IMEDI /  30 იანვარი 2021, 00:25 / სანდო წყარო

მიხეილ სადრაძე: განზრახ, დანაშაულებრივი დავალებების შესაბამისად, 3500 ჰექტარი საქართველოს ტერიტორია დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

მიხეილ სადრაძე

მიხეილ სადრაძე

დანაშაული, რომელსაც ბრალდებულებს ჩვენ ვედავებით არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ეს არის საქართველოს ტერიტორიის ხელშეუხებლობის დარღვევა, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც მიმართული იყო უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ და საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ალტერნატივის გარეშე ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

„ბრალდებულები, როდესაც კომისიაში მუშაობდნენ და ივერი მელაშვილი იყო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ისინი მოქმედებდნენ საქართველოს სახელით. საქართველოს სახელით ადგენდნენ დოკუმენტს, რომელსაც ერქვა რუკების ალბომი და ამ დოკუმენტზე აფიქსირებდნენ საქართველოს ტერიტორიას მიკუვთნებულ მონაკვეთს და სახელმწიფო საზღვრის ხაზს. ამ პროცესში განზრახ, დანაშაულებრივი დავალებების შესაბამისად და საქართველოს საწინააღმდეგოდ დააფიქსირეს ის, რაც დააფიქსირეს. ამ ეტაპისთვის, 3500 ჰექტარი საქართველოს ტერიტორიიდან დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს არის დოკუმენტები, რომლებზეც ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებები არის დაფიქსირებული და ამ დოკუმენტებს ბრალდებულები ხელს აწერენ. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომელიც მოპოვებულია მათი სამუშაო კაბინეტებიდან, მათი სახლიდან, ასევე აღმოჩენილია მათ კომპიუტერებში, სადაც ასევე დოკუმენტურად, მათ მიერ შედგენილი დოკუმენტებით დასტურდება მათ მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. იქ ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ თითქოს ქართული მხარე უფიძნებოდა 1938 წლის ხაზს იმიტომ, რომ ამ პერიოდის შემდგომ გამოცემულ რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზი, უმეტეს შემთხვევაში საქართველოს საზიანოდ იყო დაფიქსირებული და რა თქმა უდნა, ერთადერთი საფუძველი უდნა ყოფილიყო 1938 წლის ხაზი და ის რუკა, რადგან ეს ორმხრივად იყო შეთანხმებული სახელმწიფოთა შორის. რელურად კი იყენებდნენ 70-იანი, 80-იანი, 90-იანი წლების რუკებს და ეს ექსპერტიზით არის დადგენილი და ამას ისინი პრაქტიკულად აღიარებენ. რა დოკუმენტაციაც თავად შეადგინეს შემდეგ ამის საპირისპიროდ საქართველოს სახელით შეადგინეს დოკუმენტაცია. ეს ყველაფერი არის სასამართლოში, არის საქმეში და ბუნებრივია ამის გამოკვლევა მოხდება“, - აღნიშნა სადრაძემ.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

21 ივლისი 2026, 15:44

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

მაკა ბოჭორიშვილი

21 ივლისი 2026, 15:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების

პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი ჯინჭარაძე

21 ივლისი 2026, 15:13

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ

„წელს პირველად დაემატა დოქტორანტების სტიპენდიის კომპონენტი. აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

21 ივლისი 2026, 15:03

ტექნოლოგიები

რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს

Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.

გიორგი ჩაკვეტაძე

21 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.

21 ივლისი 2026, 14:46

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 14:25

მსოფლიო

ირანის იერიშების შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ესკალაციის შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედროა დაშავებული. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 14:23

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანეთი და გერმანია თავდაცვითი თანამშრომლობის „ოქროს ეპოქაში“ შეაბიჯებენ

გამოცემის ინფორმაციით, გერმანია და გაერთიანებული სამეფო იმედოვნებენ, რომ 2034 წლისთვის ექნებათ მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ვლადიმერ პუტინის სამხედრო მარაგების განადგურებას შეძლებენ.

21 ივლისი 2026, 14:21

სამართალი

პროკურორი კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე: ყველა მიმართულებით ამომწურავად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა

ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა ბექა ნათელაურმა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.

21 ივლისი 2026, 14:20

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძe: აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია

აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, აღნიშნული ინიციატივის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

21 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინაში კიდევ 4 ბავშვი დაშავდა

უკრაინის ქალაქ სუმში რუსულმა დრონებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ცენტრი დააზიანა. დაშავდა 6 ადამიანი მათ შორის 4 ბავშვია. რუსული თავდასხმის გამო, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა.

გიორგი ჯინჭარაძე

21 ივლისი 2026, 13:45

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

21 ივლისი 2026, 13:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

დეივიდას მათულიონისი

21 ივლისი 2026, 13:01

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი: ევროკავშირის ენთუზიაზმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ სუსტდება

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება. ნამდვილად ჩანს, რომ თვითონ რუსეთის პოზიციაში გარკვეული მერყეობა შეინიშნება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.

21 ივლისი 2026, 12:57

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

21 ივლისი 2026, 12:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ ეხმაურება ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

21 ივლისი 2026, 12:53

რეგიონი

სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 12:53

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: გერმანიის წინა ელჩის წასვლასთან ერთად გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ორმხრივი ურთიერთობები და დავაბრუნოთ ცივილური დიალოგის ფარგლებში

„იმედია ეს ნაბიჯები გაგრძელდება, ჩვენი მხრიდანაც თუ რაიმე იქნება საჭირო, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ დინამიკას ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს ვისი ბრალეულობა იყო, ის რომ დღეს ურთიერთობები ჩიხურ მდგომარეობაშია, ფაქტი ერთია, წინა ელჩის წასვლასთან ერთად, რამდენიმე დღეში ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

21 ივლისი 2026, 12:50

საზოგადოება

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო-სასწავლო ცენტრში გამართულ „ოფიცრის/მიჩმანის მორიგეობის საკვალიფიკაციო“ და „სწრაფმავალი კატარღის მართვის“ სასწავლო კურსებში მიიღეს მონაწილეობა.

21 ივლისი 2026, 12:48

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.