შსს-მ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შსს
ფოტო: IMEDI
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის“ კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. აღნიშნულის შესახებ პოლიციას 2020 წლის 30 სექტემბერს, დაზიანებიდან, დაახლოებით, 3 საათში კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა.
ფაქტზე დმანისის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მარნეულის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 03:40
მსოფლიო
დელსი როდრიგესი: მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი მთავრობის კეთილგანწყობისთვის
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ერთობლივი მუშაობისთვის გამოხატული კეთილგანწყობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
05 მარტი 2026, 03:30
მსოფლიო
ტრამპი: დელსი როდრიგესი, რომელიც ვენესუელას პრეზიდენტია, დიდებულ სამუშაოს ასრულებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დელსი როდრიგესის მუშაობას დადებითად აფასებს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის მნიშვნელობას.
05 მარტი 2026, 03:15
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ირანის წინააღმდეგ ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა
აშშ-ის სენატის უმრავლესობამ დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპისთვის ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელების უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.
05 მარტი 2026, 03:07
მსოფლიო
ქურთებმა ირანზე შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს
ირანის ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა ტელეკომპანია Rudaw-თან საუბარში უარყო ისრაელისა და ამერიკის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები ირანზე ქურთული ძალების შეტევის შესახებ.
05 მარტი 2026, 02:55
მსოფლიო
თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ესპანეთი ირანის საკითხზე თანამშრომლობს - ესპანეთი ამას უარყოფს
თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ ესპანეთი დათანხმდა აშშ-ის სამხედრო მისიაში მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადრიდს სავაჭრო ემბარგოთი დაემუქრა - თუმცა, ესპანეთი ამ ინფორმაციას უარყოფს, - წერს CNN-ი.
05 მარტი 2026, 02:18
მსოფლიო
ტრამპი ირანის წინააღმდეგ საომარ ძალისხმევას 10-დან 15 ქულით აფასებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ომის საწყისი დღეები დიდ წარმატებად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 02:02
მსოფლიო
CNN: ტრამპი ამტკიცებს, რომ მზად არის ირანთან ომი აწარმოოს „სამუდამოდ“, თუმცა ბრძოლის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, მის გარემოცვაში ბევრს უკვე ამ სიტუაციიდან გამოსვლა სურს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მზად არის ირანთან ომი აწარმოოს „სამუდამოდ“, თუმცა ბრძოლის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, მის გარემოცვაში ბევრს უკვე ამ სიტუაციიდან გამოსვლა სურს, - წერს CNN-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მრჩევლები ირანთან დაკავშირებული პოლიტიკური კოშმარის განმუხტვას ცდილობენ, მაშინ როცა პრეზიდენტი საინფორმაციო ქაოსს აღვივებს“.
05 მარტი 2026, 01:12
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩინეთი ქარის ტურბინებს ევროპელ სულელებზე ყიდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი სარგებლობს დასავლეთის ქვეყნების გულუბრყვილობით და მათ იმ პროდუქციას აწვდის, რომელსაც თავად თითქმის არ იყენებს.
05 მარტი 2026, 00:55
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: აშშ-ს საკმარისზე მეტი იარაღი აქვს ირანთან ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან ხანგრძლივი ომის საწარმოებლად „იმაზე მეტი იარაღი აქვს, ვიდრე საჭიროა“.
05 მარტი 2026, 00:27
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ერთია, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირში წევრობის სურვილი, თუმცა ისიც არის უკვე საკითხავი, რამდენად არის ჩვენთვის დღეს ევროკავშირი იმ დონის ღირებულება, რა დონის ღირებულებაც იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ
ერთია, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირში წევრობის სურვილი, თუმცა ისიც არის უკვე საკითხავი, რამდენად არის ჩვენთვის დღეს ევროკავშირი იმ დონის ღირებულება, რა დონის ღირებულებაც იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
05 მარტი 2026, 00:26
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი ისე მალე შეიცვლება, როგორი იმედებიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას აქვს - არ მგონია, რომ აშშ-მა ირანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს
არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი ისე მალე შეიცვლება, როგორი იმედებიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას [აქვს], - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ წევრმა, კოტე ჟღენტმა. მან უპასუხა კითხვას - ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რვა კვირამდე გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია. თქვენი თვალსაზრისით, არის თუ არა მიღწევადი ის შედეგი რაც გამოცხადდა?
