დიმიტრი გვრიტიშვილი: 2017-2021 წლებში სასამართლო სისტემამ დიდი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით - 2012 წლის ოქტომბრამდე არსებულ ვითარებასთან მიმართებით, როცა ასეთი ცილისმწამებლური კამპანია სასამართლოს მიმართ არ ხორციელდებოდა
დიმიტრი გვრიტიშვილი
ფოტო: IMEDI
მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ეხმაურება.
„2021 წლის 25 ივნისს არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა - კახა წიქარიშვილმა(ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო“) გამოაქვეყნა ფეისბუქ-სტატუსი, სადაც პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მოსაზრების გასაკრიტიკებლად დაწერა (სტილი დაცულია): ,,აშშ და ევროკავშირი იძახის, რომ მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდესო, ეს იძახის არ უნდა შეჩერდესო და რაფრა იქნება ჩვენი ამბავი თუ იცით?“. შემდეგ, ერთ-ერთი მომხმარებლის საპასუხოდ, იმავე სტატუსზე, ასევე დაწერა შემდეგი შინაარსის კომენტარი (აქაც სტილი დაცულია): ,,ჩვენი საქმე ისეა, კაცი რომ ავად იქნება და მეზობელი ურჩევს, წადი ექიმთანო, მერე შეშფოთებას გამოხატავს, რატომ არ მიდიხარო, მერე უფრო ხმამაღლა ეტყვის და ბოლოს პანღურს ამოარტყამს. მეზობელი კი ერევა ჩვენს დამოუკიდებლობაში, მაგრამ ჩვენდა საკეთილდღეოდ, შესაბამისად, პანღურიც რომ ამოგვარტყან არ უნდა გაგვიკვირდეს“.
ცხადია, ,,ავადმყოფში“ ბატონი წიქარიშვილი სასამართლო ხელისუფლებას ან საქართველოს გულისხმობს, ხოლო ,,მეზობელში“ - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კომენტარი პრობლემურია: რატომ უნდა ეგონოს ჯანსაღი ფსიქიკის და მსოფლმხედველობის ადამიანს, რომ დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელისუფლო შტოსათვის ან სულაც სუვერენული სახელმწიფოსათვის ,,პანღურის ამოკვრას“ მოისურვებენ და განახორციელებენ? ან საერთოდ რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს ასეთი სურვილი?
წიქარიშვილი რომ არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ლიდერია, ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2020 წლის 18 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდა არასამთავრობო სექტორის ლიდერებს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სწორედ კახა წიქარიშვილი. საზოგადოებისათვის ცნობილია ბატონი წიქარიშვილის კვლევები და ანგარიშები სასამართლოს შესახებ. ასეთი მსოფლმხედველობის, შეიძლება ითქვას - გაბოროტებული და მიკერძოებული ადამიანის მოსაზრებები, ან მის მიერ ჩატარებული კვლევა, ანგარიში ვინმესთვის არ შეიძლება სანდო და კომპეტენტური იყოს. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს უცხოელ პარტნიორებს მხოლოდ ასეთი, ცალმხრივი ინფორმაცია მიეწოდებათ, ხოლო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ არის სათანადო დონეზე, რაც ჩვენ მოგვცემდა უშუალო შესაძლებლობას - გვესაუბრა მიღწევებზე და გამოწვევებზე (ფაქტობრივად, გვიწევდა მხოლოდ თავდაცვით რეჟიმში ყოფნა სხვადასხვა მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და, უფრო მეტიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგითი მოსამართლე წევრები ვიყავით აბსოლუტურად იგნორირებულნი და, ზოგიერთ არამოსამართლე წევრთან შედარებით, აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებულნი), თუნდაც წარგვედგინა ნამდვილი სტატისტიკური მონაცემები, მაგალითად, უზენაეს სასამართლოში კრიზისის არსებობის შესახებ (უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს საშუალოდ 180 საქმე აქვს წარმოებაში, სამოქალაქო საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს - საშუალოდ 175 საქმე, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თითოეულ მოსამართლეს - საშუალოდ 350 საქმე; ეს ზოგადად, თორემ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლეებს 400-ზე მეტი საქმეც კი აქვთ განსახილველად!), რადგან საქმეთა გადატვირთულობის პრობლემა შეუძლებელს ხდის - ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ შეძლოს დოქტრინარული, სამართლის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის ფაქტობრივ ანულირებას იწვევს.
