17 იანვარი 2021, 08:13 / სანდო წყარო

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე კორპუსში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში უბედური შემთხვევა მოხდა. ბარამიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანზარი იყო. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში კაცის ცხედარი დახვდათ. პირველადი ინფორმაციით, ის ძლიერი დაკვამლიანების გამო გარდაიცვალა.

ადგილზე იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 17:38

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნამახვანჰესზე: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ.

მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ., - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნამახვანჰესზე კომენტირებისას განაცხადა.

მაია ბითაძე

03 მარტი 2021, 17:29

ეკონომიკა

მაია ბითაძის თქმით, „ნამახვაჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ როლს ითამაშებს

​„თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობ ამ კითხვებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გვრჩება ჩვენც - გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად საპარლამენტო გუნდს“, - განაცხადა ბითაძემ.

დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 17:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

გიტანას ნაუსედა

03 მარტი 2021, 17:11

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა

ლიეტუვის პრეზიდენტი ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვიზიტით ლიეტუვის იმიჯი დაზარალდა.

03 მარტი 2021, 17:08

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 319 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 319 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 235,333 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,230 ადამიანი. ვირუსისგან 229,143 პაციენტი განიკურნა.

03 მარტი 2021, 17:01

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და ექიმებს დედის დღე მიულოცა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე წარმატებული პედაგოგებისა და ექიმების ოჯახებში იმყოფებოდა და მათ დედის დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა წარმატებულ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კორონავირუსი ჩეხეთი

03 მარტი 2021, 16:56

COVID19

გერმანია და შვეიცარია ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ნაწილს უმკურნალებენ

გერმანია და შვეიცარია მზად არიან, ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულთა ნაწილს უმკურნალონ. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

ილონ მასკი

03 მარტი 2021, 16:55

ეკონომიკა

რამდენი მილიარდერია მსოფლიოში

15 იანვრის მონაცემებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 3,5 ტრილიონი დოლარიდან 14,7 ტრილიონამდე გაიზარდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი SpaceX-ისა დაTesla-ს დამაარსებელი ილონ მასკია. მისი ქონება 197 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:47

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ ფორმატზე 3+3: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია გამოვხატოთ

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ ლოჯისტიკურ საკითხებში უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. გვესმის ამ თემების მიმართ საქართველოს ფრთხილი მიდგომა. როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, შეიძლება ორმხრივ ფორმატში საუბრის დაწყება ქვეყნებს შორის უფრო რთული იყოს, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატში შედარებით ადვილი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

03 მარტი 2021, 16:28

სპორტი

ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

ეს შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.

03 მარტი 2021, 16:28

მსოფლიო

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით მდებბარეობდა. მიწისძვრას რამდენიმე შედარებით მსუბუქი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევის ამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჯანდაცვის სამინისტრო

03 მარტი 2021, 16:23

საზოგადოება

დასაქმების სამთვიანი პროგრამით გერმანიაში წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.

გიგა ბოკერია

03 მარტი 2021, 16:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება

ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება და ხვალ კანცელარიის აქციის ნაცვლად იქნება მანქანების აქცია. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, 13-ში დაგეგმილი აქცია გადაიდო ოცისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გააუქმესო და არ გაუქმებულა. 20-ში გადაიდო. ყველა სხვა აქციასაც ამ პრინციპით მივუდგებით, რომ ყველა ეს უსაფუძვლო რისკი, რომ რაიმე შეხება მოხდა, იყოს მინიმიზირებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

03 მარტი 2021, 16:13

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე რესპულიკური საავადმყოფო სრულად აღიჭურვა და კოვიდის მართვაში ჩაერთო.

აქცია პარლამენტი

03 მარტი 2021, 16:09

პოლიტიკა

ოპოზიცია 13 მარტს დაგეგმილ აქციას აღარ გამართავს

„13 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის, იმიტომ რომ (ევროპული საბჭოს) პრეზიდენტმა მიშელმა დააწესა კონკრეტულად 2 კვირა. ანუ, მხარეებს პრაქტიკულად მისცა 2-კვირიანი ვადა, იმისთვის რომ ამ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც არის მოხსენებული ჩარჩო-დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მაგიდასთან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიგი უგულავა

03 მარტი 2021, 16:09

პოლიტიკა

გიგი უგულავა: „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით

ნერვები უნდა დავითოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შედეგი ძალიან კონკრეტული იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან. მატი მთავარი მოთხოვნები კი კვლავ უცვლელი რჩება.

გიგი უგულავა

03 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

გიგი უგულავა: შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში

„შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში. ეს სრულიად ცალსახაა - მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ „ნაცმოძრაობას“ ამ მაგიდასთან არ წარმოადგენს ნიკა მელია. ლაპარაკი საჭიროა შედეგისთვის. პირველი და მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რათა ეს ლაპარაკი იყოს სრულფასოვანი, საჭიროა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ციხეში. დიალოგი არაა სრულფასოვანი, სანამ ნიკა მელია არის უკანონო ტყვეობაში, მაგრამ მოლაპარაკებები დაიწყება, მათ შორის იმისთვისაც, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. ანალოგიური სიტუაცია იყო შარშან, როდესაც მე ვიყავი ციხეში და მიმდინარეობდა დიალოგი“, - განაცხადა უგულავამ.

თინა ბოკუჩავა

03 მარტი 2021, 16:00

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლის გარეშეც ჩვენ არ განვიხილავთ შეთანხმების შესაძლებლობას, ასევე პრიორიტეტულია ვადამდელი არჩევნების საკითხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა

03 მარტი 2021, 15:48

პოლიტიკა

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატის შეცვლაზე შეთანხმდა

„გადავწყვიტეთ საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკებების ჩაშლის, რომლის ინიცირებაც პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა მოახდინა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ. მისი ინფორმაციით, ხვალ კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავამდე ავტომობილებით მსვლელობას გამართავს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. ამასთან, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტამდე გადაიდო. ამის მიზეზად ბოკუჩავა იმას ასახელებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 2 კვირა მისცა.