05 მარტი 2026, 00:20
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი თინა ხიდაშელის განცხადებაზე: ეს ჩემთვის პრაქტიკულად ქვეყნის ღალატია
როცა ამბობ, რომ შენს ქვეყანაში ტერორისტებს ამზადებენ ამის დამამტკიცებელი საბუთით უნდა დაინტერესდეს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ შესაბამისი უწყებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში კოტე ჟღენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებაზე საუბრისას. „იმ ქალბატონმა მოიტანოს რის საფუძველზე ამბობს ამას. არ შეიძლება ასე ისროლო ასეთი განცხადება, ეს ჩემთვის პრაქტიკულად ქვეყნის ღალატია“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.
05 მარტი 2026, 00:05
საზოგადოება
დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
05 მარტი 2026, 00:03
პოლიტიკა
მაია ბითაძე რადიკალებზე: ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე გონივრული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას დაჭერილი იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს
მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე გონივრული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას დაჭერილი იმ პროცესებთან მიმართებით, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ რადიკალებთან დაკავშირებით.
04 მარტი 2026, 23:51
პოლიტიკა
მაია ბითაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს იყო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე უხეში მცდელობა
ეს ყველაფერი არის ერთი წარუმატებელი თამაშის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ანახებს საქართველოს მოსახლეობას, თუ რაოდენ დიდია ზოგიერთი გარე ძალის სურვილი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომელიც ორიენტირებულია, რომ შეასრულოს ნებისმიერი ის დავალება, -
04 მარტი 2026, 23:48
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ხელისუფლების პოზიცია არის ყველაზე გონივრული და დაბალანსებული იმ პოზიციებს შორის, რაც შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც პრაქტიკულად ორ ცეცხლს შუა მდებარეობს
ხელისუფლების პოზიცია არის ყველაზე გონივრული და დაბალანსებული იმ პოზიციებს შორის, რაც შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც პრაქტიკულად ორ ცეცხლს შუა მდებარეობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას. მისივე თქმით, დღეს საქართველოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად უწევს დიპლომატიასა და მეზობლობას შორის ბალანსის დაცვა.
04 მარტი 2026, 23:40
პოლიტიკა
მაია ბითაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს იყო გარკვეული შანტაჟისა და შეშინების ახალი ფორმა. უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის
ეს იყო გარკვეული შანტაჟის და შეშინების ახალი ფორმა, უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
04 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
მაია ბითაძე ოპოზიციაზე: ტრაგიკომიკურად გამოიყურება ყველა ის განცხადება და ქმედება, რასაც რადიკალები ახორციელებენ
ტრაგიკომიკურად გამოიყურება ყველა ის განცხადება და ქმედება, რასაც ჩვენი რადიკალები ახორციელებენ, დაწყებული მათი ვითომ ე.წ გაერთიანებით, დამთავრებული საქართველოს ხელისუფლებისთვის იარლიყების მიკერების მცდელობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისივე თქმით, ქართული ოპოზიციის პოლიტიკა თავად ოპოზიციას უთხრის ძირს.
04 მარტი 2026, 23:27
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპს ჰქონდა შეგრძნება, რომელიც ფაქტებს ეფუძნებოდა, რომ ირანი ამერიკულ ობიექტებზე დარტყმას აპირებდა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰქონდა შეგრძნება, რომელიც ფაქტებს ეფუძნებოდა, რომ ირანი ამერიკულ ობიექტებზე დარტყმას აპირებდა.
04 მარტი 2026, 23:19
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ყოველდღიურად უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული
პირველ რიგში, ყველას მშვიდობა მინდა ვუსურვო რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესებიდან გამომდინარე. ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც ქართულ ოცნებას აქვს აღებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.


