება

2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 13:19

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა მოინახულა

გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:19

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს

„ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპონენტში, ამ კომპონენტშიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დამკვირვებლებსაც ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო და არ შევუშალოთ ამ პროცესს ხელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები წარიმართოს გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

07 ივლისი 2020, 13:12

რეგიონი

რუსთავის მერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, მზია გიორგობიანსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე, დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტზე - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:07

COVID19

გაგრძელდება თუ არა ონლაინ სწავლის რეჟიმი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი

07 ივლისი 2020, 13:06

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: აუცილებელია, ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ზომები

აუცილებელია, ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების მოქმედების ვადის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებაზე.

07 ივლისი 2020, 13:06

საზოგადოება

საწვავის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება

საწვავის სათანადო ხარისხი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის შენარჩუნების, აქედან გამომდინარე კომიტეტმა და ინიციატორებმა, გადავწყვიტეთ რომ სანქციები გავამკაცროთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „POSTV-ის“ ეთერში განაცხადა.

07 ივლისი 2020, 13:04

COVID19

ავსტრალიის მთავრობამ მელბურნში საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა

ავსტრალიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ მელბურნში, საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამოაცხადა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გიგა ბოკერია

07 ივლისი 2020, 12:55

საზოგადოება

გიგა ბოკერია: „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, რეგულაციები, რომელიც ზღუდავს უფლებებს, წარსულს ჩაბარდება

„კანონპროექტში ყველა ავტორიზებული და ლიცენზირებული სუბიექტი წერია და შეიძლება გამოყენება ნებისმიერის მიმართ. ასეც რომ არ იყოს და დაგვიმტკიცონ, ინტერნეტის კონტროლი ნაკლები პრობლემაა, რატომ არ ენდობიან სასამართლოს“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დავით ნარმანია

07 ივლისი 2020, 12:51

ეკონომიკა

დავით ნარმანია: სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან გოცირიძე

07 ივლისი 2020, 12:50

პოლიტიკა

რომან გოცირიძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე: ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური

გამოდის რომ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება პანდემიის საკითხით მანიპულირებს და ხელში იგდებს ისეთ ბერკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას არჩევნების პროცესში უხეშად ჩასარევად. ფაქტობრივად, დიქტატურის დამყარება შეუძლიათ ამ კანონით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე განუცხადა.