02 აგვისტო 2021, 14:52 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

"მიუხედავად არაერთი რეფორმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების, საგზაო უსაფრთხოება ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გრძელვადიან გეგმაში აღნიშნულ საკითხზე ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს", - განაცხადა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად სამინისტროს ქსელში ჩართულია 5293 ვიდეოკამერა. ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება.

"საგზაო მოძრაობის ორგანიზების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეგულირების მიზნით, ადმინისტრირებისა და აღსრულების ეფექტიანობის გაზრდისთვის შემუშავდა დამატებით ღონისძიებათა კომპლექსი. საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 5293 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1775 არის ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა, ხოლო 3518 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, დღეის მონაცემებით, ამოქმედებულია 295 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1269 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთი. დანაშაულის პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით,არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 300 ვიდეოკამერა (მათ შორის ზოგადი ხედვისა და ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა) დამონტაჟდება; სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზებზე ყოველწლიურად 50 სექციური სიჩქარის კონტროლის სისტემა ამოქმედდება, რომლებიც საანგარიშო პერიოდში, დამატებით დაფარავს 1000 კმ საგზაო მონაკვეთს. 10-წლიან პერიოდში, ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით. სრულად განახლდება ვიდეოკამერებისა და რადარებისთვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2021, 13:44

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს

„ფარულობა ხმის მიცემისა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება“.

მაია მწარიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:41

საზოგადოება

ადვოკატი: ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის დავა უპრეცედენტოა მხარეთა წონითი კატეგორიების გათვალისწინებით

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი და ეს თემა მსოფლიო პრესის მთავარი გვერდებიდან არ ჩამოდის. ასევე გვაქვს დიდი მოლოდინი სასამართლოსგან, რადგან შეტანილი სარჩელი არის ერთი ნაბიჯი მოგებისკენ, - ამის შესახებ „იმედის დღეში“ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომელიც Netflix-თან დავაში ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს იცავს.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი

21 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარის პრიზიორი: არასდროს არაფერი მომიგია - ერთხელ მოვიგე ერთი ცალი ნაყინი და მეზობლის ბავშვს მივეცი

72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი პირველია, ვინ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 ათასი ლარი მოიგო. მოგების შესახებ ჟურნალისტისგან, სატელეფონო ზარით გაიგო.

21 სექტემბერი 2021, 13:25

რეგიონი

რაჭის რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.

21 სექტემბერი 2021, 13:18

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ, რეიტინგის და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.

სოსო არჩვაძე

21 სექტემბერი 2021, 13:14

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: Moody’s-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად შეფასდა სააგენტოს მიერ.

21 სექტემბერი 2021, 13:11

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და მისმა მოადგილემ ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ხათუნა სამნიძე

21 სექტემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე ჩანაწერების შესახებ სხდომის ჩატარებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი, რომ ახლა რიგგგარეშე სხდომისთვის არ სცალიათ, მიუღებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წევრი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, როცა პარტიის წევრები ამბობენ, რომ, არჩევნებამდე, პარლამენტში სუსის ხელმძღვანელის დასაბარებლად და რიგგარეშე სესიის თვის არ სცალიათ.

21 სექტემბერი 2021, 12:57

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

21 სექტემბერი 2021, 12:56

COVID19

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა

ახალი ზელანდიის მთავრობამ კოვიდშეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

21 სექტემბერი 2021, 12:49

რეგიონი

თეა ახვლედიანი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის - „ახალგაზრდები და მშვიდობა“ - გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.

ნათია თურნავა

21 სექტემბერი 2021, 12:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სარმიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა.

დეა კულუმბეგაშვილი / კადრი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიიდან

21 სექტემბერი 2021, 12:36

კულტურა

სან სებასტიანის ფესტივალის ვებგვერდზე დეა კულუმბეგაშვილს „ქართული კინოს იმედის სიმბოლოდ“ მოიხსენიებენ

სან სებასტიანის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ცალკე კატეგორია დაეთმო ღონისძიების ჟიურის წევრებს. ჟიურის ქართველი თავმჯდომარის, დეა კულუმბეგაშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ „ის არის იმედის სიმბოლო ქართული კინოსთვის“.

21 სექტემბერი 2021, 12:26

COVID19

საქართველოში ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 25,2%-ია სრულად ვაქცინირებული

21 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 671 295 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ია.

ანზორ მელია

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

ანზორ მელიამ არ იცის, რამდენი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და რამდენია ქალაქის ბიუჯეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელსაც ზუგდიდის მერობა სურს არ იცის რამდენი სოფელია მუნიციპალიტეტში და რა მოცულობისაა ქალაქის ბიუჯეტი. „ქრონიკის“ მიერ დასმულ კითხვებს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ვერ უპასუხა.

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია

„ამას უნდა მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია.სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კუჭავა

21 სექტემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გავრცელებულ ჩანაწერებზე: არ შეიძლება, ეს საკითხი უბრალოდ დაიხუროს და არც ის შეიძლება, რომ მას წინასაარჩევნოდ იყენებდეს ვინმე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა ჩატარდება. ის არ გამორიცხავს, ამ საკითხზე, საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას.

21 სექტემბერი 2021, 12:19

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

21 სექტემბერი 2021, 12:16

საზოგადოება

დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მოსახლეობას წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.