პროკურატურამ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედების მოწოდების ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა

ფოტო: facebook
საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიაყენონ.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს ქ.ფოთში, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ა.ვ.-ს უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად შეხვდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცავებმა ა.ვ. დააკავეს 2020 წლის 2 დეკემბერს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 15:55
ეკონომიკა
გენადი არველაძემ წამყვანი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ენერგოსექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
„მნიშვნელოვანია, რომ ANDRITZ Hydro 1950 წლიდან მონაწილეობს საქართველოში სხვადასხვა მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ძალიან კარგად იცნობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს. კომპანია დაინტერესებულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში - ეს ეხება ნენსკრას, ნამახვანს და მსგავსი ტიპის მსხვილ პროექტებს. მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში ANDRITZ-ის ტექნოლოგიების, მათი მოწყობილობების და მათ შორის იმ „ჭკვიანი გადაწყვეტილებების“ დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის წარმოების ზრდას და მის ეფექტურად გამოყენებას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

19 თებერვალი 2025, 15:50
საზოგადოება
დავით მორგოშია აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლების დაფინანსების, უფასო წრეებით და მოსამზადებელი კურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე. ყურადღება გამახვილდა ობიექტში განსახლებული დევნილების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

19 თებერვალი 2025, 15:48
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე აქციებზე: ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას, ამას ვერ სცდებიან და ამას ასწრებენ ბავშვებს. მართლა სექტანტებივით იქცევიან
ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას, ამას ვერ სცდებიან და ამას ასწრებენ ბავშვებს. პირობითად მოსახლეობაში ხომ ბევრი გაგიგიათ რომ სექტაა ჩვეულებრივიო, მართლა სექტანტებივით იქცევიან. ბავშვებს ასწრებენ დაკრძალვის რიტუალებს, მეტი რა უნდა გააფუჭონ, მეტი რა უნდა მოუწამლონ ადამიანებს ტვინი. ამაში იხარჯება ათეულობით მილიონი და ეს ითვლება მათში კრეატივად , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, აქციებზე მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 15:47
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 თებერვალი 2025, 15:47
პოლიტიკა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.

19 თებერვალი 2025, 15:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ტრენინგის თემაში რაღაცას ლამაზი სიტყვებით ჩაწერენ და შემდეგ რეალურად გვევლინება პოლიციის დაწვა, „არა რუსულ კანონზე“ კივილ-წივილი. ასე ფინანსდება ე.წ. აქტივიზმი, რომელიც სინამდვილეში არის მაიდნის გადამღერებული სცენარი
ლამაზი სიტყვებით იქ [ტრენინგის თემაში] რაღაცას ჩაწერენ და შემდეგ რეალურად გვევლინება პოლიციის დაწვა, თავის გატეხვა, „არა რუსულ კანონზე“ კივილ-წივილი. ასე ფინანსდება ის ე.წ. აქტივიზმი, რომელიც სინამდვილეში არის მაიდნის გადამღერებული სცენარი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

19 თებერვალი 2025, 15:41
პოლიტიკა
პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში ცვლილების პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში ცვლილების პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

19 თებერვალი 2025, 15:41
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: იმ დონეზე აქვს ბრიუსელს შეტოპილი, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად, ომის დასრულების პერსპექტივას, კოშმარს უწოდებენ
თუმცა, ნამდვილად კოშმარია სოროსის სინდიკატისთვის არა სამშვიდობო შეთანხმება, არამედ შეთანხმების მეორე დღე, როდესაც ყველას „საგმირო საქმეები“ წარმოჩინდება. დაწყებული ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი, სამშვიდობო შეთანხმებიდან, გაგრძელებული სანქციების გვერდის ავლითა და ამორალური ბიზნეს-გარიგებებით დამთავრებული.

19 თებერვალი 2025, 15:40
მსოფლიო
ზელენსკი: ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს.

