შსს: პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება
მამუკა ჭელიძე
ფოტო: არქივი
პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს, საღამოს შემოვიდა შეტყობინება თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის ღონისძიებები, ხოლო 19 ივლისს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.
სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაეგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის „ჭკვიან“ კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. ამის შემდგომ, პოლიციამ საძიებო სამუშაოები გააგრძელა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.
აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგოს სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოაჩინეს მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას. გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი.
პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები.
გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად მოვახდენთ“, - განაცხადა ჭელიძემ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება
თბილისში, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი დღეს იწყება. ფორუმის სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. დელეგატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა უმასპინძლა. საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.
23 ივნისი 2026, 08:22
საზოგადოება
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.
23 ივნისი 2026, 08:14
პოლიტიკა
სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშში წარმოდგენილია 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.
23 ივნისი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
23 ივნისი 2026, 02:32
მსოფლიო
ტრამპი: იტალია ძალიან ცუდად მოიქცა, გერმანიაც, ნატო ჩვენთან არ იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეები გააკრიტიკა. საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე უარის თქმა „სულელური ნაბიჯია“ და დასძინა, რომ აშშ-მა შესაძლოა პასუხად ანალოგიური პოზიცია დაიკავოს.
23 ივნისი 2026, 01:29
მსოფლიო
ტრამპი: მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს
მე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, თუ ირანი შეთანხმებას არ დაიცავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 ივნისი 2026, 00:58
მსოფლიო
ტრამპი: მეგობარმა სტარმერმა საკუთარ თავს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კირ სტარმერის გადადგომა შეაფასა და აღნიშნა, რომ მან საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ზიანი მიაყენა.
23 ივნისი 2026, 00:45
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის
ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაზე გადადის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომელიც 22 ივნისს გამართული მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გაკეთდა, ამიერიდან გაწევრიანებისკენ სვლის ტემპი მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
23 ივნისი 2026, 00:20
მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს
ჩეხეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციაში ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ შეიყვანს.
22 ივნისი 2026, 22:56
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანისთვის გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც 21 აგვისტომდე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოების, მიწოდებისა და გაყიდვის უფლებას იძლევა.
22 ივნისი 2026, 22:55
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: შიდა წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბიზნესისთვის“ .
22 ივნისი 2026, 22:51
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100-% -ზე მეტად გაიზარდა
„ქართველი მეზღვაურები არ არიან შრომითი მიგრანტები ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სერვისის ექსპორტს ახორციელებენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურ-ოფიცრების მომზადებას უთმობს. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საზღვაო განათლების განვითარებაში, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და თანამედროვე სიმულატორების განახლების მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 22:38
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების „სრული თავისუფლება“ აქვთ.
22 ივნისი 2026, 22:17
სპორტი
მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
დალასში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ „ჯ“ ჯგუფის მატჩში, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
22 ივნისი 2026, 21:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: თვალს ვადევნებთ მორიგი სეზონის მორიგ სერიას და ამ სერიას დავარქვით მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან „ბრწყინვალე ნანასა და თინათინის შერკინება“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
22 ივნისი 2026, 21:50
საზოგადოება
კობა კობალაძე: დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა
დღეს თემურ უგულავას სახით ყველამ დაკარგა უახლოესი ადამიანი, მეგობარი, გულშემატკივარი, მოკეთე, ქვეყანამ კი - ერთი, ძალიან ნიჭიერი კაცი, რომელმაც შეძლო და ამქვეყნიურ ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ხელწერა დატოვა, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის სამძიმრის წერილში.
22 ივნისი 2026, 21:45
მსოფლიო
მერცი: იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებენ, ხუმრობა მთავრდება - ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ ამასთან ბრძოლა, რადგან ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიას
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ პირადი შეურაცხყოფა მას არ ადარდებს, თუმცა სურს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაიცვას.
22 ივნისი 2026, 21:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან
ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას.
22 ივნისი 2026, 21:36
მსოფლიო
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO საბერძნეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 21:27
სპორტი
ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ახალი ზელანდიის „ბეიბი ბლექსი“ დაამარცხეს
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩში საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ახალი ზელანდია ანგარიშით 22-19 დაამარცხა.


