თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ ვიხილეთ, ეს მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურებაა, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
თეა წულუკიანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, ბრიფინგზე განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ყველამ ვიხილეთ ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, პირველი შემთხვევაა, როდესაც მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენი ნებართვით მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთელ შემადგენლობას და ალბათ არავინ მიწყენთ, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები.
ასევე ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის მადლობა ეფუძნება იმას, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. მე მიკვირს, როცა ადამიანებს არ მოსწონთ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
რადისლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მოსკოვმა პროვოკაციები მოაწყოს
„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:38
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში მეტალურგიულ ქარხანას დაარტყა
ისრაელმა ღაზის სექტორში, საბრას რაიონში, მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ ცნობით, საწარმო ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა. ოპერაციის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
13 ივლისი 2026, 09:35
სპორტი
სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულეს. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია.
13 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს
ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
13 ივლისი 2026, 09:29
რეგიონი
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.
13 ივლისი 2026, 09:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.
13 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.
13 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
13 ივლისი 2026, 09:05
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტებს ტრამპის თვითმფრინავის შესახებ რეპორტაჟის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, New York Times-ის 3 ჟურნალისტი ახსნა- განმარტებისთვის დაიბარა. საქმე ეხება გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორებიც დონალდ ტრამპისთვის კატარის მიერ გადაცემული საპრეზიდენტო თვითმფრინავის, ბორტი ნომერი ერთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერდნენ.
13 ივლისი 2026, 09:05
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.


