imedi /  20 იანვარი 2021, 14:32 / სანდო წყარო

რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, მცირე ოდენობის შემთხვევაში პირი არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართლებრივ სახდელს, იმთავითვე ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი, როგორც ეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაშია გათვალისწინებული, და მის მიმართ გამოიყენება არაპროპორციული სასჯელები, ხშირ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის სახით. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ექცევა სისხლის სამართლის მოქმედების სფეროში.

სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებისა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწის მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ამჟამად, მომზადდა და წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივის სახით კანონპროექტი, რომელიც რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს ახლებურად განსაზღვრავს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.

მათივე თქმით, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

„ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით; დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების გამოთვლის წესშიც შედის ცვლილება, რაც გულისხმობს, თითოეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და გავლენის გათვალისწინებით, სუფთა სუბსტანციაზე დაყრდნობით ოდენობების გამოთვლას.

ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახალი წესით გამოთვლის შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული, სამართლიანი და ჰუმანური სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის წახალისება. ამასთან, ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.

კომიტეტში ასევე აღნიშნავენ, რომ რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით: გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ საშუალებათა ფლობისა და მათი გასაღებისათვის; სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს ზედოზირების შემთხვევის თაობაზე, რაც ქმნიდა დიდ გამოწვევას პირთა ჯანრმთელობის დაცვის პროცესში; შემუშავდა და მიღებული იქნა საქართველოს კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ბრძოლის კუთხით; ლიბერალურ სანქციათა რეჟიმი იქნა შემოღებული მარიხუანის/მცენარე კანაფის შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადატანის და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის; ახლებურად განისაზღვრა მცენარე კანაფის, ნედლი და გამომშრალი მარიხუანის ოდენობები; 2020 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიაა ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისა და ნარკოვითარების მონიტორინგის მიმართულებით; 2020 წლის მარტში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფს (Pompidou Group), რაც, ასევე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მისაღწევად გატარებულ რეფორმას უკავშირდება.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2026, 14:32

მსოფლიო

ანგარიში: ძლიერმა სიცხემ იტალიის ეკონომიკას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა

ძლიერი სიცხის გამო იტალიის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიადგა. ბიზნესის, ტურიზმისა და მომსახურების კონფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული პრობლემებით, ქვეყანას 6-დან 12 მილიარდ ევრომდე ზარალი მიადგა.

19 ივლისი 2026, 14:26

კულტურა

ონის კულტურის სახლში თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა

ონის კულტურის სახლში თბილისის ქალთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

19 ივლისი 2026, 14:26

მსოფლიო

უკრაინა რუსეთის ნავთობბაზებზე იერიშებს განაგრძობს

სამრეწველო ობიექტებზე გაჩენილი ხანძრების გამო ცეცხლსაშიში მასალების დეტონაცია მოხდა. აფეთქებები ხმა ამ დრომდე ისმის. ცეცხლი სამ ნავთობბაზას უკიდია.

19 ივლისი 2026, 14:20

მსოფლიო

კიევში მესამე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია იმართება

კიევში, უკვე მესამე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია იმართება. დემონსტრანტები მის გათავისუფლებას აპროტესტებენ და ალექსანდრ სირსკის გადადგომას მოითხოვენ.

19 ივლისი 2026, 14:15

მსოფლიო

ტრამპი იორდანიაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებზე: ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო

„ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში? ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი იღუპებოდა ავღანეთში ყოველ დღე? ეს სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო“, - განაცხადა ტრამპმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

19 ივლისი 2026, 14:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: მათი ფილოსოფია ასეთია: ყველაფერი რაც ტრადიციულია, ფასეულია, რაც ჰუმანურობას, ღირსებას, სიყვარულს ასწავლის საზოგადოებას, უნდა იყოს დაგმობილი, ზიზღის ენა და პოლარიზაცია კი წინ უნდა იყოს წამოწეული

საუკეთესო ადამიანების ასე მოხსენიებით, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ახალს, თანამედროვეს ამკვიდრებენ ქვეყანაში. პირიქით, ეს ყველაფერი რეგრესია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხყოფას.

19 ივლისი 2026, 14:10

მსოფლიო

ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გამო მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს

უწყება მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს თვალი ადევნონ საელჩოების ოფიციალურ შეტყობინებებს და მზად იყვნენ ავიარეისების შესაძლო შეფერხებისთვის, ვინაიდან საზღვარგარეთ შტატების ინტერესების წინააღმდეგ შესაძლოა საფრთხე გაიზარდოს.

