IMEDI /  16 იანვარი 2021, 21:43 / სანდო წყარო

კაცი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გ.მ. ადვოკატმა მოინახულა. დაკავებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება.

მისი ინტერესები საზოგადოებრივ დამცველს უნდა დაეცვა, თუმცა ქეთევან გაგოევას ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზე. ის ასევე უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია.

დაკავებულს ამ დრომდე ჯერ ბრალი არ წარდგენია, თუმცა გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

დაკითხვის დროს დაკავებული შეუძლოდ გახდა და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით მას მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა, თუმცა მისი მდგომარეობის დასტაბილურება მათ მედიკამენტებით შეძლეს.

1993 წელს დაბადებული კაცი კასპში, ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე დღეს შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

ადგილზე სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების და გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა, თავდამსხმელი კი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ყველა სიახლე

ალეკო ელისაშვილი

05 მარტი 2021, 14:27

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს: ბადრი ესებუას ხომ არაფერი შემოუთვლია

„გვაინტერესებს, სად არის ბადრი ესებუა?! საქართველოს ტერიტორიაზეა, საქართველოს ტერიტორია დატოვა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

05 მარტი 2021, 14:22

კულტურა

თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების თეატრს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა.

05 მარტი 2021, 14:16

COVID19

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა

კორონავირუსის პანდემია მთელი 2021 წელი გაგრძელდება და მისი დასრულება 2022 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, - ასეთი ვადები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში დაასახელა. მისივე ვარაუდით, 2021 წლის განმავლობაში ვირუსი უკან არ დაიხევს, თუმცა სიტუაცია უფრო მართვადი გახდება. როგორც კლუგე აცხადებს, 1 წლის შემდეგ კაცობრიობამ კორონავირუსზე უფრო მეტი იცის და მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაჩნდა, მათ შორის დიაგნოსტიკა და ვაქცინები.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 14:01

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: განსაკუთრებულ დავალებათა და სტრატეგიული მილსადენების დაცვისა დეპარტამენტების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:56

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა.

გიგი უგულავა

05 მარტი 2021, 13:55

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება

„მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, რადგან პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში. მას ბევრი პლუსი აქვს, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, არის ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდეს 2024 წლამდე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:54

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: 2020 წელს ყველა მეხანძრე-მაშველს ხელფასი გაეზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:53

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 112-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:50

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხის და დავით გარეჯის ტერიტორიაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის “ფარგლებში ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

05 მარტი 2021, 13:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება - ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:45

სამართალი

ვახტანგ გომელაური: არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთაც განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი

საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

05 მარტი 2021, 13:43

პოლიტიკა

პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, საქართველო ორ საკითხს უზრუნველყოფს: შშმ პირების ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაეროს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე საქართველოშივე ვერ მოახერხებს საკუთარი ინდივიდუალური უფლების აღდგენას, მას საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, დაიბრუნოს და აღადგინოს საკუთარი უფლება.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 13:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:39

COVID19

ვახტანგ გომელაური: კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს - ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ასევე უწყებათშორის თანამშრომლობას

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენის დროს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამინისტროს ჩართულობასა და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:38

რეგიონი

ვახტანგ გომელაური: 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს - 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე

„ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც, მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა“.

რატი იონათამიშვილი

05 მარტი 2021, 13:34

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაკულტატორული ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განცხადება გააკეთა.

ეკატერინე დგებუაძე

05 მარტი 2021, 13:34

საზოგადოება

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

გრიფირების პროცესი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 13:33

პოლიტიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ „რიონის მცველებს“, როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

05 მარტი 2021, 13:30

COVID19

გააფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.