პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
ფოტო: არქივი
საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით, საქმე 2008 წლის 18 იანვარს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია.
„მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში. მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ცნობილი გახდა დაწესებულების დირექტორისთვის, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები, ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის სხვადასხვა საგნის გამოყენებით, შედეგად ალექსანდრე მანუკიანს მიადგა ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. შედეგად საქართველომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო.
ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და მოცემული ეტაპისთვის მის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილება მის ადვოკატს გააცნეს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.
17 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.
17 სექტემბერი 2026, 20:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.
17 სექტემბერი 2026, 20:41
საზოგადოება
სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად, იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.
17 სექტემბერი 2026, 20:34
მსოფლიო
ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.
17 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
17 სექტემბერი 2026, 20:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 20:11
საზოგადოება
ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
17 სექტემბერი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.
17 სექტემბერი 2026, 20:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
17 სექტემბერი 2026, 19:58
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
17 სექტემბერი 2026, 19:52
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას
ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.


