www.imedi.ge /  02 აგვისტო 2021, 14:31 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა გაგრძელდება

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს. სამინისტრო მომდევნო 10 წლის განმავლობაში
უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ეტაპობრივ ამაღლებას.

2020 წელს შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო. სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და
მეორე მხრივ, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას. დედაქალაქის გარდა, მსგავსი დანაყოფები შეიქმნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთანავე, 2030 წლამდე, კვლავაც გაგრძელდება ქვეყნის დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა. გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ქმედითი რეაგირების უზრუნველსაყოფად, 2024 წლისთვის სრულად განხორციელდება სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია და მათთვის მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და განმეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2024 წლისთვის იგეგმება მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ეტაპობრივად გაძლიერება და საქართველოს მასშტაბით გაფართოება.

სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია სქესობრივი დანაშაულის პრევენციული მონიტორინგის პლატფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმადაც მოხდება მსჯავრდებული და უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის წარმოება, ასევე, სკოლებისა და ორდერების მონიტორინგი", - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021, 12:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან

აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.

დავით ზალკალიანი
დევიდ ჯონ ფრანცი

22 სექტემბერი 2021, 12:12

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვდასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე.

ეკატერინე ტიკარაძე

22 სექტემბერი 2021, 12:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს

„არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, - განაცხადა მინისტრმა.

22 სექტემბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში.

კახა კალაძე; ირაკლი ხმალაძე

22 სექტემბერი 2021, 12:01

საზოგადოება

კახა კალაძე: 4 წლის შემდეგ თბილისი ევროპაში ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება

ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 240 000 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

BTS

22 სექტემბერი 2021, 12:00

სპორტი

BTS-ის წევრები გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ვიდეორგოლი გადაიღეს. ვიდეო

გამოსვლაში, რომლის ონლაინ ტრანსლაციას 100 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა, მომღერლებმა სიღარიბესთან, უთანასწორობასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ბორის ჯონსონი ჯო ბაიდენი

22 სექტემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ხმალაძე

22 სექტემბერი 2021, 11:53

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფეს მფლობელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 11:43

რეგიონი

ბათუმში სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია

სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.

უმა თურმანი

22 სექტემბერი 2021, 11:38

კულტურა

უმა თურმანმა 15 წლის ასაკში გაკეთებულ აბორტზე ისაუბრა

ამერიკელმა მსახიობმა უმა თურმანმა განაცხადა, რომ 15 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა. ამის შესახებ მსახიობი Washington Post-ში გამოქვეყნებულ ესეში წერს, რომელშიც ტეხასში აბორტების აკრძალვას აკრიტიკებს.

22 სექტემბერი 2021, 11:31

COVID19

Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს

აშშ-ის ადმინისტრაცია მსოფლიოს Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2021, 11:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობამ“ ქვეყანა სადისტურად მართა და ახლა არ გააჩნია რესურსი, რომ ეს სადიზმი გაიმეოროს

ნებისმიერი დესტაბილიზაცია აწყობს მას, ვინც განწირულია წაგებისთვის. ესაა ოპოზიცია, „ნაცმოძრაობა“, რომელმაც თავის დროზე მართა ქვეყანა სადისტურად და ახლა არ გააჩნია რესურსი, რომ ეს სადიზმი გაიმეოროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

22 სექტემბერი 2021, 11:29

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის ერთ-ერთი წარმატებული ნიმუშია „სართიჭალის საშრობი“, რომელიც დღეს გავხსენით

საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსის შპს „სართიჭალის საშრობი“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 3,000,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. „სართიჭალის საშრობში”, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9,000 ტონა მარცვლეულის გაშრობაა შესაძლებელი.

მიხეილ სარჯველაძე

22 სექტემბერი 2021, 11:26

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: დესტაბილიზაცია და ხელოვნურად კონფლიქტის წარმოშობა არის ის, რაც ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად სჭირდება

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, მათმა ოპონენტებმა კარგად იციან, რომ თვითმართველობის არჩევნებს აგებენ, ამიტომ მათ ნებისმიერი დესტაბილიზაცია აწყობთ. ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ხელოვნურად გამოწვევა ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას სჭირდება.

ალუდა ღუდუშაური

22 სექტემბერი 2021, 11:22

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: რაც უფრო ახლოვდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების 2 ოქტომბერი, მით უფრო ტოქსიკურია მათი ქმედებები

ალუდა ღუდუშაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რაც უფრო ახლოვდება 2 ოქტომბერი, მით უფრო ტოქსიკურია რადიკალური ოპოზიციის ქმედებები.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 11:18

საზოგადოება

კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციას წარუდგენს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციას წარუდგენს.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში, მისი ოჯახიც მიიღებს ბენეფიტს

„ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია. ძირითადად, დაკავებულია დესტრუქციით. სამწუხაროა, რომ ის გაიქცა, მაგრამ ვისურვებდი, ორ ოქტომბერს, როდესაც დამარცხდება, არ გაიქცეს. პირობას ვდებ, რომ ვიქნები ყველას მერი, მათ შორის ნიკა მელიას მერი და იმ სიკეთეებით, რაც უნდა განხორციელდეს დედაქალაქში კონკრეტული პროექტებს სახით, ნიკა მელია, მისი ოჯახი და განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებიც მიიღებენ ბენეფიტს“, - განაცხადა კალაძემ.

22 სექტემბერი 2021, 11:02

ეკონომიკა

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან „მეოთხე მუხლის“კონსულტაციები დაასრულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან შეთანხმების მეოთხე მუხლის მიხედვით მიმდინარე კონსულტაციები 15 სექტემბერს დაასრულა. წელს ამ კონსულტაციებს ასევე ერთვოდა საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მიგნებების (Financial Sector Assessment Program (FSAP)) განხილვაც.

კორონავირუსზე ტესტირება

22 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.77 %-ს შეადგენს

21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.92%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.

22 სექტემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილზე ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა

„პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას სახელით შესანიშნავი სადილი შედგა, სადაც ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. ჩვენი პოლონელი მეგობრების მადლობელი ვარ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.