19 ივლისი 2026, 13:59

რეგიონი

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე.

19 ივლისი 2026, 13:05

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

ლადო სადღობელაშვილი

19 ივლისი 2026, 12:45

პოლიტიკა

სადღობელაშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება ბერა ივანიშვილის უკავშირდება - აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით, ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივის გამოწვევაა

გუშინ მედიასივრცეში, კერძოდ გამოცემა „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება და გზის ჩაკეტვა ბერა ივანიშვილის უკავშირდება… ეს არის მორიგი თითიდან გამოწოვილი „სენსაცია“ და ფაქტების შეგნებული დამახინჯება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

19 ივლისი 2026, 12:13

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა

ათასობით მომხმარებელს Facebook-ის ვებგვერდზე (კომპიუტერის ვერსიაზე) საკუთარ ანგარიშებთან წვდომა დაებლოკა. ამ ხარვეზის შესახებ პირველი შეტყობინებები კვირას გაჩნდა. ამასთან, სოციალური ქსელის მობილური აპლიკაცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

თამთა მეგრელიშვილი

19 ივლისი 2026, 12:12

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას

„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა, - წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ სამიზნე ბერა ივანიშვილი მხოლოდ იმ მიზნით გახდა, რომ საზოგადოებაში მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად შეიქმნას.

19 ივლისი 2026, 12:05

მსოფლიო

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მას შემდეგ გადადგა, რაც მშობელი სუროგაციის გზით გახდა

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს შპანი წერდა: „როგორც გეი კაცისთვის და ქრისტიანისთვის, ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთულია შევეგუო „დაქირავებული საშვილოსნოს“ იდეას“, ოთხშაბათს ის სწორედ ამ გზით გახდა მშობელი და გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა: „გეორგი ჩვენი უდიდესი სიხარულია. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა თითქმის შეუძლებელია“.

19 ივლისი 2026, 11:53

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

19 ივლისი 2026, 11:42

მსოფლიო

ესპანეთსა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტებს და ინფრასტრუქტურას ემუქრება. რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

19 ივლისი 2026, 11:34

მსოფლიო

WSJ: ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

რადოსლავ სიკორსკი

19 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი: რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია, აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს

„რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს. არსებობს კიბერშეტევები. ისინი მიზანში იყვანენ ფინანსურ ინსტიტუტებსა და საგადასახადო სისტემებს. ჩვენს სისტემებში ნერგავენ ვირუსულ პროგრამებს, რომ უფრო სერიოზული შემთხვევების დროს გააქტიურონ, ერევიან პოლიტიკაში არჩევნების დროს, როგორც უკიდურესი მემარცხენეების, ისე უკიდურესი მემარჯვენეების მხარდაჭერით. ისინი იყენებენ „ტელეგრამს“ ერთჯერადი დივერსანტების გადასაბირებლად, ობიექტებისთვის ფოტოების გადასაღებისთვის 2 ათასს, ხოლო მათი გადაცვლისთვის 20 ათას დოლარს იხდიან. ათობით ასეთი შემთხვევა გვქონდა. მათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კუთვნილი სახლის გადაწვაც კი სცადეს. გამოვცადეთ მკვლელობები, სახელმწიფო ტერორიზმი, სარკინიგზო დივერსიები, ამანათებში მოთავსებული აალებადი მასალები, რაკეტებისა და დრონების შემოჭრა. ეს ყველაფერი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - განაცხადა სიკორსკიმ.

გიორგი სოსიაშვილი

19 ივლისი 2026, 11:21

პოლიტიკა

სოსიაშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს - როგორი ახალგაზრდების ფორმირება უნდოდათ და სად მიაქანებდნენ ქვეყანას, ამათი დიალოგიდანაც ნათლად ჩანს

ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

19 ივლისი 2026, 11:18

პოლიტიკა

ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს

ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ბენდუქიძე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია.

19 ივლისი 2026, 11:12

მსოფლიო

ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიებს, დრონებითა და რაკეტებით შეუტია. სამიზნეში მოექცა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ობიექტი ცეცხლის ალსა და კვამლში გაეხვა, საწარმო მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თეირანის განცხადებით, თავდასხმა შეერთებული შტატების მხრიდან ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების საპასუხო რეაქცია იყო.