imedi /  09 ოქტომბერი 2020, 18:49 / სანდო წყარო

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომობილში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა.გ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 5881.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 5881.74 ლარის ოდენობით.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:44

COVID19

პაატა იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიში ხალხი არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

ანტივაქსერები ყველგან არიან მსოფლიოში. თქვენ ნახეთ, რახელა დემონსტაცია გამართეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში. ეგეთი ხალხი ყველგან არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

27 ივლისი 2021, 12:43

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ საკომუნიკაციო არხები აღადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:28

COVID19

რომელი ვაქცინით შეიძლება ორსულების აცრა

„ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:24

პოლიტიკა

პაატა იმნაძე: საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა - ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს. მისივე თქმით, საქართველოში 12 წლის ბავშვი უკვე აიცრა - მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა.

მაიკ პომპეო

27 ივლისი 2021, 12:20

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ამერიკაში კონსერვატიზმი უნდა აღდგეს - ქვეყანაში არსებული ჭრილობების მოშუშების ერთადერთი გზა ღმერთის ინდივიდთან ურთიერთობის გააზრებაა

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიისთვის“ საუკეთესო გზა ღმერთის რწმენაზე ორიენტირება უნდა იყოს.

პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:16

COVID19

პაატა იმნაძე: ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში

ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი: შეზღუდვა არ დასჭირდებათ. შეზღუდვა იქნება ის, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% თბილისზე მოდის

დღევანდელი მონაცემებით, აცრების 61% მოდის თბილისზე, 11% აჭარაზე, 9% იმერეთში დანარჩენ რეგიონებში კი 1-დან 4%-მდე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 12:02

COVID19

განიხილავს თუ არა საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“

„ინფიცირების ამგვარი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე, ზოგადად, ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას. რაც შეეხება კითხვას, ვაპირებთ, თუ არა მკაცრ „ლოკდაუნს“, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოკდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

27 ივლისი 2021, 11:57

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გახდა რკინა-ბეტონის ხიდის მარცხენა ბურჯის დაზიანება.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ღია სივრცეში თუ 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე

პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, რეკომენდებულია ღია სივრცეში. იქ, სადაც იკრიბებით, 5-ზე მეტი ადამიანი ღია სივრცეში, აუცილებელია, ვატაროთ პირბადე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თავშეყრის ადგილებზე იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ აცრაზე

„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:45

COVID19

რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე, არის აცრების კიდევ მეტად ინტენსივობა, მეორე - პირბადის მაქსიმალურად ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში კი იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, - აამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2021, 11:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატებმა“ თავიანთი ქმედებები უნდა გამოიძიონ, რამაც კაპიტოლიუმზე შტურმი გამოიწვია.

27 ივლისი 2021, 11:37

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე, მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

თეა ახვლედიანი

27 ივლისი 2021, 11:37

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ ეტაპისთვის მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის კონკრეტულ გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შემდგომი განხორციელება, მისი ეფექტიანობის გაზრდა იმისთვის, რომ დარჩენილი 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გაურკვევლობაში მათი ახლობლების ხვედრის და ადგილსამყოფელის თაობაზე, რომ დავასრულოთ ეს მოლოდინი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს პერიოდში განხორციელდება“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 11:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი რიკ დაემსის ვიზიტზე: ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა მომავალშიც გვექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ალუდა ღუდუშაური

27 ივლისი 2021, 11:28

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური რიკ დაემსის ვიზიტზე: მაღალი დონის ვიზიტები არის მკაფიო ხაზგასმა, რომ საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერი, დემოკრატიული ქვეყანაა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის როლს რეგიონში.

27 ივლისი 2021, 11:25

COVID19

საქართველოში 996 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 996 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 236 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 996 მძიმე პაციენტიდან თბილისში 448 პირი მკურნალობს, აჭარაში - 76, იმერეთში - 236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 4, იმერეთში - 14.

27 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 5714 პაციენტი.