05 მარტი 2021, 13:26 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებულია და პასუხისგებაშია მიცემული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, „მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.

„ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარი გამოწვევა ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაა, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას. „ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება.

„ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ამავე პერიოდში, პოლიციამ ამოიღო 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი;6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2021, 11:20

სამართალი

თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236 მუხლით დაიწყო.

20 აპრილი 2021, 11:14

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 11:03

ეკონომიკა

„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 11:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი

გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2021, 11:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

20 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:43

რეგიონი

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ მოეწყო. მეურნეობაში, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. სასათბურე მეურნეობა 2000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე Ma gemme•მაგემე -ს სახელწოდებით ხდება.

20 აპრილი 2021, 10:42

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებსა და საკონდიტროებს ამოწმებს

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 10:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას

გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2021, 10:28

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესია, ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს სამოქალაქო ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებაში - იქნება ეს ხარისხიანი განათლება, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, ან სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2021, 10:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომხსენებლად აირჩია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე თემაზე - „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ მომხსენებლად აირჩია.

უოლტერ მონდეილი

20 აპრილი 2021, 10:26

მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ზუგდიდის ქუჩა

20 აპრილი 2021, 10:25

რეგიონი

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ზუგდიდის სარეაბილიტაციო ქუჩები იმდენად ამორტიზებული იყო, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობდა საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნიდა როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება. პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. რაც ამ ქალაქის მასშტაბით უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროისა და ხარჯის შემცირებას უზრუნველყოფს.

თამარ ტალიაშვილი

20 აპრილი 2021, 10:22

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაზე „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს, ასამბლეამ რეზოლუციაზე - „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 10:11

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 10:10

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი გარდაიცვალა.

ელენე ხოშტარია

20 აპრილი 2021, 10:08

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილზე: არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა

„სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ“, – წერს ელენე ხოშტარია.