25 ივნისი 2021, 13:00 / სანდო წყარო

საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოში შემოტანილ პომიდორსა და გაყინულ ხორცში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", თურქეთიდან საქართველოში შემოიტანეს სხვადასხვა სახეობის ხილბოსტნეული. ფიტოსანიტარმა, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმებისას, 1952 კილოგრამ პომიდორში საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოაჩინა. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, საქონელი განადგურდა.

იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გამოვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი გადამუშავდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.​

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

08 აპრილი 2026, 14:26

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების აკრძალვის შეჩერების შესახებ: „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხს, მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც კარგია

„ორი დღის წინ „ხალხის ძალის“ მიერ პრინციპულად დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მთავრობის დადგენილების გადახედვას პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობამ და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა უპასუხა სრული კომპრომისით, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ

მასუდ პეზეშკიანი

08 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი დიდი მოწამის, ხამენეის მიერ გაღებული სისხლის შედეგია

ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ გაღებული სისხლის შედეგია.

08 აპრილი 2026, 14:22

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ტერორისტული საქმიანობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მარიამ ლაშხი

08 აპრილი 2026, 14:16

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე: ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რაც პირველ რიგში მათივე სახეს აჩვენებს

ელემენტარულია, რომ ნამდვილი ინფორმაცია და ფაქტობრივი ინფორმაცია ასახო საკუთარ საგარეო უწყების გვერდზე. ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რაც პირველ რიგში მათივე სახეს აჩვენებს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გურამ დუმბაძე

08 აპრილი 2026, 14:09

პოლიტიკა

გურამ დუმბაძე: ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოების ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და ამ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.

08 აპრილი 2026, 14:02

მსოფლიო

ისრაელმა ირანზე თავდასხმები შეაჩერა, თუმცა ლიბანზე იერიშები გრძელდება

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან მიღებული მითითების თანახმად, მათ ირანზე თავდასხმები შეაჩერეს, თუმცა ლიბანზე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიშები გრძელდება.

08 აპრილი 2026, 13:47

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სუს-ის ინფორმაციით, 2026 წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

08 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

„იმედმა“ გერმანიის საელჩოს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შესახებ ვებ-გვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს

ტელეკომპანია „იმედმა“ კითხვით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუ რატომ არ არის მათ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2026, 13:23

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ ჩინეთმა აიძულა ირანი მოლაპარაკებებს დათანხმებულიყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მოლაპარაკებებზე დათანხმება ჩინეთმა აიძულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

08 აპრილი 2026, 13:20

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული.

08 აპრილი 2026, 13:12

საზოგადოება

ხულოს მერიაში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

პროგრამა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მეწარმეობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი სამეწარმეო სექტორის განვითარებას.

კაია კალასი

08 აპრილი 2026, 12:56

მსოფლიო

კაია კალასი: აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება - უფსკრულიდან უკან გადადგმული ერთი ნაბიჯია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ზავს მიესალმება.

08 აპრილი 2026, 12:47

საზოგადოება

მთაწმინდის გამგეობა: აბაშიძის ქუჩის N11-ში ჩამოიშალა სახლის შიდა ფრაგმენტი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით. 12 ოჯახი გაყვანილია სასტუმროში

ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 12 ოჯახის გაყვანის და სახლის მდგომარეობის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 12:38

რეგიონი

ფოთის მერმა რაგბის გუნდი „ფოთის“ შემადგენლობას სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, რაგბის გუნდი „ფოთის“ წევრებს შეხვდა და მათ სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატება მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 12:38

საზოგადოება

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

08 აპრილი 2026, 12:09

რეგიონი

ბათუმის ბულვარში უნებართვო საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი დაიწყო

ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ განთავსებული, საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 12:02

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.

08 აპრილი 2026, 11:56

სამართალი

მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა

აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან ერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტია გამოვლენილი ერთი მცხეთა-მთიანეთისა და ოთხი კახეთის რეგიონებში.

08 აპრილი 2026, 11:55

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 აპრილი 2026, 11:53

მსოფლიო

ნეთანიაჰუს ოფისი: ისრაელი აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, თუმცა ეს ლიბანს არ ეხება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აშშ-ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის გარიგებას მიესალმება. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.