imedi /  04 დეკემბერი 2020, 19:10 / სანდო წყარო

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს

დაჯარიმება

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შსს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით - ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ 27% არ აკმაყოფილებს, რადგან მას უნდოდა ყველაფერი და პოლიტიკურ ყველაფერს მე მგონია, რომ ვერასდროს მიაღწევს

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თავისი რადიკალიზმისა და ტყუილის ფონზე არ მგონია, რომ ამაზე წამოვიდნენ, რადგან მათ არ აწყობთ მოლაპარაკება და არ უნდათ სახელმწიფოებრივი შედეგი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა პოლიტიკური პარტია, რომელიც ალეკო ელისაშვილის მსგავსად მიიჩნევს, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების გარეშეც შევა პარლამენტში.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: არაფერია იმაზე სპეკულაციური მესიჯი, ვიდრე ის, რომ შეზღუდვების დამორჩილება მონობაა

ძალიან ცდილობენ, მოდაში შემოიტანონ მონობის ნარატივი და აზრი, თითქოს შეზღუდვა მონობაა. ეს ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართაც შეურაცხყოფაა, რადგან არ იაზრებენ, რომ ჩვენი მეგობარ ქვეყნებშიცაა შეზღუდვები. არაფერია იმაზე სპეკულაციური მესიჯი, ვიდრე ის, რომ შეზღუდვების დამორჩილება მონობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 იანვარი 2021, 15:23

პოლიტიკა

პრეზიდენტმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთანაც განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა

რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საზოგადოებისთვისაც მოძველდა

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც მოძველდა. მათი განცხადებებისა და ქმედებების ობიექტური ანალიზით, ყველა დავრწმუნდით, რომ მათი მიზანი განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის, შეთანხმება არც არასდროს ყოფილა, არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა, არასდროს ყოფილა მოქმედება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას „ნაცმოძრაობისგან“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“ ველოდები

ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას „ნაცმოძრაობისგან“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“ ველოდები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია განიხილოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ დათქმული ვადის შემდეგ პირველსავე სხდომაზე, სხვა საკითხების განხილვამდე პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბოიკოტში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

23 იანვარი 2021, 15:06

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ცნობილია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის სამდივნოს შემადგენლობა გაასაჯაროვა.

23 იანვარი 2021, 14:24

რეგიონი

ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციას ხმაური მოყვა

ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციას ხმაური მოყვა. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. განაცხადეს რომ ჩავლეიშვილს არ აქვს უფლება გამოჩნდეს აქციაზე, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება.

23 იანვარი 2021, 14:18

პოლიტიკა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს

რომელ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყდებათ პარლამენტის წვერის უფლებამოსილება უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს. სწორედ ამ ვადაში უნდა გადახედონ ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარ გადაწყვეტილებას და მოლაპარაკების პირობებს. უფლებამოსილებაზე უარის განცხადებით პარლამენტს 50-ზე მეტმა დეპუტატმა უკვე მიმართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 იანვარი 2021, 14:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციონერი დეპუტატების ვადა იწურება - კეთილი ინებონ და შეასრულონ ის სამუშაო, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა

„28-28 იანვარს დაგეგმილია რიგგარეშე სესია. აქედან გამომდინარე, იმ დეპუტატების საპარლამენტო ვადა, რომელთაც განაცხადი აქვთ შემოტანილი უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით, იწურება. კომიტეტი გაივლის შესაბამის პროცედურებს და ამ დეპუტატებთან დაკავშირებით, პარლამენტს წარვუდგენთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს“.

23 იანვარი 2021, 14:13

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 186,891 შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 186,891 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3,655 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 24,818,779 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 414,004 ადამიანი გარდაიცვალა.

23 იანვარი 2021, 14:02

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტსაბჭოს 21-წევრიანი შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სხდომა დახურულ ფორმატში უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 13:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვინც პარლამეტში შესასვლელად, ხალხისგან მხარდაჭერა მიიღეს

ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 13:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ - ჩვენ მაინც არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს მხოლოდ პარტიული გამარჯვებაა - ეს საქართველოს გამარჯვებაა

„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოეროვნულია - ეს არის საქართველოს გამარჯვება - რომ შევადაროთ, რა იყო ჩვენი ოპონენტების და მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მან ფაქტობრივად თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე გამარჯვებააო, თუმცა პირველი რომელი იყო ვერავინ გაიხსენა, როცა ბრიფინგზე ვიკითხე. ის თავის თავს უტიფრად აიგივებს სახელმწიფოსთან, თავის თავს აიგივებს სამართალთან“.

23 იანვარი 2021, 13:39

რეგიონი

ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებენ

აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შეკრებილები საპროტესტო აქციების პარალელურად სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. „წლების შემდეგ ბულვარი ისევ დასაცავია. ერთადერთი ბერკეტია ხალხის ერთად დგომა მშენებლობის წინააღმდეგ. ბულვარში მრავალსართულიანი შენობის აშენებას კანონი კრძალავს“, - აცხადებენ აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

23 იანვარი 2021, 13:39

ეკონომიკა

მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შესაქმნელად, GITA -სა და Elven Technologies-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

პროექტის მიზანია მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შექმნა. „ელვენ ტექნოლოჯის"-ის გუნდმა GITA - ს გრანტის პარალელურად $95 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. საბოლოო ჯამში კომპანიამ პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000 დოლარის ოდენობით დახურა. რაუნდში მონაწილეობდა ცხრა ინვესტორი, მათ შორის ამერიკული ვენჩურული სტუდიო - Technovate, რომელიც შექმნილია აზერბაიჯანელი დამფუძნებლების მიერ.

23 იანვარი 2021, 13:23

საზოგადოება

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები ცნობილია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის, კი, ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს.

კრიშტიანუ რონალდუ

23 იანვარი 2021, 13:07

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის €6-მილიონიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ტურისტულ სარეკლამო რგოლში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პორტუგალიელ ვარსკვლავს ერთ გადაღებაში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა რონალდომ ერ-რიადში ჩასვლისგან მაინც თავი შეიკავა.

23 იანვარი 2021, 13:04

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა

2020 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი, - აღნიშნულია საქსტატის 2020 წლის წინასწარ ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა მთლიანი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).