პროკურატურამ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე სამ ბრალდებულს ბრალი წარუდგინა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს პროკურატურამ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ლ.ქ. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილი ძალადობა) წარუდგინა. ასევე ძალადობის ფაქტებზე გ.შ.-ს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,), ხოლო გ.ჯ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ
მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ.ქ. 2020 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო გ.შ. და გ.ჯ. 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს დანიშნულ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. მარნეულში, №22-ე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლ.ქ.-მ იძალადა ც.ბ.-ს მიმართ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩა №67-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ.შ.-მ, სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად ძალადობა განახორციელა დ.ქ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ, ხოლო გ.ჯ.-მ, გ.შ.-სთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, იძალადა გ.ქ.-ს მიმართ.
ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს - 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავა.
რამდენიმე დღის წინ, ქვემო ქართლში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: მთავარი პრობლემა, რაც აქვთ ამ ჯგუფებს, არის აგენტურული ხასიათი, რაც ვლინდება იმაში, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები
მთავარი პრობლემა, რაც აქვთ ამ ჯგუფებს, არის აგენტურული ხასიათი, რაც ვლინდება იმაში, რომ მათი ქმედების მთავარი ადრესატები ყოველთვის არიან უცხო ძალები, უცხო ჯგუფები, უცხო ქვეყნები, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასა და გადაადგილებებთან დაკავშირებით.
29 ივნისი 2026, 11:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი ექსპერტის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ პრაგმატიზმზე, სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ქვეყნისთვის რეალური და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეფრი საქსის, საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ ჯეფრი საქსის საქართველოში ვიზიტი იქცა მოვლენად, რომლის მნიშვნელობაც ჩვეულებრივი საექსპერტო ვიზიტის ფარგლებს სცდება.
29 ივნისი 2026, 11:29
პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
29 ივნისი 2026, 11:28
მსოფლიო
ისლანდია ევროკავშირის მიერ ახალი წევრებისთვის „გამოსაცდელი ვადის“ დაწესების იდეას აკრიტიკებს
ბოლოდროინდელი წინადადებების კომენტირებისას, რომლებიც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ისეთ სენსიტიურ საკითხებზე ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვას გულისხმობს, როგორიცაა დაბეგვრა და საგარეო პოლიტიკა, გუნარსდოტირმა აღნიშნა, რომ ეს იდეა „არცთუ ისე შთამაგონებელია“. მან გააფრთხილა ევროკავშირი, რომ „ამ გზით სიარულისას ფრთხილად უნდა იყოს“.
29 ივნისი 2026, 11:17
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი
ძალიან კარგი და დროული იყო ეს ყველაფერი, რადგან ბოლო პერიოდში გვახსოვს პოლარიზაცია, რომელიც თავს გვახვევდნენ. ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.
29 ივნისი 2026, 11:16
მსოფლიო
ჰააგაში ნიდერლანდების ხელისუფლების საიმიგრაციო პოლიტიკა და უკრაინის მხარდაჭერა გააპროტესტეს
აქცია ჰააგის ცენტრში გაიმართა. ხალხმა ხელისუფლებას მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის წესების გამკაცრებისა და უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
29 ივნისი 2026, 11:12
რეგიონი
თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა
თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
29 ივნისი 2026, 11:10
მსოფლიო
ერაყში ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში პოლიტიკოსები დააკავეს
დაკავებულებს შორისაა ნავთობის მინისტრის მოადგილე ასევე, წარმომადგენელთა საბჭოს წევრები, რომლებსაც რამდენიმე დღით ადრე პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა.
29 ივნისი 2026, 11:02
მსოფლიო
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, რომელმაც 5.29 მაგნიტუდა შეადგინა, სიჩუანის პროვინციაში, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
29 ივნისი 2026, 10:52
რეგიონი
ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ5-კმ15) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
29 ივნისი 2026, 10:36
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.
29 ივნისი 2026, 10:35
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
29 ივნისი 2026, 10:33
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების დანერგვას სკოლამდელ განათლებაში იწყებს
კომუნიკაციების კომისია სკოლებისა და უნივერსიტეტების შემდეგ მედიაწიგნიერების დანერგვას უკვე სკოლამდელ განათლებაში იწყებს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
29 ივნისი 2026, 10:28
მსოფლიო
ვატიკანი ევროკავშირს ომებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
„თუ ქვეყანა მტერია, მას არადემოკრატიულად აცხადებენ და გმობენ. მაგრამ თუ ის მოკავშირეა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა თუ დემოკრატიული ღირებულებების არარსებობას თვალს არიდებენ“, - განაცხადა მან.
29 ივნისი 2026, 10:19
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა
ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე.
29 ივნისი 2026, 10:02
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს.
29 ივნისი 2026, 09:57
მსოფლიო
ჯანმოს მონაცემებით, ევროპაში 1300-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება რეკორდულ სიცხეს უკავშირდება
„თერმულ სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპული სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ამგვარი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული. ევროპის კონტინენტი დედამიწაზე ყველაზე სწრაფად თბება და გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად ცხელდება“, - გააფრთხილა მოსახლეობა გებრეიესუსმა.
29 ივნისი 2026, 09:42
მსოფლიო
საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
29 ივნისი 2026, 09:22
მსოფლიო
მედია: აშშ და ირანი დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
„ტექნიკური მოლაპარაკებები ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტზე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ორივე მხარე თავს შეიკავებს შემდგომი ქმედებებისგან, ხოლო გემები სრუტეში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა The Hill-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
29 ივნისი 2026, 09:16
მსოფლიო
ბაიდენი ტრამპზე: მან მსოფლიოში ჩვენი ავტორიტეტი იმაზე მეტად შელახა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა ისტორიაში
„ეს მხოლოდ მისი პატივმოყვარეობის პროექტები არ არის. თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფლიგელის დანგრევა, რათა იქ საბანკეტო დარბაზი აშენდეს, კენედის ცენტრის ფასადზე საკუთარი სახელის განთავსება, საკუთარი თავისთვის ტრიუმფალური თაღის აშენება და იმ კონტრაქტორის დაქირავებაც კი, რომელიც მის საცურაო აუზს ემსახურება. ეს კორუფციაა – თავხედური, აშკარა კორუფცია. კორუფცია ისეთი მასშტაბით, როგორიც ამერიკის ისტორიაში არცერთ ადმინისტრაციას არ უნახავს. რა „ლუზერია. მან მსოფლიოში ჩვენი ავტორიტეტი იმაზე მეტად შელახა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა ისტორიაში“, - განაცხადა ბაიდენმა.


