IMEDI /  26 ივნისი 2021, 19:54 / სანდო წყარო

დაზარალებული 8 წლის მოზარდის მშობლები და ახლობლები აცხადებენ რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მამა-შვილის პატიმრობაში დატოვებაზე სამართლიანია

დაზარალებული 8 წლის მოზარდის მშობლები და ახლობლები სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდიან ოპერატიული გამოძიებისთვის.

ბავშვის მშობლები მიმართავენ ხელისუფლებას რომ დაკავებული მამა-შვილის მიმართ უმკაცრესი სასჯელი გამოიყენონ და უვადო პატიმრობა მიესაჯოთ.

ბავშვის მამა აცხადებს რომ წლების განმავლობაში, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ მამა-შვილთან და ფაქტის შესახებ მას შემდეგ გაიგეს რაც მოზარდმა დედას მოუყვა სქესობრივი ძალადობის შესახებ. მშობლები იხსენებენ, რომ ბავშვი იყო შეშინებული. მოზარდი ამ დროისთვის ოჯახს ფსიქოლოგთან დაჰყავს.

მშობლებმა ასევე გამოძიების დაწყების შემდეგ გაიგეს, რომ მოძალადე მამა-შვილს წლების წინ მეორე ბავშვზეც ჰქონდათ სქესობრივი ძალადობის მცდელობა. მშობლები აცხადებენ, რომ ბრალდებულების დუმილს აზრი არ აქვს, მათ წინააღმდეგ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა და იმედოვნებენ რომ საბოლოო განაჩენი იქნება სამართლიანი.

ცნობისთვის, 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მამა-შვილი დღეს მოსამართლე ლევან ნუცუბიძის გადაწყვეტილებით სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 11 ივლისს 13:00 საათზეა ჩანიშნული. დაკავებული მამა-შვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 20:04

მსოფლიო

რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის

საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკა გვარამია

03 ივნისი 2026, 19:52

პოლიტიკა

გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება

„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო

„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.

სალომე სამადაშვილი

03 ივნისი 2026, 19:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

გვიდო კროზეტო

03 ივნისი 2026, 18:56

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრი: ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის შიგნით, Lega-სა და Forza Italia-ს შორის დაწყებულ პოლემიკას ეხმაურება.

03 ივნისი 2026, 18:54

რეგიონი

სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარია

03 ივნისი 2026, 18:47

საზოგადოება

ვახტანგ ლომჯარია: ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის ამ მწვანე სივრცეებს

გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.

03 ივნისი 2026, 18:45

ეკონომიკა

ვახტანგ ლომჯარია: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.

გიორგი კახიანი

03 ივნისი 2026, 18:30

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება

2020 წლის არჩევნებზეც იგივე სურათი იყო. მაშინაც ერთი წლის განმავლობაში ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

03 ივნისი 2026, 18:24

რეგიონი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილესთან ცირა ნაფეტვარიძესთან და ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან ერთად პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონში პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:23

პოლიტიკა

პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას

წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:21

პოლიტიკა

პრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.

გიორგი კახიანი

03 ივნისი 2026, 18:21

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: დღეს ისინი ხვდებიან, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა. ცდილობენ, რომ აქციების მოწყობით და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაძაბულობის შემოტანით იარსებონ და ესეც არანაირ შედეგს არ აძლევთ

რეალურად, ეს დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ დღეს ისინი ხვდებიან ან მათი ერთი ნაწილი მაინც, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები, მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები, როგორც წესი, ისე არ ხდება ხოლმე, რაც გულში უდევს სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა

კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს, მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:15

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად უფრო კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პეტერ მადიარი

03 ივნისი 2026, 18:15

მსოფლიო

ფრანგული გამოცემა Le Point: „არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი უკრაინასთან დაკავშირებით კურსს არ ცვლის

ვარშავის, ვენისა და ბერლინის შემდეგ, პეტერ მადიარი პარიზში იმყოფება - ორბანის სისტემის დამამხობელი ევროპულ დედაქალაქებს ისეთი ტემპით სტუმრობს, რაც ყველაფერს ამბობს მის ამბიციაზე: აჩვენოს, რომ უნგრეთი შეიცვალა, ბუდაპეშტი დაბრუნდა და ევროპას კვლავ შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს, - წერს ფრანგული გამოცემა Le Point-ი სტატიაში სათაურით „არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი ორბანის სისტემაშია გაჭედილი“.

გიორგი კახიანი

03 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. როგორც კახიანმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

გიორგი კახიანი

03 ივნისი 2026, 18:11

პოლიტიკა

გიორგი კახიანი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების აღიარებაზე: როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული

„როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული. ბუნებრივია, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ზოგადად, საპროცესო შეთანხმება არის საშუალება, რომ პასუხისმგებლობა იყოს უფრო მსუბუქი, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება და იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება შეცდომაში იყო შეყვანილი პროპაგანდით, რომელსაც აქტიურად ეწევიან ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით, უკვე ხვდება, რომ ეს იყო არასწორი მოქმედებები“, - განაცხადა კახიანმა.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:06

პოლიტიკა

პრემიერი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.