გიორგი მიქაუტაძე: შემოთავაზებულია კანდიდატებთან გასაუბრების ახალი მოდელი, რომელიც გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის
ფოტო: Facebook
პროცედურულად შემოთავაზებულია კანდიდატებთან გასაუბრების ახალი მოდელი, რაც ჩვენი აზრით, გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის და საჭიროებს დამატებით რეგულაციებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი, ისევე როგორც ამ სამუშაო ჯგუფის ყველა წევრისა და საერთაშორისო პარტნიორის მიზანი ამ პროცესში არის ის, რომ ამ პროცედურის მაქსიმალური შესაბამისობა მოხდეს იმ რეკომენდაციებთან, რომელიც აქვს ვენეციის კომისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. განხილვა ეხება სამ ძირითად საკითხს და ეს არის: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება, ამ დასაბუთების გასაჩივრება და აქედან გამომდინარე საკითხად იდგა კენჭისყრის ღიაობა-ფარულობა. ვფიქრობ, რომ პოზიციები ამ ეტაპისთვის დაახლოებულია. თუმცა, კვლავ რჩება გარკვეული საკითხები და დეტალები, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. პროცედურულად შემოთავაზებულია ახალი მოდელი კანდიდატებთან გასაუბრებისთვის, რაც ჩვენი აზრით, გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის და საჭიროებს დამატებით რეგულაციებს. ასევე შემოთავაზებული იყო ფარულობისა და ღიაობის ნაწილში შუალედური ვარიანტი, რომელიც ჩემი აზრით, ასევე დახვეწას საჭიროებს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, პროექტი ეხება იმ სამ ძირითად საკითხს, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა დაყენებული, ამიტომ მიუღებელია ამ ფორმით კრიტიკა, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეესაბამება.
„ცოტა ისტორიულად რომ აღგიწეროთ პროცესი, რასთან გვაქვს შეხება - მესამე ტალღის ფარგლებში მივიღეთ თვისობრივად ახალი კანონმდებლობა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მივიღეთ უპრეცედენტო შერჩევის პროცესი, გამჭვირვალე პროცესი, რომელსაც ყველა ადევნებდით თვალს. ბუნებრივია, ვინაიდან პროცესი პირველად ჩატარდა, ყველამ აღიარა, რომ ეს იყო იმაზე ბევრად უკეთესი და გაუმჯობესებულო ვარიანტი, ვიდრე ერთი პოლიტიკური ხელისუფლის მიერ წარდგენილი და დანიშნული მოსამართლეები. ბუნებრივია, ამასთან შედარება არ არის და პროცესი არის გაუმჯობესებული, თუმცა მიმდინარეობის პროცესში კვლავ იყო კრიტიკა, თუნდაც დასაბუთების და გასაჩივრების მექანიზმებზე, სწორედ ამ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის და კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის მიზნით არის შეკრებილი დღეს ეს სამუშაო ჯგუფი და ეს კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ხვალ განიხილავს.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 16:19
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები წარადგინა.
22 მაისი 2026, 16:17
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც „ნაცრეჟიმის“ ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობა განადგურებული სხვა ქალების მსგავსად - კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც „ნაცრეჟიმის“ ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობა განადგურებული სხვა ქალების მსგავსად - კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
22 მაისი 2026, 16:17
მსოფლიო
Bloomberg: ირანმა 30-მდე ამერიკული MQ-9 Reaper დრონები გაანადგურა, რომელთა ღირებულება თითქმის, 1 მილიარდი დოლარია
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდე შეერთებულმა შტატებმა უპილოტო საფრენის აპარატების - MQ-9 Reaper-ის დაახლოებით 20% დახარჯა. საერთო ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
22 მაისი 2026, 16:13
პოლიტიკა
გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
22 მაისი 2026, 16:09
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-მა ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა
აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა, რაც ჩინეთის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 16:01
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას
შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, ბუნებრივი რესურსების მეორე სამიტის - INRES 2026-ის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა სესიაზე.
22 მაისი 2026, 15:45
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელსა და გვარს
რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:40
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
22 მაისი 2026, 15:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არცერთი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინაში არცერთი უნგრელი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს.
22 მაისი 2026, 15:21
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).
22 მაისი 2026, 15:20
მსოფლიო
Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე კვლავ დაკეტილი დარჩება, ევროპაში გაზის დეფიციტი შეიქმნება
ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:20
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზებულ მაუწყებელს, რომელსაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არ აქვს, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.
22 მაისი 2026, 15:16
საზოგადოება
შიო მესამე: მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე
მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე,- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას.
22 მაისი 2026, 15:03
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
22 მაისი 2026, 14:59
მსოფლიო
მარკო რუბიო: ნატოს ზოგი მოკავშირის ქცევა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით კარგად აღბეჭდილია და საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ირანის ომთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
22 მაისი 2026, 14:51
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილისა და ზოდელავას მიმართ განაჩენზე: ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.
22 მაისი 2026, 14:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ
ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
22 მაისი 2026, 14:40
საზოგადოება
ბასა ფოცხიშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე: წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, რაც შეეხება ჰიმნს, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები - ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და იანო ალიბეგაშვილი შეასრულებენ
წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქართლის მოქცევის, ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, - განაცხადა 26 მაისის საზეიმო ღონისძიების შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.
22 მაისი 2026, 14:34
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებებში „მცირე პროგრესს“ მიაღწიეს
აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მცირე პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში ნატოს წევრი ქვეყნები საგარეო მინისტრების სამიტის დაწყებამდე.
22 მაისი 2026, 14:34
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს 8 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.