P.S. მე ამომეწურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა და საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენ ჩემი საქმიანობის ანგარიშს, საიდანაც ობიექტური და გონიერი დამკვირვებელი აღმოაჩენს, რომ 2017-2021 წლებში სასამართლო სისტემამ დიდი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით - 2012 წლის ოქტომბრამდე არსებულ ვითარებასთან მიმართებით, როცა ასეთი ცილისმწამებლური, დეზინფორმაციული კამპანია სასამართლოს მიმართ არ ხორციელდებოდა და მოსამართლეთა მაშინდელ დანიშვნებთან დაკავშირებითაც არასდროს ყოფილა ასეთი მძაფრი და კატეგორიული რეაქციები, როგორც ამჟამადაა.
რეალურად, ამ 4 წლის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა - რა მიღწევები აქვს სასამართლოს, იყო მხოლოდ ტალახის სროლა და უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდებები. ერთი მხრივ, სამწუხაროა ეს ვითარება, თუმცა, მეორე მხრივ - მაძლევს უდიდეს მოტივაციას, რომ უფრო თავდადებით ვიბრძოლო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად“, - წერს გვრიტიშვილი.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 15:45
პოლიტიკა
გია აბაშიძე „რადიო თავისუფლებაზე“: რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და აღნიშნავს, რომ „რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.“
11 ივლისი 2026, 15:39
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.
11 ივლისი 2026, 15:35
სპორტი
RAF Georgia-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზეც შეუძლიათ
ტელეკომპანია „იმედის“ პარალელურად, RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ, სადაც ასევე მსოფლიო ჩემპიონტს აჩვენებენ.
11 ივლისი 2026, 15:32
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა
ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
11 ივლისი 2026, 15:28
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და მედიასაშუალებას ინფორმაციული ზემოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
11 ივლისი 2026, 15:26
რეგიონი
ახალციხეში მერიის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა
ფინალურ შეხვედრებში გამარჯვებულები, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა დააჯილდოვა. მონაწილეობა 18 წლის ზემოთ ასაკის მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულებმა მიიღეს.
11 ივლისი 2026, 15:24
ეკონომიკა
ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება
ბოლო ერთი თვეა, ლარი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად მყარდება. ციფრების მიუხედავად კი ოპოზიცია არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობს, თუმცა აღიარებს, რომ ეკონომიკა იზრდება. მოქმედი კურსის შესაბამისად ერთი დოლარის შეძენა, 2 ლარად და 63 თეთრად არის შესაძლებელი. ეს ავტომატურად გულისხმობს ეროვნული ვალუტის გამყარებას
11 ივლისი 2026, 15:05
თავდაცვა
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა, წარმატებები უსურვა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
11 ივლისი 2026, 15:04
პოლიტიკა
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ალეკო ელისაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამართლებენ ელისაშვილის ქმედებას, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ტერორიზმის მცდელობის ფაქტზე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში თუ მედიების მიერ გაშუქებულ ამბებში ისინი ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
11 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
Bloomberg: თურქეთი S-400-ების მესამე ქვეყანაში გადაცემაზე რუსეთის დათანხმებას ცდილობს, რათა ამერიკული F-35-ები შეიძინოს
თურქეთი ცდილობს, რუსეთისგან მიიღოს თანხმობა მოსკოვისგან შეძენილი S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემაზე. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიაზე მიშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა ნაცმა, ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო. როგორი გულის ამრევია ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშან-თვისება
ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა - აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, „ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას”.
11 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში
რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
11 ივლისი 2026, 14:26
სამართალი
ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ
დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.
11 ივლისი 2026, 14:19
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო
რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.
11 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო
ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 14:10
თავდაცვა
დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.
11 ივლისი 2026, 14:02
რეგიონი
რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.
11 ივლისი 2026, 13:59
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
11 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
რუმინეთმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი გაანადგურა
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რადუ მირუცეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 13:48
რეგიონი
ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.


