შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის შეჯამებას ავრცელებს
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად იმართება და სიმბოლურად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვა და სისტემაში, ეფექტიანი მექანიზმების არსებობა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტმა, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით 2020 წელს მიღებულ რეზოლუციაში, დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტის როლი ამ მიმართულებით.
„16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყებების და ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებებში და, აგრეთვე, საზოგადოებას თავადაც წარუდგინეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები.
2020 წლის 25 ნოემბერს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ, მონაწილეობა მიიღო პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ფონდ Humandoc-ის (პოლონეთი) და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ და ევროკავშირის მხარდაჭერილ ონლაინ კონფერენციაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დევნილი/კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.
2020 წლის 28-29 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული კონკურსის მონაწილეთა შეფასების დასკვნით ღონისძიებაში. ეროვნული კონკურსი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო სამართლებრივ და ეროვნულ მექანიზმებს ეძღვნებოდა და მასში საქართველოს 13 უნივერსიტეტის 34 გუნდი მონაწილეობდა.
2020 წლის 27 ნოემბერს, ილიაუნის სამართლის სკოლის, აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა დისტანციური პანელურ დისკუსია თემაზე: „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-ის კონტექსტში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ, რომელმაც ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე.
2020 წლის 30 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა.
პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები და ამ მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, საქმეთა მონიტორინგის შედეგად დაიდენტიფიცირებული ტენდენციები და არსებული გამოწვევები.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა სამინისტროსთვის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას, ასევე, ბავშვთან ქორწინების მიზნით ჩადენილი დანაშაულების პროაქტიურად გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიებისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და რელევანტურ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას.
2020 წლის 2 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (USAID/PROLoG) პროექტის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში - „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მიერ. მინისტრის მოადგილის მხრიდან, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული სექსუალური შევიწროების მუხლის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე. ასევე, ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.
2020 წლის 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციაში: „ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში“.
მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ სამართლებრივ მექანიზმებზე, პანდემიის პერიოდში ამ ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით, სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებზე.
2020 წლის 3-4 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებისათვის, სექსუალური შევიწროების თემაზე ონლაინ ტრენინგები ჩაატარეს.
ტრენინგის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სექსუალური შევიწროების სამართლებრივი რეგულირებისა და სამართალდარღვევაზე პოლიციის მიერ განსახორციელებელი რეაგირების თაობაზე. ტრენინგებზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების კუთხით არსებული გამოწვევები, სამართალდარღვევებზე სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, ასევე, რეაგირების პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების არსი და მნიშვნელობა. ონლაინ ტრენინგებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების მართლწესრიგის 20 ოფიცერი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 20 პატრულ-ინსპექტორი ესწრებოდა.
2020 წლის 7 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ოსაძემ გახსნა.
პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამოვლენილი ფაქტების სტატისტიკური მონაცემები, სამართალდამრღვევებთან და სექსუალური შევიწროების მსხვერპლებთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციების სიღრმისეული ანალიზი, სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები, დაიდენტიფიცირებული გამოწვევები.
მოწვეულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია სამინისტროს მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მუხლის ამოქმედებიდან დღემდე განხორციელებული აქტივობების შესახებ.
2020 წლის 8 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში ,,ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“.
კონფერენციისას წარმოდგენილი ანგარიში ეხებოდა საქართველოში, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პროცედურების სტამბოლის კონვენციის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში შეფასებას. კონფერენციისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.
2020 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე ონლაინ ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში მოქმედი ძირითადი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების პროცედურაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება იქნა გამახვილებული სამართალწარმოების პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების მნიშვნელობაზე. ონლაინ ტრენინგებს ქვემო ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების 40-ამდე თანამშრომელი ესწრებოდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის №71 და №155, №212 საჯარო სკოლების, ასევე, სკოლა ,,ლომისის“ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან გამართულ ონლაინ ღონისძიებებში, სადაც ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებზე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ამ კუთხით ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და გამოწვევებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებზე ისაუბრეს როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ასევე საინფორმაციო სააგენტოებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან, როგორც პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ისე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.


