imedi /  04 სექტემბერი 2020, 11:34 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ჯანდაცვის სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რადგან ქვეყნის გარეთ წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ალბათ, უცნაური არ არის, რომ სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე, ლუგარის ლაბორატორიასა და აი, იმ წარმატებულ სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცას ქვეყნის გარეთ ხელს უშლის და აწუხებს, რადგან წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ლუგარის ლაბორატორიას რუსული ძალები აკრიტიკებენ და ურტყამენ და ახლა ჯანდაცვის სიტემა არის ასეთი კიბერშეტევის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვის ნიშნები და ამ კითხვის ნიშნებს გამოძიება გასცემს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს.

შსს-ს ინფორმაციით, კიბერშეტევა 2020 წლის 1-ელ სექტემბერს განხორციელდა. მისი მიზანი კი ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2020, 00:42

მსოფლიო

CNN: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტს წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი „რესპუბლიკურ პარტიაში“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% -ს მივიღებთ

ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% მივიღებთ, თავისი პლიუს მინუსით, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე: 5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა?

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერის“ ეთერში ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნოდ დაშინებებზე და ზეწოლაზე საუბრობდა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:33

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე: შემიძლია დავაყენო წინადადება, მოთხოვნაც კი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას

მეც არ ვიცი, სამწუხაროდ, დეტალები. ალბათ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და აუცილებლად მიაწვდის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

სტეფანო დომენიკალი

26 სექტემბერი 2020, 00:10

სპორტი

„ფორმულა ერთს“ „ფერარის“ ყოფილი პრეზიდენტი სტეფანო დომენიკალი უხელმძღვანელებს

იტალიელი ფუნქციონერი პოსტს ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაიბარებს. სტეფანო დომენიკალი ჩეიზ კერის შეცვლის. 55 წლის დომენიკალი ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ლამბორგინის" ხელმძღვანელია და იმავდროულად, ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილების კომისიასაც უძღვება.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ

გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 23:35

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ყველა აქტუალურ საკითხს ეხებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და ის თავის გამოსვლაში შეეხო ყველა იმ საკითხს რომელიც აქტუალურია, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოსთვის, - ასეთი შეფასება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

25 სექტემბერი 2020, 23:33

სამართალი

გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა

N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

25 სექტემბერი 2020, 23:29

მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

ილია წულაია

25 სექტემბერი 2020, 23:18

პოლიტიკა

ილია წულაია „ლელოს“ ბრალდებაზე: აბსურდია, რომ თითქოს თანხა კერძო პირებზე გავასესხე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილიაწულაია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ გამოეხმაურა. დღეს „ლელომ“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ე.წ. სია, რომლებიც „მევახშეობით“ ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2020, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.

საკონსტიტუციო სასამართლო

25 სექტემბერი 2020, 22:59

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაზა ლომინაძე

25 სექტემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან აგრძელებს. ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 22:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ და შვედეთის მიერ ინიცირებული მეგობართა ჯგუფის „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო შეხვედრაში.

25 სექტემბერი 2020, 22:32

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 55 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 22:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

რომის პაპი ფრანცისკე

25 სექტემბერი 2020, 22:14

COVID19

რომის პაპი: ღარიბებმა კორონავირუსის ვაქცინა პირველებმა უნდა მიიღონ

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ საზოგადოების ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნება

25 სექტემბერი 2020, 22:14

სპორტი

UEFA-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე გუნდებს, 2020/2021 წლების სეზონზე 5 შეცვლის უფლება ექნებათ

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ეს წესი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ერთა ლიგის გათამაშებების გარდა, ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იმოქმედებს.

ვიქტორ ორბანი

25 სექტემბერი 2020, 21:54

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.