19 თებერვალი 2025, 15:38
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია ამბობდა კვერცხის სროლა გამოხატვის თავისუფლებააო და დღეს რა შეიცვალა? გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას. რაც დათესეს ის მოიმკეს, სამწუხაროდ
ნიკა გვარამია ამბობდა კვერცხის სროლა გამოხატვის თავისუფლებააო და დღეს რა შეიცვალა? გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსების და სხვა ადამიანების, საჯარო პირების მიმართ. მათ რაც დათესეს ის მოიმკეს, სამწუხაროდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

19 თებერვალი 2025, 15:32
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის არცერთი ადამიანი არ არის დაკავებული
„ის, ვინც ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას, არცერთი მათგანი დაკავებული არ არის არანაირი ფორმით. თუ ძალადობაში და ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ეს ადამიანები დღემდე დაკავებულები არიან სისხლის სამართლის წესით, ხოლო თუ ადმინისტრაციული გადაცდომას ჩადის ადამიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დაკავება “, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

19 თებერვალი 2025, 15:27
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკაინაში ომის ღირებულება არა 500, არამედ 320 მილიარდი დოლარია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომზე 320 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, და არა 500 მილიარდი დოლარი, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს.

19 თებერვალი 2025, 15:21
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ფარას“ კანონის ერთი ერთში გადმოწერა ინგლისურიდან ქართულად, მათ შორის მედიის კანონზე მუშაობა და შემდეგ დაინიცირება - ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ფეიკ ნიუსებისგან“ დაცული იყოს საზოგადოება
„ფარას“ კანონის ერთი ერთში გადმოწერა ინგლისურიდან ქართულად, მათ შორის მედიის კანონზე მუშაობა და შემდეგ დაინიცირება, - ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ფეიკ ნიუსებისგან“ დაცული იყოს საზოგადოება - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

19 თებერვალი 2025, 15:21
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: დღეს აქციაზე მყოფების 95% ნაყიდია, მტკიცებულებაც სახეზეა, ეს მხოლოდ დასაწყისია - ხომ ხართ გატრუნულები და პანიკით ელოდებით, რომ თქვენს სახელებს დაასახელებენ, როგორც ომის დამწყებებს და სამშობლოს ინტერესების გამყიდველებს?
ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი ფულს აქციის დაწყებამდე, ერთ-ერთი კი, ვინც ფულს იღებს „ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილია.

19 თებერვალი 2025, 15:19
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე: ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუხლი იქნება ისეთივე, როგორც წარსულში, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ამოიღებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუხლი იქნება ისეთივე, როგორც წარსულში, ვიდრე „ნაც მოძრაობა“ ამოიღებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან. დეკლარაციული მნიშვნელობის, თუმცა კონკრეტული კვალიფიკაცია და კონკრეტული დისპოზიცია ექნება. ანუ ერთგვარი აღდგენა ხდება ამ მუხლის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, სისხლის სამართლის კოდექსში, სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე საუბრისას.

19 თებერვალი 2025, 15:14
რეგიონი
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 თებერვალი 2025, 15:13
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე, ხან რუსთაველზე მოაწყობენ მორალისგან დაცლილ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური "ბაბლის" მორალური დეგრადაციის სისწრაფე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, რადიკალები ხან რუსთაველის გამზირზე აწყობენ მორალისგან დაცლილ, გაუგებარ რიტუალებს, ხან კი, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის სამოსის ფასების დადგენას იწყებენ, რადგან სხვას ვერაფერს მოუნახავენ.

19 თებერვალი 2025, 15:12
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე პოლონეთის მინისტერიალზე: მოწვევა არ მოსულა - ყველგან მივიღებთ მონაწილეობას, სადაც პროტოკოლური, ფორმალური და რეალური მოწვევა იქნება
„დიფ სთეითსმა“ თავისი აგენტურის მოქმედებით ვერ უზრუნველყო, რომ საქართველოში მოეგო არჩევნები და თავისი აგენტები დაესვა ამ ქვეყნის ლიდერებად. შესაბამისად მან ვერ უზრუნველყო ამ ქვეყნის ომში ჩართვა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ

19 თებერვალი 2025, 15:11
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირს არ შეუძლია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობას შეეწინააღმდეგოს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობას შეეწინააღმდეგოს.

19 თებერვალი 2025, 15:11
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „დიფ სთეითმა“, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები, მათ ზურგს უმაგრებდნენ ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენლები
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურის მოქმედებების შესახებ მადიასთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „დიფ სთაითმა“ საქართველოში არჩევნები წააგო.